D Block-ი განაგრძობს თავისი კომუნის განვითარებაზე ზრუნვას და ამ მიზნით, ერთ-ერთ წევრ კომპანიასთან, Commschool-თან ერთად, მასტერკლასების სერიას აორგანიზებს. თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool) საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ქართველ აუდიტორიას მარკეტინგის, ტექნოლოგიების, დიზაინისა და მენეჯმენტის მიმართულებით საინტერესო პროგრამებს სთავაზობს. D Block-ის საერთო სამუშაო სივრცეში გამართული მასტერკლასი სტრატეგიითა და ბრენდინგით დაინტერესებული წევრებისთვის ჩატარდა.
მასტერკლასის მთავარი თემა
მასტერკლასის მთავარი თემა იყო - “ხალხი სტრატეგიის წინააღმდეგ”. შეხვედრას JWT Metro-ს სტრატეგიის დირექტორი, სანდრო ჯავახიშვილო გაუძღვა. სპიკერმა ისაუბრა სტრატეგიის როლზე ბიზნესისა და ბრენდის განვითარებაში და განიხილა როგორც ეფექტური, ისე არაეფექტური დაგეგმვის მაგალითები. მასტერკლასის ფარგლებში ასევე მიმოიხილეს სტრატეგიასთან დაკავშირებული გავრცელებული მითები, რომლებიც ხშირად აფერხებენ ორგანიზაციებს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში. ამის საპირისპიროდ, D Block-ის წევრებმა მიიღეს რეკომენდაციები სტრატეგიის მიმართ სკეპტიკური განწყობის შეცვლასთან დაკავშირებით და მოისმინეს რჩევები, როგორ შეიძლება სტრატეგიული დაგეგმარების სწორად გამოყენება ბიზნესის წარმატებისთვის.
როგორ ეხმარება D Block-ი კომუნის წევრებს განვითარებაში
D Block-ი აქტიურად ზრუნავს თავისი კომუნის წევრების კარიერულ და პიროვნულ განვითარებაზე. აღნიშნული მასტერკლასებიც სწორედ ამ მიზნით იმართება. მათი დახმარებით, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, შეიტყონ ბევრი ახალი და სასარგებლო ინფორმაცია. ეს შეხვედრები არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავების, არამედ ახალი ბიზნეს კავშირების გაჩენის საუკეთესო საშუალებაა. კომუნის წევრებს შეუძლიათ მიღებული გამოცდილება საკუთარი ბიზნესის წარმატების საფუძვლად აქციონ.
რატომ უნდა დაესწრო D Block-ის მასტერკლასებს
თუ D Block-ის კომუნის აქტიური წევრი გახდებით, ეს თქვენს პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. თანამედროვე სამყარო სწრაფად ვითარდება და თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია, ფეხი აუწყოთ ამ სიახლეებს. ამას გარდა, როცა გარშემო ამდენ მოტივირებულ და აქტიურ ადამიანს ხედავთ, ეს თქვენს განწყობასა და მონდომებაზეც აისახება. იწყებთ ახალი შესაძლებლობების ძიებას, უკეთ იცნობთ სხვა წევრებს, რომლებიც საერთო სამუშაო სივრცეში თქვენ გვერდით მუშაობენ. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, ამ წამოწყებას თქვენც შემოუერთდეთ და აუცილებლად დაესწროთ შემდეგ მასტერკლასს.
შეჯამება
D Block-ი განაგრძობს თავისი კომუნის წევრების განვითარებაზე ზრუნვას და მათთვის საინტერესო და სასარგებლო შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენს საერთო სამუშაო სივრცეში Commschool-თან თანამშრომლობით იმართება მასტერკლასების სერია. ორი შეხვედრა უკვე წარმატებით ჩატარდა. მასტერკლასის - “ხალხი სტრატეგიის წინააღმდეგ,” ფარგლებში კომუნის წევრებმა მოისმინეს რეკომენდაციები სტრატეგიულ დაგეგმარებასთან დაკავშირებით. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებასა და ბიზნესის წარმატებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას.