დისტანციური მუშაობის რამდენიმე მინუსი და როგორ გეხმარება D Block მათთან გამკლავებაში

box3

დღესდღეობით ძალიან პოპულარული გახდა დისტანციურად მუშაობა. დასაქმებულთა დიდი ნაწილი სწორედ ამ ტიპის სამუშაოს ეძებს, რადგან კომფორტი და მოქნილი სამუშაო გრაფიკი ყველას ხიბლავს. თანამედროვე კომპანიებიც უკვე ადაპტირდნენ ამ მოთხოვნასთან და თავიანთ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობენ. ერთი შეხედვით, დისტანციური სამუშაო მართლაც მიმზიდველი ჩანს, თუმცა მასაც აქვს თავისი მინუსები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ დისტანციური მუშაობის ძირითად ნაკლოვანებებს და გასწავლით, როგორ შეგიძლიათ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად D Block-ის საერთო სამუშაო სივრცის გამოყენება. 

სოციალური ინტერაქციის ნაკლებობა

პირველი მინუსი, რაც თან ახლავს დისტანციურად მუშაობას, სოციალური ინტერაქციის ნაკლებობაა. სამსახურებრივი დღე მხოლოდ ყოველდღიური დავალებების შესრულებას არ მოიცავს — კოლეგებთან ურთიერთობა სამსახურის განუყოფელი ნაწილია. მსგავსი კომუნიკაცია ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის არათუ სასურველი, აუცილებელიც არის. დისტანციური მუშაობის დროს კი ეს მნიშვნელოვანი ელემენტი თითქმის გამქრალია ჩვენი ყოველდღიურობიდან. ამის გამო, დისტანციურად მუშაობა ხშირად იწვევს სიმარტოვის განცდას, რაც სამუშაოთი კმაყოფილების გრძნობასაც გვიმცირებს და  ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე.

თანამშრომლებთან კომუნიკაციის პრობლემები 

გარდა იმისა, რომ სოციალური ინტერაქცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის, კომუნიკაცია საქმის ხარისხიანად შესრულებისთვისაც აუცილებელია. დისტანციური მუშაობის დროს თანამშრომლები ერთმანეთთან ძირითადად მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით ურთიერთობენ, რაც ხშირად მისკომუნიკაციას იწვევს. ამასთან, ასეთ გარემოში რთულდება გუნდურობის შენარჩუნება, რადგან დასაქმებულს არ აქვს განცდა, რომ ის კომპანიის ნაწილია. მისი ერთადერთი მოვალეობა ყოველდღიური დავალებების შესრულებაა. ამის მიღმა კომპანიის ბედი ნაკლებად აღელვებს. ეს განცდა მოტივაციას ამცირებს და საბოლოოდ კომპანიის წარმატებაზეც უარყოფითად აისახება.

ხელის შემშლელი გარე ფაქტორები

სოციალური ფაქტორების გარდა, დისტანციურად მუშაობის დროს კიდევ ერთი გამოწვევა კომფორტული სამუშაო სივრცის მოწყობაა. სახლის პირობებში ხშირად რთულია საქმეზე კონცენტრირდე, რადგან გვერდით ოთახიდან ოჯახის წევრების საუბარი გაწუხებს, ზედა სართულიდან ხმაურიანი მეზობელი გიშლის ხელს და ა.შ. ამ გარემოებებში მყუდრო ადგილის პოვნა ჭირს, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხზეც ახდენს გავლენას.

სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დისბალანსი

დისტანციურად მუშაობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ზღვრის გავლებაა. მთელი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე სივრცეში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამღლელია და უარყოფითად აისახება ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე. იმისთვის, რომ სამსახურში პროდუქტიულები ვიყოთ და საქმე პირად ცხოვრებაში არ გადმოვიტანოთ, აუცილებელია ამ ორის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ამისთვის მნიშვნელოვანია ცალ-ცალკე სივრცეების შექმნა, რაც სახლის პირობებში ხშირად რთულია. წაიკითხეთ ჩვენი წინა ბლოგი - როგორ მივაღწიოთ იდეალურ ბალანსს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. ჩვენი რეკომენდაციები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

შეზღუდული რესურსები

დისტანციურად მუშაობისას კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი რესურსების დამოუკიდებლად მომარაგებაა. როცა ოფისში მუშაობ, ყოველგვარი საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილი ხარ, იქნება ეს ტექნიკა თუ საოფისე მასალები. სახლის პირობებში კი, ამ ყველაფრის ორგანიზება თავად გიწევს, რაც დამატებით სირთულეს ქმნის. მაგალითად, ისეთი მარტივი დეტალიც კი, როგორიც არის სტაბილური და მაღალი ხარისხის ინტერნეტი, ხშირად შეიძლება პრობლემა გახდეს და ხელი შეგიშალოს მუშაობაში.

როგორ გეხმარება D Block-ის სამუშაო სივრცე დისტანციურად მუშაობაში

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემასთან გასამკლავებლად შეიქმნა საერთო სამუშაო სივრცის იდეა, რომელიც იდეალურად ერგება თანამედროვე დასაქმებულის საჭიროებებს. D Block საერთო სამუშაო სივრცეა თბილისში, რომელიც გთავაზობთ კომფორტულ გარემოს და სხვადასხვა სერვისებს. აქ მუდმივი კომუნიკაცია გაქვს სხვა წევრებთან, რაც სოციალური ინტერაქციის ნაკლებობას შევსების შესანიშნავი გზაა. პატარა და საშუალო გუნდებისთვის D Block-ში არის სპეციალური საწევრო შეთავაზება Box. სივრცე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით — ერგონომიული ავეჯით, მაღალი ხარისხის ინტერნეტით, შიდა და გარე სამუშაო სივრცეებით, რაც მუშაობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

შეჯამება

იმის მიუხედავად, რომ დისტანციურად მუშაობას არაერთი უპირატესობა აქვს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოწვევებიც ახლავს თან, როგორიცაა სოციალური ინტერაქციის ნაკლებობა, თანამშრომლებთან კომუნიკაციის პრობლემები და რესურსების შეზღუდული რაოდენობა. ამ პრობლემების მოგვარებაში D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე დაგეხმარებათ. 

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE