D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე სტარტაპებისა და პატარა კომპანიებისთვის

box3

თუ ქართულ ბიზნეს სექტორს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ წლიდან წლამდე სტარტაპების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ამას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. კრეატიულ წამოწყებებს განვითარებისთვის შესაბამისი ინოვაციური გარემო სჭირდება. სწორედ ამ ტიპის მცირე კომპანიებზეა საერთო სამუშაო სივრცე მორგებული. როგორ შეიძლება დაეხმაროს D Block-ის გარემო თქვენს ბიზნესს წარმატებაში? რა სერვისები დაგხვდებათ ჩვენთან და რატომ შეიძლება იყოს ოფისის საერთო სამუშაო სივრცეში გადმოტანა კარგი გადაწყვეტილება? რატომ არის D Block-ი იდეალური სამუშაო სივრცე სტარტაპებისთვის და პატარა კომპანიებისთვის? დღევანდელ ბლოგს სწორედ ამ საკითხებს დავუთმობთ. 

რა შესაძლებლობებს სთავაზობს D Block-ი სტარტაპებსა და პატარა კომპანიებს

D Block-ის მთავარი მიზანია დასაქმებულებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას, სადაც ისინი მარტივად შეძლებენ საქმეზე კონცენტრირებას. ინტერიერის დიზაინით დაწყებული, ავეჯითა და ტექნიკით დამთავრებული, ყველა დეტალი ისეა გათვლილი, რომ თქვენი პროდუქტიულობა გაიზარდოს. ამაში, რომ უკეთ დარწმუნდეთ, მოდით, თვალი გადავავლოთ იმ ძირითად უპირატესობებს, რომლითაც D Block-ი გამოირჩევა. 

  • შემცირებული ხარჯები - როგორც წესი, სტარტაპებსა და პატარა კომპანიებს შეზღუდული ბიუჯეტით უწევთ რესურსების განაწილება. ამიტომ, დაზოგვას მათთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთო სამუშაო სივრცე ხარჯების შესამცირებლად საუკეთესო ალტერნატივაა. ამ შემთხვევაში, არ გიწევთ კომუნალურ გადასახადებსა და ოფისის ქირაობასთან დაკავშირებულ სხვა დანახარჯებზე ზრუნვა. ამასთან, D Block-ის სივრცე აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. ეს ხელსაწყოები თანამედროვე ბიზნესისთვის ღირებული კაპიტალია. 

  • კომფორტული სამუშაო გარემო - D Block-ში კომფორტული სამუშაო გარემო დაგხვდებათ. ერგონომიული ავეჯი, სწორად შერჩეული განათება, მშვიდი ფერები, გარე სივრცე, სადაც რელაქსაცია ან სუფთა ჰაერზე მუშაობა შეგიძლიათ, ბარი და სამზარეულო ლანჩისთვის - ეს ყველაფერი ჩვენი სამუშაო სივრცის ნაწილია. 

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი - საერთო სამუშაო სივრცის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მოქნილი სამუშაო გრაფიკია. სივრცე ღიაა 24/7-ზე. ასე რომ, კვირის ნებისმიერ დღეს, მათ შორის, არატრადიციულ სამუშაო საათებში შეძლებთ თქვენს გუნდთან ერთად საქმეზე კონცენტრირებას.

  • ახალი კავშირები - კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც საერთო სამუშაო სივრცე იძლევა, კავშირების შეძენაა. აქ თავს იყრიან სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, რაც ნიშნავს, რომ ახალი ადამიანების გაცნობას მარტივად შეძლებთ. ეს კავშირები მეტად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის. 

ვრცლად საერთო სამუშაო სივრცის უპირატესობებთან დაკავშირებით ჩვენს წინა ბლოგში - D Block-ის სამუშაო სივრცის განსაკუთრებული სერვისები და აღჭურვილობები - ამოიკითხავთ. 

აღმოაჩინე შენზე მორგებული საწევრო შეთავაზება

D Block-ი ვიზიტორებს ოთხი სახის საშვს სთავაზობს. ის, თუ რომელ საწევროს აირჩევთ, თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. D Block-ის რომელი საწევროა შენთვის შესაფერისი?

  • D PASS: ერთჯერადი საშვი - D Pass-ი შესანიშნავია მათთვის, ვისაც სამუშაო ადგილი მხოლოდ ერთი დღით სჭირდება, ან გრძელვადიანი საწევროს შერჩევამდე სურს, დარწმუნდეს, რომ ჩვენი გარემო მისთვის კომფორტულია. D Pass წვდომას გაძლევთ D Block-ის ყველა ძირითად სერვისზე, მათ შორის, მიმღების მომსახურებაზე, მაღალსიჩქარიან Wi-Fi-ზე, ბარზე და სხვა. 

  • FLEX: ერთთვიანი საწევრო - ამ ტიპის საშვი იდეალურია მეწარმეებისთვისა და დისტანციურად მომუშავეებისთვის. Flex-ი დამატებით სერვისებზე წვდომას გაძლევთ, როგორიცაა შეხვედრების ოთახი და საღამოს საათებში მუშაობის შესაძლებლობა. 

  • AFTERHOURS: საღამოს საათები და უქმეები - მათთვის, ვინც საღამოს საათებში მეტად პროდუქტიულია ან უქმეებზე მუშაობა ურჩევნია, Afterhours Pass-ი საუკეთესო ალტერნატივაა. ამ საშვით სამუშაო სივრცეზე წვდომა გექნებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18:00 საათიდან 09:00 საათამდე და 24 საათის განმავლობაში შაბათ-კვირას.

  • BOX: სამუშაო ოთახები გუნდებისთვის - სტარტაპებისთვის და პატარა კომპანიებისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია - Box Membership-ი, რომელიც წვდომას გაძლევთ D Block-ის სივრცის კერძო ოფისებზე. ეს საშვი იდეალურია გუნდებისთვის, რომლებსაც მეტი კომფორტი და პირადი სივრცე სჭირდებათ.

რატომ D Block-ი?

D Block-ი საერთო სამუშაო სივრცეა სტამბაში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა ბიზნეს ჰოლდინგმა - აჭარა ჯგუფმა შექმნა. კომპანია მომხმარებელს სამუშაო სივრცეებს, ოფისებსა და პროდუქტიულობაზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს. ერგონომიული ავეჯი, კომფორტული მაგიდები, განათება და ინტერიერში გამოყენებული ყველა სხვა დეტალი კონცენტრაციისა და შემოქმედებითობის გაძლიერებაზეა გათვლილი. სწორედ ამიტომ, D Block-ის ინოვაციური სივრცე იდეალური გარემოა თქვენი სტარტაპის განვითარებისთვის. 

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE