დღეს ჩვენ მუდმივად განვითარებად, ტექნოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მუშაობის პრაქტიკაც შეიცვალა და სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მუშაობა საერთო სამუშაო სივრციდან. D Block- იც ამ ცვლილების ნაწილია, რომელიც ცდილობს მომხმარებლებს შესთავაზოს სივრცე, რომელიც მათ პროდუქტიულობასა შემოქმედებითობას კიდევ უფრო წაახალისებს. თუ ჯერ კიდევ არ იცით თუ რა განასხვავებს D Block-ს სხვა საერთო სამუშაო სივრცეებისგან, ამ ბლოგში მოგიყვებით.
ფოკუსირება პროდუქტიულობასა და კომფორტზე
D Block-ის ფილოსოფია მარტივია: შევქმნათ გარემო, რომელიც გაზრდის პროდუქტიულობას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს ჩვენი წევრებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი სამუშაო სივრცეების სტრუქტურა და ინტერიერი სტუმარ-მასპინძლობის პროფესიონალების მიერ, გრძელვადიანი კვლევის შედეგად შეიქმნა. ერგონომიული ავეჯი, კომფორტული მაგიდები, განათება და სხვა ელემენტები, კონცენტრაციისა და შემოქმედებითობის გაძლიერებაზეა გათვლილი.
ინტერიერის დიზაინი
ოფისის დიზაინი, ფერები და სივრცის გადანაწილება ჩვენს სამსახურებრივ ყოველდღიურობაში დიდ როლს თამაშობს. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ფაქტი და შევქმენით ინტერიერი, რომელიც ჩვენი მომხმარებლების სრულ კომფორტს უზრუნველყოფს. თბილი და ცივი ტონების ბალანსი, ერგონომიული ავეჯი, ხმის დამხშობი სისტემა, ღია სივრცე და ინდივიდუალური, კომფორტული მაგიდები, სწორად შერჩეული განათება - ეს ის დეტალებია, რომელსაც D Block-ი აქ დასაქმებულებს სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუ შიდა სივრცე არ არის თქვენი საყვარელი ადგილი მუშაობისთვის, D Block-ში სუფთა ჰაერზე მუშაობაც შესაძლებელია.
უახლესი ტექნოლოგიები
პროდუქტიულად მუშაობის ნაწილია ციფრული ტექნოლოგიებიც და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სივრცე აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებითა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. უნდა ვახსენოთ შეხვედრების ოთახებიც, რომლებიც სმარტ-ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. აქ დაგხვდებათ Samsung Smart Board Flip Pro - კინოთეატრის ხარისხის ეკრანის მონაცემებით და Logitech Rally სისტემა, რომელიც ყველა ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფასთან შეწყობადია და მომხმარებელს სტუდიური ხარისხის ვიდეოს, მკაფიო ხმასა და RightSense™ ავტომატიზაციას სთავაზობს, რაც ონლაინ შეხვედრებს ადვილად აღქმადსა და ბუნებრივს ხდის.
მრავალფეროვანი სერვისები
D Block-ის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ჩვენი სერვისი მორგებულია მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. სოლო მეწარმე ხართ თუ სტარტაპერი მცირე ან დიდი გუნდით, შეგიძლიათ, თქვენზე მორგებული პაკეტი აარჩიოთ. D Block-ში დასაშვებია, მაგიდის როგორც დღიურად ქირაობა, ისე თვიური აბონემენტის აღება, რომელიც მთელი თვის განმავლობაში სივრცეზე ულიმიტო წვდომას გულისხმობს. ჩვენთან მუშაობა ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო საათებში და შაბათ-კვირასაც არის შესაძლებელი. რაც შეეხება პატარა და საშუალო ზომის გუნდებს, მათ იზოლირებული საოფისე სივრცის დაქირავება შეუძლიათ, რაც კომფორტსა და გუნდურობას შეუნარჩუნებთ.
პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა
საერთო სამუშაო სივრცეების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ნეთვორქინგის შესაძლებლობაა. D Block-ი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, მათ შორის, ხელოვან, შემოქმედებით ადამიანებს, სტარტაპებში, საგანმანათლებლო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულებს, შესაბამისად, შესანიშნავი გარემოა სოციალური შეკრებებისა და ახალი იდეებისთვის.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენი პრიორიტეტები ერთობლივი წარმატება და რესურსების გაცვლაა, რასაც რეგულარული პროგრამებითა და ღონისძიებებით ვუწყობთ ხელს, იმისთვის რომ ახალი პროფესიული კავშირები, კოლაბორაციები და შემოქმედებითი ეკოსისტემა შეიქმნას.
შეჯამება
დაბოლოს, D Block-ი არის საერთო სამუშაო სივრცე თბილისში, რომელიც ზრუნავს მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, აღჭურვილია კომფორტული ავეჯითა და უახლესი ტექნოლოგიებით. ჩვენთან დაგხვდებათ ყველაფერი, რაც დადებითაც იმოქმედებს თქვენი და თქვენი გუნდის პროდუქტიულობასა და შემოქმედებითობაზე. ასე რომ, შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი აქტიური კომუნის ნაწილი.