პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

განახლების თარიღი: 07 მაისი, 2024წ.

მოცემულ ვებ-გვერდს მართავს შპს „აჭარა ჯგუფის სამუშაო სივრცეების კომპანია“

მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა განმარტავს იმ პერსონალურ მონაცემთა ტიპებს და მათი გამოყენების ფორმებს, რომელსაც შპს „აჭარა ჰოტელს“ აგროვებს თქვენგან და იმ უფლებებს, რომლებიც თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებით.

ტერმინთა განმარტებები:

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: შპს „აჭარა ჯგუფის სამუშაო სივრცეების კომპანია“ (ს/ნ: 404630538, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, კოსტავას ქუჩა, N14), იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს და რომელიც დამუშავებისთვის უფლებამოსილ პირთან ერთად ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;

დამუშავებისთვის უფლებამოსილი პირი: შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტი“ (ს/ნ: 404707171, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, კოსტავას ქუჩა, N14), იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის და მისი სახელით;

„დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი“ და „დამუშავებისთვის უფლებამოსილი პირი“ ერთობლივად წოდებულნი, როგორც „ჩვენ“ ან „ჩვენი“

პერსონალური მონაცემი ან პერსონალური ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენგან და რომელიც აიდენტიფიცირებს ან იდენტიფიცირებადს ხდის მონაცემთა სუბიექტს;

თქვენ: ჩვენი მომხმარებელი, რომელიც იძენს ან განზრახული აქვს / დაინტერესებულია შეიძინოს ჩვენი სერვისები და პროდუქტები.

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, შემდეგი არხებიდან / წყაროებიდან:

ა) ჩვენს ვებ-ვერდზე (შემდგომში „ვებ-გვერდი) თქვენი პირადი ანგარიშის / პროფილის დარეგისტრირებით;

ბ) თქვენი ელექტრონული ფოსტის მოწოდებითა და ჩვენი პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკაზე თანხმობის საფუძველზე, ჩვენი მარკეტინგული შეტყობინებების გამოწერის შემთხვევაში (მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ვახდენთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, გთხოვთ, გაეცნოთ მოცემულ ბმულზე განთავსებულ ჩვენი პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკას);

გ) მოცემულ ვებ-გვერდზე ჩვენი პროდუქტების / სერვისების შეძენით / შეძენის მოთხოვნის გამოგზავნით;

დ) ჩვენს რეგისტრატურაში ჩვენი პროდუქტების / სერვისების შეძენით;

ე) მოცემული ვებ-გვერდის საშუალებით თქვენი პირადი რეზიუმეს გამოგზავნით;

ვ) ჩვენს ობიექტებზე ხელმისაწვდომ ინტერნეტის ქსელზე დაკავშირებით;

ზ) ჩვენს საკომუნიკაციო ცენტრთან (ცხელ ხაზთან) დაკავშირებით;

თ) ჩვენს ობიექტებზე დამონტაჟებული ვიდეო-მონიტორინგის კამერებით, რომელიც განთავსებულია ჩვენს სივრცეებში ყველა შესაბამისი და ადეკვატური უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო მონიტორინგის ადგილები მონიშნულია შესაბამისი ნიშნით და ჩვენ ვიცავთსაქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოთხოვნასა და სტანდარტს, რომელიც ვრცელდება ასეთი ვიდეო-მონიტორინგის კამერების განთავსებასა და გამოყენებაზე.

(ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „აქტივობები“ ან „მონაცემთა შეგროვების წყაროები“, ხოლო ცალ-ცალკე, თითოეულ ქმედებასთან მიმართებით, როგორც „აქტივობა“ ან „მონაცემთა შეგროვების წყარო“)

შესაბამისად, თქვენ მიერ ზემოაღნიშნული „აქტივობებიდან“ ერთ-ერთის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ თქვენ გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და მასში ასახულ ნებისმიერ ცვლილებას.

მოცემულ „პოლიტიკასთან“ დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ამავე „პოლიტიკის“ მე-12 მუხლში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.

1. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენგან

იმის მიხედვით თუ რა სახის „აქტივობას“ ახორციელებთ, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის მონაცემები და მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე თანხმობით, თქვენ გვანიჭებთ უფლებას შევაგროვოთ და დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ქვემოთ, გთხოვთ, იხილოთ დეტალური სია, თუ რას ვაგროვებთ თქვენგან თითოეულ „აქტივობასთან“ დაკავშირებით, რომელსაც თქვენ ახორციელებთ:

ა) თუ თქვენ მხოლოდ სტუმრობთ „ვებ-გვერდს“, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: ტექნიკური მონაცემი (ე.წ. login data, browser type and version, time zone setting and location, browser plug-in types and versions, იმ მოწყობილობის საოპერაციო სისტემა, პლათფორმა და სხვა სახის ტექნოლოგია, რომელსაც იყენებთ მოცემულ „ვებ-გვერდზე“ წვდომის დროს) და „ვებ-გვერდის“ სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (თქვენ მიერ ვებ-გვერდის, ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია)

ბ) თუ თქვენ, როგორც ფიზიკური პირი ქმნით პირად ანგარიშს (პერსონალურ პორტალს) ჩვენს ვებ-გვერდზე (რაც აგრეთვე შესაძლებელია, თუ თქვენ იყენებთ ჩვენს სამუშაო სივრცეს თქვენი დამსაქმებლის მიერ ჩვენი პროდუქტების/სერვისების შეძენის შედეგად), გარდა ტექნიკური მონაცემების, თქვენ მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის ინფორმაციისა და მარკეტინგული და საკომუნიკაციო მონაცემებისა (რომელიც განმარტებულია მოცემული მუხლის “a” ქვეპუნქტში), ჩვენ თქვენ შესახებ აგრეთვე ვაგროვებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: თქვენს საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და სქესი), საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონი/მობილურის ნომერი) და თითოეულ მომხმარებელზე სპეციფიური/ინდივიდუალური სახის ინფორმაცია (თქვენი პირადი ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი, ვებ-გვერდზე თქვენ მიერ განხორციელებული შესყიდვები, თქვენი ინტერესები, პრეფერენციები, საქმიანობის სფერო, პროფესიული გამოცდილება, დასაქმების ტიპი და სოციალური მედიის ბმულები, თქვენი შეფასებები და თქვენი უკუკავშირი გამოკითხვებზე);

გ) „ვებ-გვერდზე“ ჩვენი პროდუქტების/სერვისების შეძენის შედეგად, წევრის სტატუსით რეგისტრაციის შემთხვევაში, გარდა ტექნიკური მონაცემების და თქვენ მიერ ვებ-გვერდის სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (რომელიც განმარტებულია მოცემული მუხლის “ა” ქვეპუნქტში) და საიდენტიფიკაციო მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციისა და თითოეულ მომხმარებელზე სპეციფიური/ინდივიდუალური სახის ინფორმაციისა (რომელიც განმარტებულია მოცემული მუხლი “ბ” ქვეპუნქტში), ჩვენ, თქვენ შესახებ ვაგროვებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას (თქვენ მიერ მოცემული „ვებ-გვერდის“ საშუალებით განხორციელებულ შესყიდვებთან, რეზერვაციებთან და გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია). ჩვენ არ ვაგროვებთ და არ ვამუშავებთ ინფორმაციას თქვენი საბანკო ანგარიშის ან საბანკო ბარათის შესახებ. ეს ინფორმაცია გროვდება და მუშავდება შესაბამისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ (აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ მოცემული „პოლიტიკის“ მეორე მუხლს);

დ) თუ თქვენ მოცემული „ვებ-გვერდის“ საშუალებით აგზავნით მოთხოვნას ჩვენს ობიექტებზე ხელმისაწვდომი შეხვედრის ოთახებისა და კვების სერვისის ჯავშანზე, ჩვენ, თქვენ შესახებ ვაგროვებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: ტექნიკური და „ვებ-გვერდის“ სარგებლობასთან დაკავშირებული მონაცემები (რომელიც განმარტებულია მოცემული მუხლის „ა“ ქვეპუნქტში), თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემები (გარდა თქვენი პირადი ნომრისა) და საკონტაქტო ინფორმაცია (რომელიც განმატებულია მოცემული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში), სპეციფიური / ინდივიდუალური სახის ინფორმაცია (მოთხოვნის ფორმაში მითითებული დამატებითი კომენტარები და პრეფერენციები) და დამატებით, ტრანზაქციებთან დაკავშირებული ინფორმაცია (თქვენ მიერ მოცემული „ვებ-გვერდის“ საშუალებით განხორციელებულ შესყიდვებთან, რეზერვაციებთან და გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია). ჩვენ არ ვაგროვებთ და არ ვამუშავებთ ინფორმაციას თქვენი საბანკო ანგარიშის ან საბანკო ბარათის შესახებ. ეს ინფორმაცია გროვდება და მუშავდება შესაბამისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ (აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ მოცემული „პოლიტიკის“ მეორე მუხლს);

ე) თუ თქვენ, მოცემული „ვებ-გვერდის“ გამოყენებით ჯავშნით ტურს ჩვენს სამუშაო სივრცეებში, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: ტექნიკური მონაცემები, თქვენ მიერ „ვებ-გვერდით“ სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (რომელიც განმარტებულია მოცემული მუხლის „ა“ ქვეპუნქტში და აგრეთვე, საიდენტიფიკაციო მონაცემები (თქვენი სახელი და გვარი), ჯავშნის შესახებ ინფორმაცია (ტურის თარიღი) და საკონტაქტო ინფორმაცია (თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის/მობილურის ნომერი).

ვ) თუ თქვენ წარმოადგენთ მოწვეულ სტუმარს, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: საიდენტიფიკაციო მონაცემები (თქვენი სახელი და გვარი) და საკონტაქტო ინფორმაცია (თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი);

ზ) თუ თქვენ გადიხართ სარეგისტრაციო პროცედურას ჩვენი სამუშაო სივრცეების მიმღებში „წევრის“ ან „კონტაქტის“ სტატუსით, გარდა მოცემული მუხლის “ბ” ქვეპუნქტში გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: თქვენი პასპორტი ან პირადობის მოწმობა, თქვენი იდენტიფიცირებისა და ჩვენს სამუშაო სივრცეებში უსაფრთხოების ყველა შესაბამისი და ადეკვატური სტანდარტისა და ზომების უზრუნველყოფის მიზნით;

თ) თუ თქვენ უკავშირდებით ჩვენს საკომუნიკაციო ცენტრს, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: საიდენტიფიკაციო მონაცემები (თქვენი სახელი და გვარი) და საკონტაქტო ინფორმაცია (თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის/მობილურის ნომერი);

ი) თუ თქვენ გვიგზავნით თქვენს პერსონალურ რეზიუმეს „ვებ-გვერდზე“ განთავსებული დასაქმების სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: საიდენტიფიკაციო მონაცემები (თქვენი სახელი და გვარი), სპეციფიური/ინდივიდუალური ინფორმაცია თითოეულ განმცხადებელზე (სხვა ნებისმიერი დამატებითი სახის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გაგვიზიაროთ სარეგისტრაციო ფორმაში და/ან თქვენი პერსონალური რეზიუმეს საშუალებით) და საკონტაქტო ინფორმაცია (თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის/მობილურის ნომერი).

კ) თუ თქვენ უკავშირდებით ჩვენს სამუშაო სივრცეებში ხელმისაწვდომ ინტერნეტ სერვისს, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: საიდენტიფიკაციო მონაცემები (თქვენი სახელი და გვარი) და ტექნიკური მონაცემები (რომელიც განმარტებულია მოცემული მუხლის “ა” ქვეპუნქტში);

ლ) თუ თქვენ ესწრებით ჩვენ მიერ ორგანიზებულ საზოგადოებრივ ღონისძიებებს, კონფერენციებს, შეხვედრებსა და სხვა ტიპის ღონისძიებებს, ჩვენ შესაძლოა გადავიღოთ ასეთი ღონისძიებების ფოტო/ვიდეო მასალა, რომელშიც შესაძლოა აგრეთვე მოხდეს თქვენი ასახვა და რომლებიც შესაძლოა გამოვაქვეყნოთ სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმასა და ჩვენს ვებ-გვერდზე, რასთან დაკავშირებითაც მოცემულ პოლიტიკაზე ხელმოწერით ადასტურებთ, რომ არ გაქვთ და არც სამომავლოდ გექნებათ აღნიშნულზე რაიმე სახის პრეტენზია ან მოთხოვნა;

მ) თუ თქვენ ჩვენს ობიექტზე / სივრცეებზე წვდომა გაქვთ ჩვენ მიერ გადმოცემული წვდომის ბარათის ან ვირტუალური გასაღების საშუალებით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი ჩვენს სივრცეებში / ობიექტებზე მოსვლისა და გასვლის ინფორმაციასა და დროს.

2. მესამე პირები, როგორც თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენი სახელით დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები

ჩვენ ვსარგებლობთ ჩვენი კონტრაქტორების მიერ შემოთავაზებული სერვისებით, როგორიც არის სამუშაო სივრცეების სამართავი პლათფორმა, კარის საკეტებისა და წვდომების სამართავი სისტემა, უსადენო ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, Cookie ფაილების სამართავი პლატფორმა და მარკეტინგული მომსახურების პროვაიდერი, რომლებიც პასუხისმგებლები და ვალდებულები არიან, რომ დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა“ კონფიდენციალურობა და დაამუშავონ იგი, მხოლოდ ჩვენი მითითებების შესაბამისად. ზემოაღნიშნული ნებისმიერი „აქტივობების“ განხორციელებით, ჩვენი კონტრაქტორები თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ აგროვებენ და ამუშავებენ, მხოლოდ იმ მიზნითა და ფარგლებით, რაც საჭიროა თქვენ მიერ ჩვენი „ვებ-გვერდის“ გამოყენებით შესაბამისი „აქტივობების“ განხორციელებისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მათ მიერ შეგროვებული „პერსონალური მონაცემები“ ამავდროულად გროვდება და მუშავდება მათი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და Cookie ფაილების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად. ამასთანავე, მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის გარდა, თქვენს „პერსონალურ ინფორმაციაზე“ აგრეთვე ვრცელდება ზემოაღნიშნული მესამე პირების მიერ შემუშავებული პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და Cookie ფაილების დამუშავების პოლიტიკა და ზემოაღნიშნული „აქტივობების“ განხორციელებით, თქვენ ეთანხმებით, რომ მესამე პირებმა მათ მიერ შემუშავებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად შეაგროვონ, შეინახონ და დაამუშავონ თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“. მესამე პირების, მათ მიერ შეგროვებული „პერსონალური მონაცემების“ კატეგორიების, მათ მიერ შემუშავებული პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების ფორმებისა და წესების შესახებ დამატებითი და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვმართოთ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-12 მუხლში მითითებულ ჩვენს საკონტაქტო რეკვიზიტებზე. ჩვენ შევეცდებით უმოკლეს ვადებში დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა.

3. როდის და როგორ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

პერსონალური ინფორმაცია შეიძლება მიღებულ იქნას შემდეგი წყაროებიდან / აქტივობებიდან:

ა) თქვენ მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის პირველ მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი „აქტივობების“ განხორციელების დროს, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს, ამავე მუხლით შემუშავებული დეტალური და დიფერენცირებული ჩამონათვალის შესაბამისად.

ბ) აგრეთვე, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია“ სხვა წყაროებიდანაც, როგორიც არის საერთო მარკეტინგული პარტნიორები, დაჯავშნის სისტემები, სოციალური მედია საშუალებები, აპლიკაციები და სხვა მესამე პირები. როდესაც სტუმრობთ ჩვენს „ვებ–გვერდს“ თქვენი პირადი სოციალური მედია ანგარიშიდან, ჩვენ აგრეთვე ვაგროვებთ თქვენს სოციალურ მედია ანგარიშზე არსებულ პერსონალურ ინფორმაციას.

4. ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპები

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა) ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ მხოლოდ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისა და საფუძვლების შესაბამისად და თქვენი პერსონალური მონაცემები არ მუშავდება სხვა ნებისმიერი სახით, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოცემულ მიზნებთან. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენ შესახებ შეგროვებული „პერსონალური მონაცემები“ დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც არის ადეკვატური, აუცილებელი და შეზღუდული მხოლოდ აღნიშნული მიზნებით;

ბ) ჩვენ ვინახავთ და ვამუშავებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ მხოლოდ იმ მოცულობითა და ვადით, რაც საჭიროა პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად;

გ) ჩვენ ვიცავთ თქვენ შესახებ შეგროვებულ ყველა საჯარო და არა საჯარო „პერსონალურ ინფორმაციას“, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის მაღალი სტანდარტების მკაცრი დაცვით;

დ) ჩვენ ვნერგავთ და ვინარჩუნებთ ყველა საჭირო შიდა ტექნიკურ და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომას თქვენი „პერსონალური მონაცემების“ კონფიდენციალურად და უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის მიზნით. რაც მოიცავს თქვენი პერსონალურ მონაცემების დაცულ ელექტრონულ ბაზებზე შენახვას, რომელზეც წვდომა აქვს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შეზღუდულ პირთა წრეს, ჩვენ მიერ შემუშავებული და დანერგილი შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისად, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა აღნიშნულ პირთათვის;

ე) ჩვენ მოვითხოვთ ნებისმიერი მესამე პირისგან, რომელიც გვაწვდის თავიანთ პროდუქტებს/მომსახურებას, რომ დაიცვან და პატივი სცენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობას;

ვ) ჩვენ მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს ვანიჭებთ უფლებას, რომ ჰქონდეთ წვდომა და დაამუშაონ თქვენი პერსონალური მონაცემები, მხოლოდ მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად. მათზე სრულად და შეუცვლელად ვრცელდება თქვენს „პერსონალურ მონაცემთა“ შენახვაზე, დამუშავებასა და გაუმჟღავნებლობაზე მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულებები.

5. პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მიზნები და საფუძვლები

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მხოლოდ შემდეგი მიზნებით გათვალისწინებული მოცულობით:

ა) ჩვენ ვამუშავებთ თქვენს „პერსონალურ ინფორმაციას“ თქვენთვის მოცემულ „ვებ-გვერდზე“ ხელმისაწვდომი პროდუქტების/სერვისებისა და საწევრო პაკეტების მოსაწოდებლად;

ბ) მოცემული ვებ-გვერდის საშუალებით ჯავშნებისა და რეზერვაციების უზრუნველსაყოფად;

გ) თქვენთვის ინტერნეტ კავშირის მოსაწოდებლად;

დ) ჩვენს პროდუქტებთან და სერვისებთან მიმართებით თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად;

ე) ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების თქვენს მოთხოვნილებებზე მოსარგებად;

ვ) ჩვენს სივრცეებში / ობიექტებზე ვიზიტის დროს თქვენთვის ყველა შესაბამისი და ადეკვატური უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად;

ზ) ჩვენი ლეგიტიმური და კანონიერი ინტერესების დასაცავად, ჩვენსა და მომხმარებელს შორის მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან ან ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით და მათგან გამომდინარე დავის არსებობის შემთხვევაში.

6. პერსონალურ მონაცემთა გაზიარება / გადაცემა

ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგ პირებს:

ა) ჩვენს აფილირებულ კომპანიებს, რომლებიც მოიცავს ჩვენთან აფილირებულ ან დაკავშირებულ სუბიექტებს, ნებისმიერ სუბიექტს და/ან პირს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება ჩვენ მიერ, იმყოფება საერთო კონტროლის ქვეშ ჩვენთან ერთად ან კონტროლდება ჩვენთან ერთად სხვა აფილირებული სუბიექტის მიერ საერთო ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით.

მოცემული განმარტების მიზნებისთვის, „კონტროლი” გულისხმობს: პირდაპირ ან ირიბ უფლებამოსილებას მართოს და წარმართოს პირის საქმიანობა, საკუთრების, საკონტროლო პაკეტის ან ხმის უფლების საფუძველზე, სახელშეკრულებო თუ სხვაგვარი ურთიერთობებიდან გამომდინარე. ჩვენი აფილირებული კომპანიებისთვის პერსონალურ მონაცემთა გაზიარება ხდება ჩვენი კომპანიათა ჯგუფის კორპორატიული მმართველობის სტრუქტურის ფარგლებში საერთო ლეგიტიმური, ფინანსური, იურიდიული და კორპორატიული მიზნებისთვის. ჩვენ მხოლოდ ისეთ აფილირებულ პირებს ვუზიარებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ ჩვენი ჯგუფიდან, რომელთაც სჭირდებათ თქვენი მონაცემების დამუშავება ამავე მუხლში მითითებული მიზნებისთვის და რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, შენახვას და გაუმჟღავნებლობას იცავენ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული კონფიდენციალობის იგივე სტანდარტებით.

ბ) ჩვენს დასაქმებულებს, რომლებსაც სჭირდებათ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და მათი დამუშავება მხოლოდ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის. მათზე უცვლელად ვრცელდება თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე, უსაფრთხოდ შენახვასა და გაუმჟღავნებლობაზე მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული კონფიდენციალობის ვალდებულებები;

გ) მესამე პირებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ჩვენი სახელით მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-2 მუხლის შესაბამისად და ამავე მუხლით გათვალისწინებული მიზნით. მონაცემთა გაზიარება (მონაცემთა გადაცემა) ისეთ მესამე პირებზე, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან და ოპერირებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხორციელდება მონაცემთა საერთაშორისო გადაცემაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

დ) ჩვენს სხვა წევრებს, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ წვდომა თქვენს საიდენტიფიკაციო (სახელი და გვარი) და საკონტაქტო მონაცემებთან, როდესაც თქვენი პირადი პროფილი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი მოცემულ „ვებ-გვერდზე“, რა დროსაც შესაძლებელია წევრებმა ვირტუალურად გაიცნონ და დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები ასეთი წევრების მიერ თქვენი მონაცემების შეგროვებაზე, დამუშავებაზე, გამჟღავნებაზე, თქვენთვის დაბრუნებაზე, შეცვლასა თუ წაშლაზე და/ან მათ მიერ შეგროვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომასთან, მათ დაბრუნებასთან, შეცვლასთან და/ან წაშლასთან დაკავშირებით თქვენი შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ე) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. COOKIE ფაილები

ვებ-გვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს, რათა გააანალიზოს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარება. ეს ინფორმაცია გვეხმარება ჩვენი სერვისებისა და ვებ-გვერდის განახლებასა და განვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ, თქვენს „პერსონალურ ინფორმაციას“ აგრეთვე ვამუშავებთ მოცემული Cookie ფაილების საშუალებითაც, რომელსაც დეტალურად შეძლებთ გაეცნოთ მოცემულ „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის“ ქვემოთ მითითებულ Cookie პოლიტიკაში.

8. პროფაილინგი (პერსონალურ მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავება)

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ ავტომატიზებული საშუალებით, რათა გამოვავლინოთ თქვენი პრეფერენციები, რომლებიც გვეხმარება ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებასა და დახვეწაში. მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე თანხმობით, თქვენ აგრეთვე აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ თქვენი „პერსონალური მონაცემები“ დავამუშავოთ პროფაილინგის მიზნებისთვის. პროფაილინგი ემსახურება თქვენი მოთხოვნების, სურვილებისა და პრეფერენციების ანალიზის მიზანს, რომ თქვენი ვიზიტი ჩვენს სამუშაო სივრცეებში გავხადოთ უფრო კომფორტული და სასიამოვნო და რომ შემოგთავაზოთ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული და შექმნილი გამოცდილება. უფრო კონკრეტულად, პროფაილინგის მიზნებისთვის, ჩვენ თქვენ შესახებ ვაანალიზებთ შემდეგი სახით ინფორმაციას:

ა) შეძენილი საწევრო პაკეტების, პროდუქტების / სერვისების ან ჩვენი შეხვედრების ოთახების / საკონფერენციო სივრცეების ჯავშნის მოთხოვნის (მათ შორის გამოყენებული ან გაუქმებული მოთხოვნების / ჯავშნების) რაოდენობა, რომელიც კატეგორიზდება დღის ჭრილში საათების, კვირის ჭრილში დღეებისა და საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების სეზონურობისა და აგრეთვე, მათ შეძენაზე / დაჯავშნაზე დაინტერესებული პირის იურიდიული სტატუსის (ფიზიკური და იურიდიული პირი) მიხედვით;

ბ) განხორციელებული შენაძენები / გამოგზავნილი მოთხოვნები;

გ) გახარჯული თანხა;

დ) შენაძენების / ჯავშნების სეზონურობა;

ე) საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და სერვისების განახლების / გადაგრძელების რაოდენობა, სიხშირე და სეზონურობა;

ვ) შეძენის / დაჯავშნის / მოთხოვნის გამოგზავნის საშუალება / არხი;

ზ) არჩეული გადახდის მეთოდი;

თ) ჩვენს ობიექტებზე / სივრცეებზე წვდომის უახლესი ინფორმაცია და სიხშირე, რომელიც კატეგორიზდება დღის ჭრილში საათების, კვირის ჭრილში დღეებისა და საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების სეზონურობისა და აგრეთვე, მათ შეძენაზე / დაჯავშნაზე დაინტერესებული პირის იურიდიული სტატუსის (ფიზიკური და იურიდიული პირი) მიხედვით;

ი) მომხმარებლის იურიდიული სტატუსი (ფიზიკური და იურიდიული პირები);

კ) შენაძენების, მოთხოვნებისა და ჯავშნების სიხშირე;

ლ) შენაძენებს, მოთხოვნებსა და ჯავშნებს შორის წყვეტა.

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროფაილინგის მიზნებისთვის შეგროვებული და მის შედეგად მიღებული მონაცემების წაშლა ან განადგურება და გამოიხმოთ თანხმობა პროფაილინგის მიზნებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომელსაც ჩვენ დავაკმაყოფილებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ 10 სამუშაო დღის ვადაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ გამოიხმობთ თანხმობას პროფაილინგის მიზნებისთვის ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან მოითხოვთ მის შეწყვეტას, ჩვენ შესაძლოა ვეღარ შევძლოთ ან შეზღუდულად შევძლოთ თქვენთვის გაუმჯობესებული ან თქვენს მოთხოვნებზე, პრეფერენციებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების / პროდუქტების შემოთავაზება.

ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას უარი ვთქვათ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თუ ეს დასაბუთებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით ან თუ ასეთი მონაცემის შენახვა აუცილებელია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.

თქვენ გამოგეგზავნებათ შესაბამისი წერილობითი დასაბუთება ჩვენ მიერ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებთან დაკავშირებით და ინფორმაცია, ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების გზებთან დაკავშირებით.

9. პერსონალურ მონაცემთა შენახვა და უსაფრთხოება

ჩვენ, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვეპყრობით შესაბამისი გულმოდგინებით, კონფიდენციალურად და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვიღებთ და ვნერგავთ ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომას, თქვენი პერსონალური ინფორმაციის უკანონო გამოყენების, დაკარგვის, შეცვლის, წაშლის, დამუშავების და/ან თქვენს პერსონალურ მონაცემებზე არაავტორიზებული, არანებადართული წვდომისა და ზემოქმედებისგან დასაცავად. აღნიშნულ ზომებს ვიღებთ და ვნერგავთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

ჩვენ ვამუშავებთ და ვინახავთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ იმ მოცულობითა და ვადით, რაც საჭიროა მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად. თუ დამუშავების არც მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით და არც კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზანი აღარ არსებობს, ჩვენ რუტინული წესით წავშლით თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ ან შევინახავთ მათ არაიდენტიფიცირებადი და დეპერსონალიზებული ფორმით, ხოლო ვახდენთ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემთა მინიმიზაციას მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა დარჩენილი აქტიური და ვალიდური მიზნების მისაღწევად.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-6 პუნქტში განსაზღვრულმა მესამე პირებმა განუხრელად დაიცვან წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესები და პირობები.

10. თქვენი უფლებები და ვალდებულებები

მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიხედვით, თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ჩვენი მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯის დაკისრების გარეშე, მიმართოთ შემდეგ უფლებებს:

ა) მიიღოთ ინფორმაცია თუ რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ და რომელი საფუძვლებისა და პრინციპების დაცვით;

ბ) მიიღოთ ინფორმაცია ყველა იმ წყაროზე საიდანაც ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს;

გ) მიიღოთ ინფორმაცია თქვენს პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადებზე. ხოლო, თუ კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული, შესაბამისი კრიტერიუმის შესახებ, რომელიც ადგენს ასეთ ვადას;

დ) მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებსა და ლეგიტიმურ მიზნებზე. აგრეთვე, თუ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემას, ასეთი გადაცემის ეტაპზე ჩვენ მიერ შემუშავებულ და დანერგილ მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებზე;

ე) მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების მიმღებ პირებზე და მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემის საფუძვლებსა და მიზნებზე;

ვ) მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ინდივიდუალური დამუშავების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის პროფაილინგზე და იმ ლოგიკაზე, რომელსაც ვიყენებთ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. აგრეთვე, მიიღოთ ინფორმაცია მის გავლენაზე მონაცემთა დამუშავების პროცესში და ასეთი დამუშავების შედეგად მისაღებ სავარაუდო შედეგებზე;

ზ) მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა;

თ) გამოიხმოთ თქვენი თანხმობა ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, და/ან

ი) მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით და/ან კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.

თქვენ, აგრეთვე უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან განადგურება ან ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ჩვენ თქვენს მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი 10 სამუშაო დღის ვადაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ თქვენს მოთხოვნაზე თუ აღნიშნული ეწინააღმდეგება ჩვენს ლეგიტიმურ და კანონიერ ინტერესებს, საჯარო ინტერესს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს ან დადგენილ მოთხოვნებს. თქვენს მოთხოვნაზე ჩვენი უარი წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დასაბუთებითა და ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების გზების მითითებით.

გთხოვთ, აგრეთვე გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი იმ პერსონალური მონაცემების წაშლას ან განადგურებას, რომელიც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად, ჩვენ ვეღარ შევძლებთ თქვენთვის მომსახურების გაწევას.

თუ სურვილი გაქვთ თქვენს პერსონალურ მონაცემთან მიმართებით მოგვმართოთ ზემოაღნიშნული ნებისმიერი მოთხოვნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-12 მუხლში მითითებულ ჩვენს საკონტაქტო რეკვიზიტებზე.

გთხოვთ, დამატებით გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენი მოთხოვნების განხილვასა და დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემთა მიმართებითა და ფარგლებში, რომლებიც განთავსებულია და ინახება ჩვენს მონაცემთა სერვერებზე. თუ გსურთ გქონდეთ წვდომა მესამე პირების მიერ შეგროვებულ და დამუშავებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და გსურთ, რომ ასეთმა პირებმა დაგიბრუნონ, შეცვალონ, დაამატონ ან წაშალონ თქვენი „პერსონალური მონაცემები“, გთხოვთ, მოგვმართოთ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-12 მუხლში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.

თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ჩვენთვის ან მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოგვეშვას ჩვენთვის არაზუსტი, მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მოგვაწოდოთ მხოლოდ თქვენი პირადი პერსონალური მონაცემი და არ გაქვთ უფლება მოგვაწოდოთ სხვა მესამე პირების შესახებ ინფორმაცია. თუ თქვენ მოგვაწოდებთ სხვა მესამე პირების პერსონალურ მონაცემებს, იგულისხმება, რომ თქვენ ასეთი მონაცემები მოპოვებული გაქვთ შესაბამისი უფლებამოსილებისა და კანონმდებლობის დაცვით და თქვენ მას გვაწოდებთ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

გთხოვთ, აგრეთვე გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შესაძლოა შევინახოთ და დავამუშავოთ თქვენ შესახებ გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაცია, თქვენ მიერ ინიცირებული ტრანზაქციების დასრულების მიზნით, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ასეთი „პერსონალური ინფორმაციის“ დაბრუნებამდე ან წაშლამდე.

11. მარეგულირებელი სამართალი

მოცემული „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა“ განიმარტება და რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12. ჩვენი რეკვიზიტები

ნებისმიერი კითხვის, საჩივრის, მოთხოვნის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე:

კომპანიის რეკვიზიტები:

შპს „აჭარა ჯგუფის სამუშაო სივრცეების კომპანია“ (ს/ნ: 404630538)

იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩა კოსტავა, N14

ელექტრონული ფოსტის მისამართი: pd@dblock.com

COOKIE პოლიტიკა

რა არის Cookie ფაილი?

Cookie წარმოადგენს პატარა ფაილს, რომელიც ინახება თქვენს პერსონალურ კომპიუტერში, ტაბლეტში, მობილურ ტელეფონში ან სხვა სახის მოწყობილობაში. ინფორმაცია, რომელიც ინახება Cookie ფაილებში არ არის საზიანო თქვენი მოწყობილობისთვის. Cookie ფაილები გამოიყენება ჩვენი ვებ-გვერდის და ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. Cookie ფაილები ინახავს თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე ნავიგაციასთან დაკავშრებულ ინფორმაციას.

რომელ Cookie ფაილებს ვიყენებთ?

სოციალური მედიის Cookie ფაილები: გამოიყენება სოციალურ მედიაში გვერდებისა და სხვადასხვა ინფორმაციის გასაზიარებლად. ასეთი Cookie ფაილების გამოყენება შესაძლებელია სარეკლამო/მარკეტინგული მიზნებისთვისაც. Cookie ფაილების მოცემული სახეობა აგროვებს ინფორმაციას ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლების სქესის, ასაკის, პრეფერენციებისა და ინტერესების შესახებ.

ვებ-გვერდის Cookie ფიალები: Cookie ფაილების მოცემული სახეობა აუცილებელია მოცემული ვებ-გვერდის ფუნქციონირებისათვის. მოცემული Cookie ფაილები გეხმარებათ ჩვენს ვებ-გვერდზე ნავიგაციაში და ისინი არ აიდენტიფიცირებენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

მიზნობრივი და მარკეტინგული Cookie ფაილები: უზრუნველყოფს თქვენს ინტერესებზე მორგებული ინფორმაციის მოწოდებას. აღნიშნული Cookie ფაილები გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ან ზღუდავს თქვენთვის მარკეტინგული ინფორმაციის მოწოდების სიხშირეს. აღნიშნული Cookie ფაილები აგრეთვე გვეხმარება შემუშავებული მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის გაზომვაში. მოცემული Cookie ფაილების უმეტესობა აგროვებს ინფორმაციას პირის მოწყობილობის ID და IP მისამართებზე და შესაბამისად, შესაძლოა შეაგროვოს და დაამუშავოს ასეთი პირის პერსონალური მონაცემები.

ანალიტიკური Cookie ფაილები: გამოიყენება თქვენ მიერ მოცემული ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიტიკის მიზნებისთვის. მაგალითად, აგენერირებს ინფორმაციას ვებ-გვერდზე განთავსებულ იმ გვერდების შესახებ, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობს მომხმარებელი. მოცემული Cookie ფაილები არ ამუშავებს პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას. ყველა მონაცემი, რომელსაც მოცემული Cookie ფაილი აგროვებს და ამუშავებს არის ანონიმური და არის მხოლოდ სტატისტიკური ღირებულების მქონე. ანალიტიკური Cookie ფაილებით ვიღებთ ინფორმაციას თუ ვებ-გვერდის რომელი გვერდები არის შედარებით საინტერესო და გავრცელებული ვებ-გვერდის მომხმარებლებში, ვებ-გვერდზე განთავსებული რომელი მარკეტინგული ინფორმაცია/რეკლამა არის უფრო ეფექტური და ა.შ.

ჩვენ არ ვინახავთ თქვენი მისამართის, პაროლების, საკრედიტო და სადებეტო საბანკო ბარათების და სხვა ნებისმიერი პირადი ინფორმაციის შესახებ მონაცემებს Cookie ფაილებში.

GOOGLE ანალიტიკა/FACEBOOK PIXEL

ჩვენ ვიყენებთ Google ანალიტიკის, Facebook Pixel და Microsoft Clarity სერვისებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სტატისტიკური მონაცემები ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორების შესახებ (ძიების შინაარსი, ვებგვერდის გარკვეული გვერდი, რომელსაც ისინი სტუმრობენ და ა.შ.). ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, ვებ-გვერდზე შემომსვლელი პირის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ვებ-გვერდზე მისი ვიზიტის ხანგრძლივობისა და ვებ-გვერდზე ვიზიტის დროს გამოყენებული მოწყობილობის შესახებ. ჩვენ ასევე ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორების ასაკის, სქესის, ინტერესების, გამოყენებული მოწყობილობის ენის და ვებ-გვერდზე ვიზიტორების ქცევის შესახებ (ვებ-გვერდზე ჩართულობა, ინტერაქცია და ვებ-გვერდზე ვიზიტების სიხშირე). აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის, რაც არ გვაძლევს საშუალებას დავაიდენტიფიციროთ ვებ-გვერდის ვიზიტორი, თუ ასეთი პირი არ განახორციელებს მოცემულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“ გათვალისწინებულ აქტივობებს.

ვინ იყენებს Cookie ფაილებს?

ჩვენ ვართ Cookie ფაილების და მათში შენახული ინფორმაციის ძირითადი მომხმარებლები. ჩვენ შესაძლოა პერიოდულად გადავცეთ ეს ინფორმაცია ჩვენს კონტრაქტორებს. ასეთი გადაცემის მიზანია თქვენ მიერ მოცემულ ვებ-გვერდზე წვდომის სტატისტიკის მოპოვება და ვებ-გვერდით სარგებლობის დროს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესება.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE