ჩვენ შესახებ

დ ბლოკი საერთო სამუშაო სივრცეა სტამბაში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ბიზნეს ჰოლდინგმა - აჭარა ჯგუფმა შექმნა. სასტუმრო სტამბის შენობის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი არქიტექტურულ გეგმაზე აღინიშნებოდა როგორც „ბლოკი დ“; სწორედ აქ შეიქმნა პირველი შემოქმედებითი ეკოსისტემები და საერთო სამუშაო სივრცის პირველი მოდელები შემუშავდა.

კომპანია მომხმარებელს სამუშაო სივრცეებს, ოფისებსა და პროდუქტიულობაზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს. ჩვენი სამუშაო სივრცეების სტრუქტურა და ინტერიერი სტუმარმასპინძლობის პროფესიონალების მიერ, გრძელვადიანი კვლევის შედეგად შეიქმნა. ერგონომიული ავეჯი, კომფორტული მაგიდები, განათება და გამოცდილების სხვა ელემენტები კონცენტრაციისა და შემოქმედებითობის გაძლიერებაზეა გათვლილი.

ჩვენი პრიორიტეტები ერთობლივი წარმატება და რესურსების გაცვლაა, რასაც რეგულარული პროგრამებითა და ღონისძიებებით ვუწყობთ ხელს, იმისთვის რომ ახალი პროფესიული კავშირები, კოლაბორაციები და შემოქმედებითი ეკოსისტემა შეიქმნას.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE