დღესდღეობით პრესტიჟული კომპანიების უმეტესობამ ძველი მიდგომები შეცვალა. დღეს ისინი მეტად დაინტერესებული არიან დასაქმებულების კეთილდღეობით. ეს მათი მხრიდან მხოლოდ კეთილი ნების გამოხატულება არაა. თანამედროვე დამსაქმებლებს კარგად ესმით, რომ სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს პროდუქტიულობაზე. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი და კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცის შესაქმნელად დიზაინის მოწყობაში უზარმაზარ ძალისხმევას დებენ.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, როგორ ზემოქმედებს სამუშაო გარემოს დიზაინი ჩვენს განწყობაზე. გაეცნობით თბილი და ცივი ფერების, ერგონომიული ავეჯის, ღია და დახურული სივრცის გავლენას სამსახურებრივ ყოველდღიურობაზე.
ფერები სამუშაო სივრცის ინტერიერში
როცა საქმე ოფისის დიზაინს ეხება, ფერებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათი გავლენა დიდია ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და ქცევაზეც კი. ამიტომაც, არჩევანი, თუ რომელ ფერს მივანიჭებთ უპირატესობას თბილ და ცივ ტონებს შორის, პირდაპირ აისახება სამსახურებრივ გარემოზეც.
მასტიმულირებელი თბილი ფერები
თბილი ტონები, როგორებიცაა კვასკვასა წითელი და მზისფერი ყვითელი, სამუშაო სივრცეს აცოცხლებენ. ეს მასტიმულირებელი ფერებია. მაგალითად, წითელი ფერი, როგორც წესი, გულისცემის აჩქარებას იწვევს და გვაფხიზლებს. ამიტომ, მოწითალო ტონების გამოყენება სასურველია ისეთ გარემოში, სადაც კრეატიულობასა და აქტიურ ჩართულობას ანიჭებენ უპირატესობას. ყვითელი კი პოზიტივთან და ოპტიმიზმთან ასოცირდება. გარემო, სადაც ყვითელი ჭარბობს, აქ მყოფებს კომუნიკაციასა და ინოვაციურობისკენ უბიძგებს.
ცივი ტონები სიმყუდროვისთვის
ამის საპირისპიროდ, ცივი ტონები, ლურჯი და მწვანე პალიტრა, მყუდრო გარემოს გვიქმნის და კონცენტრირებაში გვეხმარება. ლურჯი ფერი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით. მწვანე კი ბუნებასთან ასოცირდება და წონასწორობის შენარჩუნებაში გვეხმარება. თუკი საქმის შესასრულებლად ყურადღების მოკრებაა საჭირო, ცივი ფერების დახმარებით პროდუქტიული და ჰარმონიული სამუშაო სივრცის შექმნას შეძლებთ.
ერგონომიული ავეჯი
ერგონომიკა სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის ადამიანს, მისი სამუშაო იარაღების, შრომის პირობებისა და პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით. დარგის მიზანია შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც ზედმიწევნით ითვალისწინებს ადამიანის უნარ-ჩვევებსა და მისი სხეულის განსაზღვრულობას. დასაქმებულებისთვის კომფორტისთვის ამ ფაქტორების სათვალავში მიღება საჭირო და აუცილებელიც კია.
ერგონომიული ავეჯი დისკომფორტს მინიმუმამდე ამცირებს და ხერხემლის პრობლემებს გიხსნით. ერგონომიული სკამები, მაგიდები და აქსესუარები გამართულ ჯდომაში გვეხმარება, რაც წელისა და ზურგის ტკივილებს ხსნის.
საერთო სამუშაო სივრცე და ინდივიდუალური ოფისები
ის, თუ როგორ არის ოფისში სივრცე გადანაწილებული, დიდად ზემოქმედებს სამსახურებრივ ყოველდღიურობაზე. როცა თანამშრომლები ერთ სივრცეს იზიარებენ, მათ შორის ინტერაქცია მეტია. მეორე მხრივ, ასეთ დროს გამოწვევაა ხმაური და ქაოსი, რამაც ბევრს კონცენტრაციაში შეიძლება შეუშალოს ხელი.
ინდივიდუალური ოფისები ან სამუშაო მაგიდები ამ მხრივ ყოველგვარ ხელის შემშლელ ფაქტორს თავიდან აგარიდებთ. შეგიძლიათ, მობილიზდეთ და მშვიდად მიჰყვეთ საქმეს. თუმცა, ასეთ დროს ნაკლებია კოლეგებს შორის კომუნიკაცია. ამიტომ, საჭიროა ამ ორს შორის ერთგვარი ბალანსის პოვნა, რომელიც საქმიდან გამომდინარე, იდეალურ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.
ბუნებრივი ელემენტები ოფისის ინტერიერში
დღესდღეობით საოფისე სივრცეში საკმაოდ ხშირად შეხვდებით ბუნებრივ ელემენტებს. მათ მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა არ აქვთ. ამ დეტალებით ბუნებასთან სიახლოვის განცდა იქმნება, რაც პროდუქტიულ გარემოს ქმნის, კრეატივს აღვიძებს, სტრესს ამცირებს და შესაბამისად, სამსახურით კმაყოფილების ხარისხსაც ზრდის.
საერთო სამუშაო სივრცის დიზაინი
შეამჩნევდით, რომ ბოლო პერიოდში თვითდასაქმებულებს, განსაკუთრებით კი, ფრილანსერებს შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთო სამუშაო სივრცე. თუკი თბილისში სამუშაო სივრცეს ეძებთ, ალბათ გაინტერესებთ, როგორი გარემო დაგხვდებათ იქ. არის, თუ არა გათვალისწინებული ყველა ის დეტალი, რომელზეც ჩვენს ბლოგში ვისაუბრეთ, როგორ არის სივრცე მოწყობილი? ამ კითხვებს რომ პასუხები გავცეთ, მოდით, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცის, D Block - ის ინტერიერს გადავხედოთ.
D Block-ის ინტერიერის დიზაინი
D Block-ი საერთო სამუშაო სივრცეა, რომელიც სასტუმრო სტამბაში მდებარეობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი დიზაინი საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა იყოს საერთო სამუშაო სივრცე მოწყობილი. თბილი და ცივი ტონების ბალანსი, ერგონომიული ავეჯი, ხმის დამხშობი სისტემა, ღია სივრცე და ინდივიდუალური, კომფორტული მაგიდები, სწორად შერჩეული განათება - ეს ის დეტალებია, რომელსაც D Block-ი აქ დასაქმებულებს სთავაზობს.
ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ არამარტო კომფორტული სამუშაო სივრცე, არამედ შევქმნათ ეკოსისტემა, რომელიც აქ დასაქმებულებს წინსვლაში, თვითგანვითარებასა და კარიერულ ზრდაში დაეხმარება. ჩვენი საერთო სამუშაო სივრცე თავისი ყველა დეტალით აქ მყოფებს საქმის ხარისხიანად შესრულებაში ეხმარება. ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც სტამბას გამოარჩევს, დიდი, მწვანე ეზო. D Block-ში სუფთა ჰაერზე მუშაობაც არის შესაძლებელი.
იმისთვის, რომ უკეთ გაეცნოთ D Block-ის საერთო სამუშაო სივრცესა და მის ინტერიერს, გირჩევთ, წაიკითხოთ ჩვენი წინა ბლოგი - D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე: თანამედროვე ადამიანის დაბრუნება ცხოვრების ნომადურ სტილთან.
შეჯამება
როგორც ხედავთ, ოფისის დიზაინი, ფერები, სივრცის გადანაწილება ჩვენს სამსახურებრივ ყოველდღიურობაში დიდ როლს თამაშობს. თბილი ტონები ენერგიით გვავსებს. მაშინ, როცა ცივი ფერები კონცენტრაციაში გვეხმარება და კრეატიულობისკენ გვიბიძგებს. ერგონომიული ავეჯი კომფორტს გვიქმნის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო. რაც შეეხება სივრცის გადანაწილებას, ღია და დახურული სივრცეები თანამშრომლებთან კომუნიკაციისა და განმარტოების შესაძლებლობას იძლევა. დიზაინის შერჩევისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, სასურველია, ოფისში ბუნებასთან სიახლოვის განცდა შევინარჩუნოთ.
D Block-ის ინტერიერში ყველა ეს დეტალი გათვალისწინებულია. მისი სამუშაო გარემო ინოვაციურობისკენ, თანამშრომლობისკენ გვიბიძგებს და ერთგვარი შთაგონების წყაროა.