როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა ზაფხულში

afterhours1

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ჭირს საქმეზე კონცენტრირება. ამის უამრავი მიზეზი არსებობს - სიცხე, გადაღლა, მოდუნება, არასამუშაო განწყობა. ეს გარემოება კარგად ესმით დამსაქმებლებსაც და სხვადასხვა გზით ცდილობენ თანამშრომლების პროდუქტიულობის შენარჩუნებას. კომფორტული სამუშაო გარემოს მოწყობით დაწყებული, ადაპტირებული სამუშაო გრაფიკის შეთავაზებით დამთავრებული, არაერთი საშუალებაა, რომელიც სეზონზე საქმიანი ატმოსფეროს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 

D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე ცდილობს, ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენი სამსახურებრივი ყოველდღიურობა უფრო სასიამოვნო გახადოს. თუ თბილისში საერთო სამუშაო სივრცეს ეძებთ, სადაც გრილ, კომფორტულ, მყუდრო გარემოში მოკალათდებით და საქმეში ხელი არ შეგეშლებათ, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ, როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა ზაფხულში. 

სეზონზე მორგებული კომფორტული სამუშაო გარემო

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს გარემო პირობები. თუ სიცხე გაწუხებთ, ბუნებრივია, საქმეზე ფიქრს ვერ შეძლებთ. მოთენთილი ხართ და ერთადერთი, რაც გსურთ, გაგრილებაა. ამიტომ, ზაფხულში კონდიცირება აუცილებელია. D Block-ში მსგავსი პრობლემები არ შეგაწუხებთ. ჩვენთან ოპტიმალური ტემპერატურაა. ამასთან, ღია სივრცეში მუშაობის შესაძლებლობაც გაქვთ. გარეთ ჯდომა განსაკუთრებით სასიამოვნოა საღამოს საათებში. კომფორტულ, სეზონზე მორგებულ სამუშაო გარემოში, დაგავიწყდებათ, რომ ზაფხულია. აქ შეგიძლიათ, ჩვეულ რეჟიმში მიჰყვეთ საქმეს. 

საზაფხულო გრაფიკი

ამინდის გათვალისწინებით, კარგი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს გრაფიკში ცვლილებების შეტანა. შეგიძლიათ, სამუშაო უფრო ადრე დაიწყოთ და შესაბამისად, ადრე დაასრულოთ. სურვილის შემთხვევაში, საღამოს საათებში მუშაობაც არის შესაძლებელი. D Block-ის სპეციალური შეთავაზება - "AFTERHOURS" - ამის საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევთ. სივრცის გამოყენება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:00-დან 09:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სწორ დროს შესვენებაა. მაქსიმალური დატვირთვით მუშაობა, განსაკუთრებით, ზაფხულის სიცხეში, საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. გაეცანით ჩვენს ბლოგს - როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ტვინი მუშაობისგან შესვენებას გვთხოვს. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიხვდეთ, როდის არის დასვენება და ძალების აღდგენა საჭირო. 

სწორი მენეჯმენტი

პროდუქტიულობის მთავარი გასაღები სწორი მენეჯმენტია. ამისთვის პრიორიტეტები უნდა დაალაგოთ. თუკი ყოველ დილით წინასწარ გაწერთ დავალებებს და თითოეული მათგანის შესასრულებლად საჭირო დროს დათქვამთ, საქმეს სათანადოდ გაართმევთ თავს. დაგეგმვაში აპლიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიებიც შეგიძლიათ დაიხმაროთ. დისციპლინა პროდუქტიულობის აუცილებელი წინაპირობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, გირჩევთ, წაიკითხოთ - რამდენიმე ფაქტორი, რაც ჩვენს პროდუქტიულობაზე უარყოფითად მოქმედებს. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორები:

  • დროის არასწორი გადანაწილება;

  • ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;

  • ჩვევები, რომელიც ხელს ხელს გვიშლის მუშაობაში;

  • დაუგეგმავი და უმიზნო მოქმედებები.

ჯანსაღი კვების რაციონი

სეზონის ცვლილებასთან ერთად, დროა, თქვენი კვების რაციონიც გადაასხვაფეროთ. იმისთვის, რომ დეჰიდრატაცია არ დაგემართოთ, მიიღეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სითხე. ხშირად სვით წყალი. ასევე, კარგი იქნება, თუ შედარებით მსუბუქად იკვებებით. ზაფხულის სიცხეში არაფერია უკეთესი, ვიდრე ცივი ბოსტნეული და ხილი, თანაც ვიტამინებით არის გაჯერებული და თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ჯანსაღი კვება ენერგიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, რაც აუცილებელია პროდუქტიულობისთვის. 

როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის

როგორც წესი, ზაფხულში განსაკუთრებით ჭირს პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსის დაცვა. ეს გასაკვირია არაა, რადგან უკვე გადაღლილები ვართ. გაცილებით ხშირად ტარდება სოციალური ივენთებიც, რომლებსაც არ გვსურს, გამოვაკლდეთ. ამიტომ რთულდება დროის გადანაწილება და მენეჯმენტიც. ამ შემთხვევაში, პირველი, რაც უნდა ქნათ, პრიორიტეტების განსაზღვრაა. სად უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ყოფნა? რა შედეგები მოჰყვება თქვენს ნაბიჯს? თუ ყოველი გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ თავს ამ კითხვებს დაუსვამთ, შეძლებთ, რომ სამსახურშიც პროდუქტიულები დარჩეთ და სოციალურად აქტიური ცხოვრებაც განაგრძოთ. 

შეჯამება

ყველა ვთანხმდებით, რომ ზაფხულის სიცხეში მუშაობა განსაკუთრებული გამოწვევაა. იმისთვის, რომ ამ სირთულეს წარმატებით გაართვათ თავი, მნიშვნელოვანია კომფორტული სივრცის შექმნა, სადაც სიგრილეში, მყუდრო გარემოში შეძლებთ საქმეზე კონცენტრაციას. სეზონის ცვლილებასთან ერთად შეგიძლიათ, თქვენს ყოველდღიურ გრაფიკში მცირედი ცვლილებები შეიტანოთ. სწორი მენეჯმენტი და დისციპლინა აუცილებლად დაგეხმარებათ საქმის შესრულებაში. ენერგიის აღსადგენად აუცილებელია ჯანსაღი კვება და სწორ დროს შესვენების აღებაც. თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, თქვენი პროდუქტიულობის ხარისხი ზაფხულშიც უცვლელი დარჩება. 

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE