5 რჩევა პროდუქტიულობისთვის

Flex Membershio_New Photo 2

D Block-ის საერთო სამუშაო სივრცეში ყოველდღიურად თავს უამრავი ადამიანი იყრის. მათ საქმეზე ორიენტირებულობა და დინამიკური ცხოვრების წესი გამოარჩევთ. ჩვენი კომუნის წევრები ერთმანეთს ხშირად ეკითხებიან - როგორ ვიყოთ მეტად პროდუქტიულები? ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, რომელიც დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს თანაბრად აღელვებთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დღევანდელ ბლოგში იმ ხრიკებზე ვისაუბროთ, რომელთა გათვალისწინებაც, აუცილებლად დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში. გთავაზობთ 5 რჩევას, როგორ იყო მეტად პროდუქტიული. 

მოიწყვე პირადი სივრცე

ჩვენი საერთო სამუშაო სივრცე მრავალფეროვანია და სხვადასხვა ტიპის საჭიროებებს ითვალისწინებს. სურვილისამებრ, შეგიძლია, ნათელ ან დაბურულ ოთახში მოთავსდე. ადგილის შერჩევისას, გირჩევთ, ეს ფაქტორი აუცილებლად გაითვალისწინო. ამასთან, კონცენტრაციაში დაგეხმარება, თუკი D Block-ში შენს ადგილს იპოვი და ყოველდღიურად იმავე მაგიდასთან განაგრძობ მუშაობას. მეტი მიკუთვნებულობისთვის, შეგიძლია, სახლიდან საყვარელი ნივთებიც წამოიღო. მათი ყურება მოტივაციას მოგცემს და საქმის უკეთ შესრულებაში დაგეხმარება. ნურც საკანცელარიო ნივთებისა და მცირე სათავსოების მოტანა მოგერიდება. პირადი სივრცის მოწყობით საკუთარ კომფორტს შეიქმნი, რაც მეტად პროდუქტიულს გაგხდის. 

გახდი კომუნას აქტიური წევრი

ერთ-ერთი ყველაზე გონივრული გზა, რომელიც პროდუქტიულობაში დაგეხმარება, სწორ ადამიანებთან კომუნიკაციაა. D Block–ის გარემო ამის უნიკალურ შანსს გაძლევს. ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. გახდი კომუნას აქტიური წევრი და ჩაერთე იმ ყოველდღიურობაში, რომელსაც აქ მყოფები ქმნიან. როცა თავს დინამიკური გარემოს ნაწილად გრძნობ, ეს შენც გიბიძგებს, იმოქმედო. სხვა ადამიანებისგან უამრავ ახალ რამეს ისწავლი. ამასთან, კავშირების შეძენა პროფესიულადაც შეიძლება გამოგადგეს. ჩვენ ერთმანეთს კარიერულ წინსვლასა და პიროვნულ ზრდაში ვუწყობთ ხელს. 

შეიმუშავე ყოველდღიური რუტინა

პროდუქტიულობისთვის, აუცილებელია, ყოველდღიური რუტინა შეიმუშაო, რომელსაც გადაცდომების გარეშე მიჰყვები. ამ შემთხვევაში, სისტემატურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, დღის გეგმას, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არასდროს გადაუხვიო. გაწერე სამუშაო საათები და დათქმულ დროს არ გადაცდე. კარგი იქნება, თუ საქმეს რამდენიმე ეტაპად დაყოფ და თითოეული ნაბიჯის შემდგომ მცირე შესვენაბასაც მოიწყობ. ეს განტვირთვაში დაგეხმარება და დავალებას აღდგენილი ძალების დაუბრუნდები. გახსოვდეს, დისციპლინის გარეშე პროდუქტიულობა მიუღწეველია. 

დაიხმარე თანამედროვე ტექნიკა

საბედნიეროდ, დღესდღეობით არსებობს ტექნიკა, რომელიც საქმეს გვიმარტივებს და აჩქარებს. საერთო სამუშაო სივრცე უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად დაგეხმარება. გირჩევთ, კარგად გაეცნო ამ შესაძლებლობებს, ისწავლო მათით სარგებლობა და შენს სასიკეთოდ გამოიყენო თანამედროვე ინოვაციები. აითვისე სივრცე მაქსიმალურად და გახდი უფრო მოქნილი. ვრცლად D Block-ის სამუშაო სივრცის განსაკუთრებულ სერვისებსა და აღჭურვილობებზე ჩვენს წინა ბლოგში შეგიძლიათ წაიკითხოთ. 

სწორად გაანაწილე დრო მუშაობასა და დასვენებას შორის

იმისთვის, რომ არ გადაიწვა, აუცილებელია, სამუშაო და განტვირთვის სივრცე ერთმანეთისგან გამიჯნო. D Block-ში ეს სავსებით შესაძლებელია. თუ სუფთა ჰაერზე მოგინდა გასვლა, ეზოში შეგიძლია გახვიდე. გამოსაფხიზლებლად ყავა მიირთვი და საქმეს დროებით მოწყდი. მსგავსი შესვენება შუალედებში აუცილებელია, რათა ენერგია აღიდგინო და გონება გაათავისუფლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაიტვირთები და საქმის გაგრძელებასაც ვერ შეძლებ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუტინა შესვენებებსაც მოიცავდეს. დამღლელი დღის შემდეგ თანამშრომლებთან ერთად ბარსაც შეგიძლია ესტუმრო. ჩვენი საერთო სამუშაო სივრცე მსგავსი ტიპის სერვისებით უზრუნველყოფილია. ადამიანებთან კომუნიკაცია და აზრების მიმოცვლა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მუშაობასა და გართობას შორის დროის სწორად გადანაწილება კი პროდუქტიულობაში აუცილებლად დაგეხმარება.

შეჯამება

არსებობს არაერთი გზა, რომელიც პროდუქტიულობაში დაგეხმარება. ამისთვის საუკეთესო საშუალება ყოველდღიური რუტინის შემუშავება და მასზე ზედმიწევნით მიყოლაა. გაწერე სამუშაო საათები და ეცადე დათქმულ დროს არ გადაუხვიო. საქმის ეტაპობრივად ჩაშლა მის სწრაფად და ხარისხიანად შესრულებაში დაგეხმარება. ნურც შესვენება დაგავიწყდება და შუალედებში ეცადე, გონება დაასვენო. ძალების აღდგენის შემდეგ დავალებას ახალი შემართებით დაუბრუნდები. სისტემატურობაში სამუშაო გარემოში პირადი სივრცის გამოყოფაც გამოგადგება. იპოვე შენი ადგილი და აქციე ის პერსონალურ სამუშაო მაგიდად. არ დაგავიწყდეს, რომ კომუნიკაცია პიროვნული ზრდისა და კარიერული წინსვლის გასაღებია. აქტიურად ჩაერთე D Block-ის ყოველდღიურობაში და განვითარდი ჩვენთან ერთად. ჩვენი რჩევების გათვალისწინება აუცილებლად დაგეხმარება, გახდე მეტად პროდუქტიული. 

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE