500 Global in Eurasia-ს აქსელერატორის პროგრამა: ახალი შესაძლებლობა ტექ-სტარტაპებისთვის დ ბლოკში

meeting-rooms1

16 სექტემბერს 500 Global in Eurasia-ს აქსელერატორის პროგრამის პირველი ფაზა დაიწყო. ღონისძიებას დ ბლოკის სამუშაო სივრცემ უმასპინძლა. ამ გარემოებამ ჩვენი კომუნის წევრებს შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაუხსნა. ტექნოლოგიური სტარტაპების წარმომადგენლებს მიეცათ უნიკალური შანსი, შეხვედროდნენ 500 Global in Eurasia-ს მენტორებს და პირისპირ გასაუბრებოდნენ ტექნოლოგიების სფეროს წამყვან სპეციალისტებს. სტარტაპებმა მიიღეს რჩევები ბიზნეს სტრატეგიის, ე.წ. ფანდრაიზინგის, მენეჯმენტისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ.

რა შესაძლებლობებს სთავაზობს ტექ-სტარტაპებს 500 Global in Eurasia

500 Global გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2.3 მილიარდ დოლარიან აქტივებს ფლობს. ინვესტირება ხდება რეგიონის მასშტაბით განვითარებად ტექნოლოგიურ სტარტაპებში. “საქართველოს ბანკთან” და GITA-სთან პარტნიორობით შექმნილი სააქსელერაციო პროგრამა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა კლიენტების მოზიდვა, მარკეტინგი, გაყიდვები, გლობალიზაცია და ფანდრაიზინგი. 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან 150-ზე მეტ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. დღეის მონაცემებით 500 Global-მა 3000-მდე სტარტაპს გაუწია დახმარება. 

უნიკალური შანსი D Block-ის წევრებს

წელს 500 Global in Eurasia-ს მეშვიდე ნაკადის აქსელერაციის პროგრამას დ ბლოკმა უმასპინძლა. ჩვენი კომუნის წევრებს კი შანსი მიეცათ, რომ 500 Global-ის მენტორებს პირისპირ შეხვედროდნენ და მათგან რეკომენდაციები მიეღოთ. შეირჩა ხუთი ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელთა წარმომადგენლებმაც ერთსაათიანი კონსულტაცია გაიარეს ბიზნეს სტრატეგიის, ფანდრაიზინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით. დაგროვილმა გამოცდილებამ ჩვენი კომუნის წევრების წარმატება რეალურ პერსპექტივად აქცია. 

როგორ ეხმარება D Block-ი ტექ-სტარტაპებს განვითარებაში

D Block-ის სამუშაო სივრცე სტარტაპებისთვის და პატარა კომპანიებისთვის იდეალური ალტერნატივაა. ტექ-სტარტაპების გაძლიერების მიზნით, აქ ყოველთვიურად იმართება სპეციალური ღონისძიებები. კომუნის წევრები სხვადასხვა დარგის გამოცდილ სპეციალისტებთან და ერთმანეთთან საუბრით ახალ შესაძლებლობებს ეცნობიან და საჭირო რჩევებს იღებენ. ამასთან, D Block-ის დიზაინი და აღჭურვილობა დასაქმებულებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს, რაც მათ პროდუქტიულობაში ეხმარება. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო სივრცე და ერგონომიული ავეჯი სტარტაპებს რესურსების დაზოგვის საშუალებას აძლევს. ამ და სხვა უპირატესობებზე წაიკითხეთ ვრცლად ჩვენს წინა ბლოგში - D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე სტარტაპებისა და პატარა კომპანიებისთვის.

შეჯამება

D Block-ი ზრუნავს ტექ-სტარტაპების განვითარებაზე და სხვადასხვა გზით ცდილობს მათ მხარდაჭერას. 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში ჩვენი კომუნის წევრებმა კონსულტაცია გაიარეს ამ დარგში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებთან. ბიზნეს სტრატეგიისა და მენეჯმენტის მიმართულებით მიღებული რეკომენდაციები მათ წარმატებისკენ მიმავალ გზას გაუმარტივებს.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE