D Block-ის რომელი საწევროა შენთვის შესაფერისი?

D PASS_ NEW PHOTO

დღევანდელ ციფრულ, დისტანციურ მუშაობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოში, მოქნილობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. იმის გათვალისწინებით, რომ დისტანციურად მუშაობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, საერთო სამუშო სივრცეები ცდილობენ მოერგონ სხვადასხვა მოთხოვნებისა და საჭიროებების მქონე დასაქმებულებს და შესთავაზონ სერვისები, რომლებიც მათ თავს კომფორტულად აგრძნობინებთ.

თუ თქვენც დისტანციურად მომუშავეთა რიგებში ხართ და საერთო სამუშაო სივრცეს ეძებთ თქვენზე მორგებულ საწევროთი, სწორ ადგილას ხართ; D ბლოკში გვესმის, რომ მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენს ვიზიტორებს ოთხი სახის საშვს ვთავაზობთ. თუ ჯერ კიდევ ვერ გაერკვიეთ, რომელი მათგანია თქვენთვის შესაფერისი, ბლოგის ბოლოს აუცილებლად გეცოდინებათ.

D PASS: ერთჯერადი საშვი

D Pass შესანიშნავია მათთვის, ვისაც სამუშაო ადგილი მხოლოდ ერთი დღით სჭირდება, ან გრძელვადიანი საწევროს შერჩევამდე სივრცის გამოცდა სურს. D Pass წვდომას გაძლევთ D Block-ის ყველა ძირითად სერვისზე, მათ შორის, მიმღების მომსახურებაზე, მაღალსიჩქარიან Wi-Fi-ზე, წევრების ბარზე და სხვა. ეს საშვი იდეალურია ფრილანსერებისთვის, ციფრული მომთაბარეებისთვის ან მათთვის, ვისაც დროებითი სამუშაო ადგილი სჭირდება.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მყისიერი გააქტიურება შეძენის შემდეგ

  • ძირითად სერვისებზე ხელმისაწვდომობა

  • იდეალურია ერთჯერადი გამოყენებისთვის

FLEX: ერთთვიანი საწევრო

მათთვის, ვისთვისაც მეტი მოქნილობა და კომფორტია პრიორიტეტული, Flex Membership საუკეთესო არჩევანია, რადგან საშუალებას იძლევა, რომ ისარგებლოთ სივრცის ყველა სერვისზე შეზღუდვების გარეშე. D Pass-ში შემავალი სერვისების გარდა, Flex-ის წევრებს წვდომა აქვთ შეხვედრების ოთახებსა და წევრთა საძიებელზე, რომლის მეშვეობითაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ჩვენი კომუნის სხვა წევრებს გაიცნობთ და მათი პროფესიული უნარებისა თუ გამოცდილების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებთ. ეს საშვი იდეალურია მეწარმეებისთვის, დისტანციურად მომუშავეებისთვის და კომპანიების გარე კონტრაქტორებისთვის.

ძირითადი მახასიათებლები:

  • შეუზღუდავი წვდომა საერთო მაგიდებზე

  • წვდომა შეხვედრების ოთახებსა და წევრთა საძიებელზე

  • კომფორტისა და მოქნილობის მსურველთათვის

AFTERHOURS: საღამოს საათები და უქმეები

მათთვის, ვინც საღამოს საათებში მეტად პროდუქტიულია, ან უქმეებზე მუშაობა ურჩევნია, Afterhours Pass კარგი არჩევანია, რადგან ამ საშვით სამუშაო სივრცეზე წვდომა გექნებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18:00 საათიდან 09:00 საათამდე და 24 საათის განმავლობაში შაბათ-კვირას. ეს საშვი შესანიშნავია როგორც ღამის საათებში მომუშავეებისთვის, ასევე მათთვის ვისაც ადრე გაღვიძება და დილის პროდუქტიულად დაწყება უყვარს და უპირატესობას ანიჭებს ნაკლებად დატვირთულ, მშვიდ გარემოში მუშაობას.

ძირითადი მახასიათებლები:

  • სამუშაო სივრცით სარგებლობა არა პიკის საათებში

  • იდეალურია საღამოს საათებსა და შაბათ-კვირას მომუშავეთათვის 

  • წვდომა ყველა ძირითად სერვისზე

BOX: სამუშაო ოთახები გუნდებისთვის

მცირე და საშუალო ზომის გუნდებისთვის, რომლებსაც განცალკევებით მუშაობა ურჩევნიათ, Box Membership წვდომას აძლევს კერძო ოფისებზე D Block-ის სივრცეში. Flex Membership-ის ყველა სერვისის გარდა, Box-ის წევრები სარგებლობენ ექსკლუზიური წვდომით საკუთარ კერძო ოფისზე, რომელიც აღჭურვილია მაგიდებით, სკამებითა და სათავსოებით. ეს საშვი იდეალურია გუნდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მეტი კომფორტი და პირადი სივრცე.

ძირითადი მახასიათებლები:

  • წვდომა კერძო საოფისე სივრცეში მცირე და საშუალო ზომის გუნდებისთვის

  • მოიცავს Flex Membership-ში შემავალ ყველა სერვისს

  • იდეალურია გუნდებისთვის, რომლებიც საჭიროებენ კონფიდენციალურობას

შეჯამება

D Block-ის საწევროს არჩევა დამოკიდებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე, პრეფერენციებსა და სამუშაო ჩვევებზე. ერთჯერად საშვს ეძებთ, შეუზღუდავ წვდომას, სამუშაო საათების შემდეგ ხელმისაწვდომობას თუ კერძო საოფისე ფართს, ჩვენთან აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის შესაფერის საწევროს. მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებით, D Block უზრუნველყოფს მოქნილობასა და კომფორტს, რომელიც დღევანდელ ციფრულ სამუშო გარემოში ადაპტირებისთვისა და პროდუქტიულობისთვის გჭირდებათ. 

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE