დ ბლოკში სტარტაპები ინვესტორებს ხვდებიან, ნოვატორები მეცნიერებს, ხელოვანები მენეჯერებს და ამ კონფიგურაციების შესაძლებლობა ულევია.
კარიერული ზრდის პროფესიონალთა მიერ შექმნილი ღონისძიებების კალენდარი ჩვენი კომუნიკაციის ცენტრალური მეთოდია. დაგეგმილი შეხვედრები ახალ ინტერაქციებს, ცოდნის გაცვლას, ინსპირაციას და პოტენციურ კოლაბორაციებს ემსახურება. პარტნიორებთან, წევრებთან და შემოქმედებითი ინდუსტრიების მოწვეულ ექსპერტებთან ერთად რეგულარულად დაიგეგმება სემინარები, ტრენინგები, ვორქშოფები, კულტურული ღონისძიებები, სოციალური შეკრებები და კონვენციები.
ჩვენი მთავარი ღირებულებები ურთიერთდახმარება, მიმღებლობა და შემოქმედებითობაა; მიზანი კი ინკლუზიურობა, ინოვაცია, მდგრადი განვითარება და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა.