ადაპტირებული პირობები დ ბლოკში

ჩვენ ვცდილობთ ერთად შევქმნათ სივრცე, რომელიც ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს თანაბრად უმასპინძლებს. ამ ეტაპზე დ ბლოკის სივრცეში ადაპტირებისა და ხელმისაწვდომობის სპეციალური პირობები ასეთია:

ეტლით გადაადგილება

თავისუფალი გადაადგილებისთვის ჩვენი სივრცე აღჭურვილია პანდუსებით, ფართო შესასვლელებითა და სპეციალური ლიფტებით. ხელმისაწვდომია პარკინგის ადგილები შშმ პირებისთვის.

დამხმარე პერსონალი

სპეციალური საჭიროებების მცოდნე გუნდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სივრცის ნავიგაციაში და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურებთან წვდომაში დაეხმარება.

ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი შენიშვნა ან რეკომენდაცია სპეციალურ საჭიროებებთან დაკავშირებით. დაგვიკავშირდით თუ დახმარება დაგჭირდათ ან ადაპტირებასთან დაკავშირებით თქვენი ხედვის გაზიარებას მოისურვებთ.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE