რატომ არის მიმზიდველი საერთო სამუშაო სივრცე დისტანციურად მომუშავეებისთვის?

Blog_Coveer

ალბათ, გეცოდინება, რომ საერთო სამუშაო სივრცეები დღითიდღე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება და ფრილანსერები, ანტრეპრენერები და ზოგადად, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ხშირად მუშაობას სწორედ მსგავსი ტიპის ადგილებიდან ამჯობინებენ. თუ შენც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნები, რომელიც ვერ ხვდება, თუ რატომ შეიძლება გაცვალო სახლიდან მუშაობის კომფორტი ისეთ ალტერნატიულ სივრცეზე, რომელიც მაგალითად D Block-ია, ეს ბლოგი შენთვის არის.

გარდა იმისა, რომ საერთო სამუშაო სივრცე შენს პირად საჭიროებებზეა მორგებული და კომფორტული ავეჯითა და საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი, ამ გარემოს მიმზიდველს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორები ხდის, რომელზეც ქვევით დეტალურად მოგიყვებით.

მრავალფეროვნება

საერთო სამუშაო სივრცის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ იმ ადამიანებშია, რომლებიც ჩვენთან იყრიან თავს. D Block-ში უამრავ განსხვავებული პროფესიის წარმომადგენელს შეხვდები. მათი გამოცდილებით, პროფესიული უნარ-ჩვევებითა და საქმისადმი მიდგომით, ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთებას შეძლებ. 

მოქნილობა

D Block-ი დისტანციურად მომუშავეებისთვის მოქნილ გარემოს ქმნის. შეგიძლია სასურველი სამუშაო საათები დაჯავშნო და გარემოც იმის მიხედვით შეარჩიო, თუ რა ტიპის სამუშაო გაქვს შესასრულებელი. თუ ჩვენს ვიზიტორებთან ინტერაქცია გსურს, შესაფერის ადგილს შეგირჩევთ, ხოლო თუ ნაკლებად ხმაურიანი ადგილი გჭირდება, სიმშვიდესაც უზრუნველვყოფთ და მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით. იმისათვის, რომ დღემ ყველა სტუმრისთვის პროდუქტიულად ჩაიაროს და გარემო ფაქტორებმა ყურადღების გაფანტვა არ გამოიწვიოს, ჩვენი სივრცე ერგონომიული ავეჯითაა აღჭურვილი, განათება კი ისეა შერჩეული, რომ სინათლე სივრცეში ყველგან თანაბრად ნაწილდება. 

თუ გაინტერესებს, რა განასხვავებს საერთო სამუშაო სივრცეს ოფისისგან, გირჩევთ ჩვენს წინა ბლოგს გაეცნოთ, სადაც დეტალურად განვიხილავთ ჩაანაცვლებს თუ არა საერთო სამუშაო სივრცე ტრადიციულ ოფისებს.

კოლაბორაცია

ალბათ დამეთანხმები, რომ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ გარშემო საერთო ინტერესების მქონე ადამიანები ჰყავდეს შემოკრებილი და D Block-ი სწორედ ამის საშუალებას იძლევა. ჩვენთან განსხვავებული პროფესიისა და ინტერესების ადამიანები იყრიან თავს და ხშირად სწორედ მაშინ ხდება იდეების თანაკვეთა და გამოცდილების გაზიარება, როდესაც არც კი ელოდები. საერთო სამუშაო სივრცე საშუალებას გაძლევს განვითარდე პროფესიულად, შეიძინო მეგობრები და თანამოაზრეები და საფუძველი ჩაუყარო ახალ ინოვაციურ პროექტებსაც კი. 

კრეატიულობა

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტებისა, საერთო სამუშაო სივრციდან მუშაობა კრეატიულობის განვითარებაშიც დაგეხმარება, რაც ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობის განუყოფელი, თუმცა ხშირად ყველაზე რთული ნაწილია. იმისათვის, რომ გონებამ კრეატიულად იაზროვნოს, ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ის გარემოა, რომელშიც ვიმყოფებით. D Block-ში ინტერიერი ისეა მოწყობილი, რომ თავი კომფორტულად იგრძნო, სხვებთან ერთად მუშაობამ კი ინსპირაცია მოგცეს და შენი საქმიანობა კიდევ უფრო შემოქმედებითი გახადოს. 

შეჯამება

საზოგადოების მრავალფეროვნება, სამუშაო საათების არჩევანის თავისუფლება, თანამშრომლობისა და კოლაბორაციის საშუალება და შემოქმედებითობა ის ძირითადი ასპექტებია, რაც თითოეული ჩვენგანის პიროვნულ თუ პროფესიულ წარმატებას განაპირობებს. საერთო სამუშაო სივრცე კი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ეს ყველაფერი უფრო გამარტივებულიყო. D Block-ის კონცეფცია ითვალისწინებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტს და ელოდება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს ჩვენს სივრცეში, ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE