ჩაანაცვლებს თუ არა საერთო სამუშაო სივრცე ტრადიციულ ოფისებს?

Blog_Cover

როდესაც ტრადიციულ ოფისებზე ვფიქრობთ, დიდი ალბათობით, გონებაში მოძველებული სტილის, კუბის ფორმის სამუშაო სივრცეებს წარმოვიდგენთ, სადაც თანამშრომლები და მათი კლავიატურები იმყოფებიან იზოლირებულად. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ბოლო დროს სამუშაო სივრცე, როგორც ასეთი, ფუნდამენტურ ცვლილებებს გადის. ამ ტრანსფორმაციის პროცესში ცენტრალური ადგილი საერთო სამუშაო სივრცეებმა დაიკავა. 

ბოლო დროს საერთო სამუშაო სივრცეები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფრილანსერებისთვის, სტარტაპებისა და სტანდარტული ბიზნესებისთვის. გარდა იმისა, რომ ასეთი სივრცეები უფრო მოქნილია, ისინი კოლაბორაციისთვის აუცილებელ პირობებს ქმნიან. ასეთი მოცემულობა კი ლოგიკურ კითხვას ბადებს: ჩაანაცვლებს თუ არა საერთო სამუშაო სივრცე ტრადიციულ ოფისებს?

სტატიაში განვიხილავთ საერთო სამუშაო სივრცეების პოპულარობის მიზეზებს, მათ უპირატესებობებსა და ჰიბრიდულ სამუშაო მოდელებს. 

საერთო სამუშაო სივრცეები და მათი უპირატესობები

როგორც უკვე ვახსენეთ, საერთო სამუშაო სივრცეების პოპულარობა დღითი დღე იზრდება. ასეთი სივრცეები კომპანიებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი და კრეატიული სამუშაო გარემო შექმნას თანამშრომლებისთვის, სადაც ისინი სწრაფი ინტერნეტით, შეხვედრების ოთახებით და სხვა აუცილებელი აღჭურვილობით ისარგებლებენ. 

ბევრისთვის საერთო სამუშაო სივრცის ქირაობა პროფესიული კავშირების შექმნისა და გაძლიერების შანსია. ცხადია, როცა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთ სივრცეში იყრიან თავს, იქ იდეების გაცვლისა და კოლაბორაციისთვის იდეალური პირობები იქმნება. 

ამიტომაც, თუ ტრადიციული ოფისისგან განსხვავებულ გარემოს ეძებთ, საერთო სამუშაო სივრცეები თქვენთვის იდეალური ალტერნატივაა. 

რა განასხვავებს საერთო სამუშაო სივრცეს ტრადიციული ოფისისგან?

მაინც რა ხდის საერთო სამუშაო სივრცეებს განსაკუთრებულს და რა ხდება იქ ისეთი, რაც ტრადიციული ოფისის პირობებში შეუძლებელია? 

უპირველსად, საერთო სივრცეები ერთგვარ ერთიანობისა და კოლაბორაციის შეგრძნებას აჩენს, რაც რთული წარმოსადგენია ტრადიციულ ოფისში, სადაც ყველა სოლო-მოთამაშეა. მეორე მხრივ, კლასიკური ოფისები რჩება პოპულარული მათთვის, ვისაც მუდმივობის, სტაბილურობის განცდა სჭირდება. 

რა მოხდება მომავალში?

როგორც წესი, მომავალი უამრავ შესაძლებლობას გვინახავს ხოლმე და ამ მხრივ არც საერთო სამუშაო სივრცეებისა და ტრადიციული ოფისების თანაარსებობის საკითხია გამონაკლისი. დღეს, როცა უფრო და უფრო ბევრი ბიზნესი გადადის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ საერთო სამუშაო სივრცეების კიდევ უფრო გაზრდილი პოპულარობის მომსწრენი ვიქნებით. თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, ამ სივრცეებში ვირტუალური რეალობის ინტეგრაციაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც დამატებით შესაძლებლობებს, ფუნქციებსა და ინტერფეისის მრავალფეროვნებას შექმნის. 

ჰიბრიდული სამუშაო მოდელი

ზოგიერთი კომპანია, რომელმაც საერთო სამუშაო სივრცეებისა და ტრადიციული ოფისების ძლიერი და სუსტი მხარეები საფუძვლიანად გამოიკვლია, მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობს თანამშრომლებს. ამ გზით, დასაქმებულებს შეუძლიათ სურვილისამებრ გაანაწილონ დრო თავისუფალ სამუშაო გარემოსა და ტრადიციულ ოფისს შორის და ორივე მათგანისგან გარკვეული სიკეთე მიიღონ. 

შეჯამება

როგორც ვნახეთ, საერთო სამუშაო სივრცეების პოპულარობა ლეგიტიმური მიზეზებითაა განპირობებული. ახალი ტიპის ოფისები თანამშრომლების პროდუქტიულობას, შესრულებული საქმის ეფექტურობას, პროგრესისა და პროფესიული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობებს ქმნის. 

გადაჭრით ვერ ვიტყვით, ჩაანაცვლებს თუ არა საერთო სამუშაო სივრცეები ტრადიციულ ოფისებს და თუ კი, როდის. მაგრამ შეგვიძლია, თანამედროვე ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ, მივყვეთ ტექნოლოგიურ პროგრესს და მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი. მათ კი, ვისაც სურს სამუშაო გარემოს ცვლილება, მაგრამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა აბრკოლებს, საწყის ეტაპზე ჰიბრიდული სამუშაო მოდელის შექმნას ვურჩევდით.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE