საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის პოლიტიკა
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოლიტიკა, რომელიც შეეხება შპს „აჭარა ჯგუფის“ (ს/ნ: 404676169) („დ-ბლოკი“, „დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი“, „ჩვენ“, „ჩვენი“) მიერ საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერების („მონაცემთა სუბიექტი“, „თქვენ“, „თქვენი“) შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
სპეციალური შეთავაზებების და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს („პერსონალური მონაცემები“ ან „პერსონალური ინფორმაცია“):
• სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი - რომელსაც თქვენ უშუალოდ მიუთითებთ საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერისას;
• გამოწერის თარიღს, ელექტრონული ფოსტის გახსნის და დაწკაპუნების შესახებ ინფორმაციას - შესაბამისი პლატფორმის საშუალებით, კომუნიკაციის პროცესის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისათვის.
ამ პოლიტიკაზე დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ იგი და თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის მიზნით დამუშავებაზე.
პერსონალური მონაცემების დამუშვება ნებაყოფლობითია. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიხმოთ თქვენი თანხმობა და უარი თქვათ საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის მიზნით თქვენი მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე.
1. როგორ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის მიზნით
• ჩვენ ვიყენებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ელ. ფოსტას, რათა გამოგიგზავნოთ ინფორმაცია ჩვენი და ჩვენი ჯგუფის აფილირებული კომპანიების სპეციალური შეთავაზებების და სიახლეების შესახებ, მაგალითად, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების, საინფორმაციო ბიულეტენების და სპეციალური შეთავაზებების, რეკლამების, შეთავაზებებისა და აქციების და მესამე მხარეებთან თანამშრომლობის შესახებ („კომუნიკაცია“);
• თქვენ მიიღებთ ჩვენს კომუნიკაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამოიწერთ ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენს. თქვენ გაქვთ უფლება უკან გაიხმოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის გარეშე. თუ თქვენ უკან გაიხმობთ თანხმობას ჩვენგან ასეთი კომუნიკაციების მიღებაზე, ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ ყოველგვარ შემდგომ კომუნიკაციას, არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა ასეთი მოთხოვნის დაყენების დღიდან.
2. ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგ პირებს:
ა) ჩვენს აფილირებულ კომპანიებს, რომლებიც მოიცავს ჩვენთან აფილირებულ ან დაკავშირებულ სუბიექტებს, ნებისმიერ სუბიექტს და/ან პირს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება ჩვენს მიერ, იმყოფება საერთო კონტროლის ქვეშ ჩვენთან ერთად ან კონტროლდება ჩვენთან ერთად სხვა აფილირებული სუბიექტის მიერ საერთო ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით. მოცემული განმარტების მიზნებისთვის, „კონტროლი” გულისხმობს: პირდაპირ ან ირიბ უფლებამოსილებას მართოს და წარმართოს პირის საქმიანობა, საკუთრების, საკონტროლო პაკეტის ან ხმის უფლების საფუძველზე, სახელშეკრულებო თუ სხვაგვარი ურთიერთობებიდან გამომდინარე.
ჩვენი აფილირებული კომპანიებისთვის პერსონალურ მონაცემთა გაზიარება ხდება ჩვენი კომპანიათა ჯგუფის კორპორატიული მმართველობის სტრუქტურის ფარგლებში საერთო ბიზნეს მიზნებისთვის, რათა მოგაწოდოთ კომუნიკაცია.
ბ) ჩვენს დასაქმებულებს, რომლებსაც სჭირდებათ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და მათი დამუშავება კომუნიკაციის თქვენთვის მოსაწოდებლად და რომლებიც შეზღუდულნი არიან კონფიდენციალურობის ვალდებულებებით.
გ) მესამე პირებს, მათ შორის კონტრაქტორები, რომლებიც მოქმედებენ როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები, რათა ჩვენი სახელით ან/და ჩვენთვის შეაგროვონ და დაამუშავონ თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დაგვეხმარონ მოგაწოდოთ ეფექტური და ხარისხიანი სერვისები და ეფექტური კომუნიკაცია და რომლებიც შეზღუდულნი არიან კონფიდენციალურობის ვალდებულებისა და მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების გაზიარება იმ მესამე პირებთან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ოპერირებენ საზღვარგარეთ, ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
2. კომუნიკაციისთვის გამოყენებული პლატფორმები
ჩვენ ვიყენებთ Nexudus-ს, მესამე მხარის SaaS (Software as a Service) პლატფორმას, ჩვენი სერვისების ფუნქციონირებისა და მართვისთვის, მათ შორის, წევრობის მართვისთვის, დაჯავშნისთვის, ანგარიშსწორებისთვის და ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერების სიის შეგროვებისა და მართვისთვის. Nexudus მოქმედებს როგორც დამმუშავებაზე უფლებამოსილი პირი და ის ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ ჩვენი მითითებების შესაბამისად. Nexudus-ი დაფუძნებულია დიდი ბრიტანეთი გაერთიანებულ სამეფოში, შესაბამისად ამ პლატფორმის გამოყენება გულისხმობს პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემას. ასეთი გადაცემა ხორციელდება მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი დაცვის ზომების შესაბამისად.
გთხოვთ იხილოთ Nexudus-ის მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ((Nexudus Ltd, company number 09772435, registered office is at Office 4, 21 Knightsbridge, London SW1X 7LY, England.)
კომუნიკაციის თქვენთვის მოსაწოდებლად ჩვენ ვიყენებთ პლატფორმას Sendgrid ან/და Omnisend, რომლებსაც ვუზიარებთ ჩვენთვის მოწოდებულ თქვენს ელ. ფოსტის მისამართს კომუნიკაციის გამოგზავნის მიზნით. აღნიშნული პლატფორმების საშუალებით, ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას ელ. ფოსტის გახსნისა და დაწკაპუნების შესახებ, კომუნიკაციის პროცესის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისათვის.
აღნიშული პლატფორმების მიმწოდებელი კომპანიები წარმოადგენენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლატვიაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც, თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ მათი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად:
Omnisend privacy policy (Omnisend group companies: UAB Omnisend, Verkių g. 25C-1, LT-08223 Vilnius, Republic of Lithuania; Omnisend, LLC. Address – Unit A3, Gateway Tower, 32 Western Gateway, London, E16 1YL; Omnisend, Ltd. 1401 Sam Rittenberg Blvd Suite 2, Charleston, SC 29407, United States).
Sendgrid privacy policy (Twilio Inc. c/o Corporation Service Company, 251 Little Falls Drive, Wilmington, DE 19808).
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიისთვის მონაცემების გაზიარებით, თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება ასევე შენახულ იქნას შეერთებულ შტატებში მდებარე სერვერებზე. ამერიკის შეერთებული შტატები არ შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს შესაბამისი ნორმატიული აქტის მიხედვით. აქედან გამომდინარე, თქვენი პერსონალური მონაცემების საქართველოს იურისდიქციის გარეთ გადაცემით: (ა) ისინი დაექვემდებარება შესაბამისი ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებს, (ბ) აღნიშნული კანონების და რეგულაციების მიხედვით, შესაძლოა, ვერ ისარგებლოთ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული იგივე ან ექვივალენტური უფლებებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
გაცნობებთ, რომ ზემოდასახელებული კომპანიები შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებების საფუძველზე იღებენ პასუხისმგებლობას უზრუნველყონ მონაცემების დამუშავება ევროკავშირში მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, დაიცვან „პერსონალური ინფორმაციის“ კონფიდენციალურობა და დაამუშავონ იგი, მხოლოდ ჩვენი მითითებების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაცნობის და თქვენი პერსონალური მონაცემების საქართველოს იურისდიქციის გარეთ გადაცემის რისკების გაცნობიერების შემდეგ, ამ პოლიტიკაზე დათანხმებით, თქვენ ეთანხმებით კომუნიკაციის მიღების მიზნით თქვენი მონაცემების (მათ შორის, ელ. ფოსტის მისამართის) დასახელებული კომპანიებისთვის გაზიარებას და ამ კომპანიების მიერ მონაცემების დამუშავებას მათი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
4. თუ აღარ გსურთ ჩვენგან საინფორმაციო ბიულეტენების მიღება
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაიხმოთ თქვენი თანხმობა. თქვენი თანხმობის გახმობა ისეთივე მარტივია, როგორც თანხმობის მიცემა:
• თქვენთვის გაგზავნილ ყველა შეტყობინებას აქვს ინტეგრირებული გამოწერის გაუქმების მექანიზმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად თქვათ უარი ჩვენგან კომუნიკაციის მიღებაზე;
• გარდა ამისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ ამ პოლიტიკის მე-7 პუნქტში მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: საინფორმაციო ბიულეტების გამოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენ აღარ მიიღებთ ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენებს. თქვენი მოთხოვნა კომუნიკაციის შეწყვეტაზე დამუშავდება კანონით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 7 სამუშაო დღე).
5. პერსონალური მონაცემების შენახვა და უსაფრთხოება
ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვეპყრობით შესაბამისი გულმოდგინებით, კონფიდენციალურად და მიღებული გვაქვს ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომა, რათა დავიცვათ ეს ინფორმაცია უკანონო გამოყენების, დაკარგვის, ცვლილების, წაშლის, დამუშავებისგან ან სხვა არაავტორიზებული წვდომისა და ზემოქმედებისგან. პერსონალური მონაცემები. ეს ზომები გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვას დაცულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პირებისთვის, ჩვენი შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისად, რომლებიც სავალდებულოა ჩვენი პერსონალისთვის.
ჩვენ შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს საინფორმაციო ბიულეტენის გამოგზავნის მიზნებისთვის ჩვენი და/ან ჩვენი აფილირებული კომპანიების/ოპერაციების განმავლობაში, თუ თქვენ უფრო ადრე არ მოითხოვთ მისი დამუშავების შეწყვეტას.
ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ვალდებულება, მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღვრიცხოთ და შევინახოთ კომუნიკაციის განხორციელების ვადით და მისი შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ შემთხვევებში, თუ იარსებებს კომპანიის ლეგიტიმური ინტერესი თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვისთვის (მაგ. ჩვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში).
6. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ ჩვენ ან ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რათა ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული თქვენი უფლებებით. კერძოდ, თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ; მოითხოვოთ ასლები, ასევე, მათი გასწორება, განახლება, წაშლა/განადგურება ან დამუშავების შეწყვეტა, ასევე, მონაცემთა გადატანის უფლებით სარგებლობა წერილობითი მოთხოვნის გაგზავნით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: pd@dblock.com.
გთხოვთ, იხილოთ ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იმ უფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს გაქვთ.
7. ჩვენი რეკვიზიტები
ნებისმიერი კითხვის, საჩივრის, მოთხოვნის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენ დ-ბლოკი - შპს „აჭარა ჯგუფი“ (ს/ნ: 404676169; მის.: 14 კოსტავას ქ., თბილისი, საქართველო)
ან ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (შპს „პრაივასი ლოჯიქ გრუპ“, ს/ნ: 405222619) შემდეგ რეკვიზიტებზე: pd@dblock.com.
ან მიმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შემდეგ საკონტაქტო რეკვიზიტებზე: მის.: საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის N°7, 0105, office@pdps.ge ტელ.: 032 242 10 00)