D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე: თანამედროვე ადამიანის დაბრუნება ცხოვრების ნომადურ სტილთან

GroundFloor_BlogCover

ყველას ჩვენთვის საყვარელი ადგილი გვაქვს, სადაც ვფიქრობთ, ვწერთ, ვსწავლობთ, ვკითხულობთ, ვითვლით, ვხაზავთ, ვხატავთ, აღვასრულებთ პროექტებს, ვრეკავთ, ვხვდებით პარტნიორებს და თანამშრომლებს, შუალედებში კი ვისვენებთ, საინტერესო ადამიანებს ვიცნობთ, მათ ვესაუბრებით და კიდევ უფრო საინტერესო, ახალ იდეებს ვაგენერირებთ. 

დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ ე.წ. „ოფისთან“ იყო დაკავშირებული, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი შეიცვალა… Შეიცვალა ჩვენი ჩვეული რეჟიმი, სამუშაო ადგილის აღქმა, ჩაცმულობაც კი. აღარ ვაყენებთ ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ სამუშაოს შესრულებისთვის არ არის საჭირო რომელიმე ერთი კომპანიის თანამშრომელი და კონკრეტული მისამართის ბინადარი ვიყოთ. Ზღვიდან, მთიდან, სხვა ქვეყნიდან შეხვედრაზე ჩართვა აღარ არის აღქმული, როგორც შვებულება ან მივლინება, არც სამზარეულოში გაწერილი გეგმა და კაფეში შექმნილი კონცეფცია არის გასაკვირი. Პირიქით! Სამყაროს ცვლილებასთან ერთად შეიცვალა ყველაფერი, რაც სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ნორმა იყო. 

___

C Base-ზე თუ არაფერი გსმენიათ, მოგიყვებით. ეს იყო პირველი საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც ბერლინში 1995 წელს შეიქმნა და აერთიანებდა ე.წ. Computer Enthusiast-ებს. აქ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, არამარტო ინდივიდუალური პროექტები შეექმნათ, არამედ გაეზიარებინათ თანამოაზრეებისთვის ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაგროვებული ჰქონდათ. გერმანული წარმატების შემდეგ ეს სივრცეები ამერიკაშიც გამოჩნდა. 

1997-ში ცუგიო მაკიმოტომ და დევიდ მენერსმა გამოსცეს წიგნი სახელად Digital Nomad, სადაც აქტიურად მსჯელობდნენ იმაზე, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, დაბრუნებოდნენ ნომადურ ცხოვრების წესს, რაც თავის თავში იმას გულისხმობდა, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ექნებოდა შესაძლებლობა, მოგზაურობის სურვილი და მუშაობა შეეთავსებინა და იქედან ემუშავა, საიდანაც მოესურვებოდა. 

საინტერესო ბიზნეს მოდელის აღმოჩენამ შექმნა ტენდენცია, რომელმაც შვედეთში და ავსტრიაში იპოვა განვითარება, ხოლო 2007-ში ახალ ტერმინად — coworking space ჩამოყალიბდა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქტიურად იყენებდნენ google-ის საძიებო სისტემაში. 

2015-ში coworking-ი travelling-თან გახდა ასოცირებული, რადგან ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს შთაგონების წყაროს ძიება (და, სხვათაშორის, პოვნაც) უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროს, სადაც მათზე მორგებულ სამუშაო სივრცეებს ეძებდნენ. 

2017-ში კი მსოფლიოს მასშტაბით 1.2 მილიონი ადამიანი უკვე მუშაობდა საერთო სამუშაო სივრცეებში ჩვეული ოფისების ნაცვლად. 

____

Სხვათაშორის, Საერთო სამუშაო სივრცეებში შეიქმნა ისეთი ბრენდები, როგორებიც არის: Spotify, Uber, Indiegogo და Instagram-იც კი. 

_____

Საერთო სამუშაო სივრცეების კულტურა იმდენად დინამიკური და ამავდროულად საინტერესოა, რომ დღევანდელობაში მსგავსი ადგილების განვითარებას ისეთმა სტუმარმასპინძლობის ბრენდებმაც დაიწყეს, როგორებიცაა Soho House, Next Story Group, Sheraton, Wyndham და აშ.. 

Საინტერესოა, რომ ბიზნეს-მოდელის ადაპტაცია ე.წ. Members Club პრინციპითაც მოხდა, სადაც სივრცეზე წვდომა მხოლოდ დახურული „კლუბის“ წევრებს, რეგისტრაციის შემდეგ აქვთ, მაგ.: NeueHouse, SaksWorks, Spaces Hudson Yards და ა.შ..

ასევე, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საერთო სამუშაო სივრცეები მეტად ასიცორებული იყო ტექსა და სტარტაპებთან. ესეც შეიცვალა და დღეს სივრცეების უმეტესობა აქცენტს იმ საუკეთესო მიქსზე აკეთებს, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანი ერთ ტერიტორიას ინაწილებს; ეს კი თავისთავად ხელს უწყობს ახალი ინტერაქციების, ურთიერთობებისა და შთაგონების წყაროების გაჩენას. 

___

რა ქმნის საერთო სამუშაო სივრცეს? 

  • მდებარეობა 

  • მაგიდა

  • სკამი 

  • განათება

  • Შეხვედრის ოთახები

  • ზარებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური სივრცეები

  • გარე ტერიტორია 

  • პარკინგი

  • ყავა და ჩაი 

  • ინტერნეტი 

  • Სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტები 

  • გუნდი

Პირადად Ჩემთვის, საერთო სამუშაო სივრცეს ყველაზე მეტად ის ადამიანები ქმნიან, ვინც იქ მუშაობენ და იმ კომუნის წევრები არიან, რომელში მეც ვარ გაერთიანებული. 

____

თბილისი, ბევრისთვის საყვარელი და სიახლეებით სავსე ქალაქია, სადაც ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები ხშირად ეძებენ მათთვის საინტერესო სივრცეებს. 

Ბევრ მრავალფეროვან ადგილთან ერთად, საერთო სამუშაო სივრცეების რიცხვს ახლად გახსნილი D Block Workspace @Stamba დაემატა, რომელიც კოსტავას 14-ში, ძველი გამომცემბლობის შენობაშია განთავსებული. ეს მისამართი ბევრისთვის ცნობილია, როგორც სასტუმრო სტამბა, კაფე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმი, უდაბნო ლაბი, სხვადასხვა საღონისძიებო სივრცე, სასტუმროსთან არსებული ატელიეს მაღაზია… თუმცა დღეს შესასვლელშივე დაინახავთ D Block-ის მანიშნებელს. 

Პირველ ეტაპზე გახსნილი ორი სართული ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინის არის და ხარისხიანი მუშაობისთვის აქ უამრავი შესაძლებლობაა. 

D Block-ის განვითარება თბილისის სხვადასხვა უბანში და საქართველოს რეგიონებში არის დაგეგმილი, მანამდე კი საერთო სამუშაო სივრცის და კომუნის გაცნობისთვის კოსტავას 14-ის კარი 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე არის ღია.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE