დისტანციურად მუშაობას არაერთი უპირატესობა აქვს. საკუთარი გრაფიკის დამოუკიდებლად განკარგვისა და ნებისმიერი ლოკაციიდან მუშაობის ფუფუნება თანამედროვე დასაქმებულებს განსაკუთრებით ხიბლავთ. მოქნილობა და პირადი თავისუფლება ცხადია მიმზიდველია, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დისტანციურად მუშაობას სირთულეებიც ახლავს თან. ამ შემთხვევაში გამოწვევა დისციპლინისა და კონცენტრაციის შენარჩუნებაა.
ერთ-ერთი გამოსავალი, რაც დისტანციურად დასაქმებულებს ამ სირთულეების გადაჭრაში ეხმარება, საერთო სამუშაო სივრცის კონცეფციაა. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ დისტანციურად დასაქმებულების რიცხვის ზრდასთან ერთად საერთო სამუშაო სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება. D Block-ი თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცეა, რომელიც თავის წევრებს პროდუქტიულობის შენარჩუნებასა და მენეჯმენტში ეხმარება. ეს ბლოგიც ჩვენი კომუნის წევრებისთვის არის. გაეცანით ჩვენს რჩევებს, როგორ შეადგინოთ იდეალური დისტანციური სამუშაო გრაფიკი D Block-ის საერთო სამუშაო სივრცეში.
რატომ არის საჭირო ყოველდღიური რუტინა დისტანციურად მუშაობის პირობებში
სახლის პირობებში მუშაობისას რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება და საქმეზე ორიენტირება, რადგან პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ზღვარი ხშირად ირღვევა. ასეთ დროს ადვილად შეიძლება ყურადღება საყოფაცხოვრებო საქმეებზე გაგექცეს. ამ გამოწვევების დასაძლევად, აუცილებელია ინდივიდუალური სამუშაო კუთხე. D Block-ი სწორედ ასეთ მშვიდ გარემოს გთავაზობთ. აქ ყურადღება ნაკლებად გაგეფანტებათ. საერთო სამუშაო სივრცეები იდეალურია თვითდისციპლინისთვის, რადგან ყოველდღიურობაში დისციპლინა და რუტინა შემოაქვთ. მეტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყოთ უფრო პროდუქტიული შეგიძლიათ ჩვენს წინა ბლოგში ამოიკითხოთ - „5 რჩევა პროდუქტიულობისთვის.“
როგორ შევადგინოთ იდეალური გრაფიკი
პროდუქტიული დისტანციური სამუშაო რუტინისთვის აუცილებელია სამუშაო დროისა და შესვენებების სწორად გადანაწილება. როცა ყოველდღიურ რუტინას მიჰყვები, დავალებების შესრულებაც მარტივდება. თუ D Block-ის Flex საწევრო გაქვთ, გირჩევთ ყოველდღე ერთი და იგივე მაგიდა აირჩიოთ, რადგან ეს თქვენს გონებას სამუშაოსთან ასოცირებაში ეხმარება და ფოკუსირებას ამარტივებს. ასევე, დარწმუნდით, რომ სამუშაო ადგილი სათანადოდ გაქვთ მოწყობილი და ყველა საჭირო ნივთი ახლოს არის. D Block-ი გთავაზობთ როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებს, სადაც შეგიძლიათ შესვენებაზე განიტვირთოთ. არ გამოტოვოთ ლანჩი, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესიც სამუშაო დღის ნაწილია.
D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე პროდუქტიული დღისთვის
D Block-ის სივრცე ისეა დაგეგმარებული, რომ თქვენი აქ გატარებული სამუშაო დღე უფრო პროდუქტიული იყოს. ეს უზრუნველყოფილია დიზაინითა და უნიკალური სერვისებით, რომლებსაც გთავაზობთ. მაღალი სიჩქარის საიმედო Wi-Fi უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს და საშუალებას გაძლევთ თქვენი დავალებები უპრობლემოდ შეასრულოთ. ერგონომიული ავეჯი კომფორტის გარანტია, ხოლო სწორად შერჩეული განათება კონცენტრაციაში გეხმარებათ. იმისთვის, რომ უფრო მოტივირებული და ენერგიული იყოთ, D Block გთავაზობთ უფასო ყავასა და ჩაის.
პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა
D Block-ი მაქსიმალურად ცდილობს თავისი კომუნის წევრების მხარდაჭერას პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. საერთო სამუშაო სივრცე ადამიანებს კომუნიკაციასა და აზრების მიმოცვლაში ეხმარება. ეს გარემო იდეალურია ახალი სამუშაო შესაძლებლობებისთვის, თუნდაც სტარტაპების დასაწყებად. პროფესიული წრის გაფართოების გზით აქ ახალი ურთიერთობები იბადება და ახალი შესაძლებლობები იჩენს თავს.
შეჯამება
დისტანციური რეჟიმის პირობებში დისციპლინა და სამუშაო რუტინა მნიშვნელოვანია პროდუქტიულობის, კონცენტრაციისა და ბალანსის შესანარჩუნებლად. დისტანციურად დასაქმებულების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საერთო სამუშაო სივრცეები, როგორიც არის D Block, იდეალურ გარემოს გთავაზობენ, რათა თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. მაღალი ხარისხის სერვისებით, ერგონომიული მოწყობით, ძლიერი კომუნათი და კავშირების შეძენის შესაძლებლობებით, D Block არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ პროფესიულად გაიზარდოთ და გაიცნოთ ახალი ადამიანები.