წესები და პირობები

ეს წესები და პირობები განსაზღვრავს ჩვენი კომპანიის საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და დამატებითი ფასიანი სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებულ მომხმარებლის უფლებებს, ვალდებულებებსა და ზოგად წესებსა და პირობებს. ამ წესებსა და პირობებზე თანხმობით ან/და მომხმარებლის მიერ ჩვენი კომპანიის საწევრო პაკეტებით, პროდუქტებითა და დამატებითი ფასიანი სერვისებით სარგებლობით, მოცემული წესები და პირობები ავტომატურად ხდება მომხმარებლისთვის შესასრულებლად სავალდებულო.

განახლების თარიღი: 2024 წლის 15 თებერვალი

მოცემული წესები და პირობები, შემდეგ წესებთან და პოლიტიკასთან ერთად:

1) ქცევის წესები;

2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა;

3) ვიზიტორის წესები და პირობები ;

4) შეხვედრების ოთახების წესები და პირობები;

5) ვებ-გვერდზე განთავსებული საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და დამატებითი ფასიანი სერვისების აღწერილობა და კომერციული პირობები (იხ. განმარტება ქვემოთ), მომხმარებლის მიერ პორტალის საშუალებით შეძენილი ასეთი საწევრო პაკეტის, პროდუქტის და/ან დამატებითი ფასიანი სერვისის მიხედვით;

6) ინდივიდუალური საწევრო ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

წარმოადგენენ ჩვენსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ერთ მთლიან ხელშეკრულებას.

ჩვენ შესახებ. ჩვენ, ამ ვებ-გვერდის ოპერატორები და საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და დამატებითი ფასიანი სერვისების მომწოდებლები, ვართ შპს „აჭარა ჯგუფის სამუშაო სივრცეების კომპანია“, ს/კ: 404630538, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N14 (შემდგომში „D BLOCK“, „ჩვენ“, ან „ჩვენი“).

1. ტერმინთა განმარტება (სია არ არის მოცემული ანბანური თანმიმდევრობით და მიზნად ისახავს მკითხველისთვის ტექსტის აღქმადობის გამარტივებას)

• ვებ-გვერდი - მოცემული ვებ-გვერდი (www.dblock.com), რომელიც განკუთვნილია მესამე პირების მიერ სარგებლობისთვისა და ჩვენი პროდუქტების, საწევრო პაკეტების და დამატებითი ფასიანი სერვისების გასაცნობად.

• პორტალი - მოცემულ ვებ-გვერდში ინტეგრირებული ჩვენი კონტაქტების, წევრების და/ან მათი პერსონალის პორტალი, სადაც ჩვენს წევრებს შეუძლიათ შექმნან და მართონ მომხმარებლის პროფილი, მიიღონ წვდომა უფრო დეტალურ ინფორმაციაზე ჩვენი სამუშაო სივრცის, საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და ჩვენ მიერ შეთავაზებული დამატებითი ფასიანი სერვისების შესახებ, შეიძინონ ჩვენი საწევრო პაკეტები, პროდუქტები და დამატებითი ფასიანი სერვისები და აღნიშნული მიზნით განახორციელონ გადახდები, ჯავშნები, მოიწვიონ სტუმრები, დაუკავშირდნენ სხვა წევრებს მათი პირადი პროფილის სხვა წევრებისთვის გაზიარების გზით, ჰქონდეთ წვდომა ნებისმიერ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ ინფორმაციაზე/დოკუმენტზე ჩვენი საწევრო პაკეტების, პროდუქტების და დამატებითი ფასიანი სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით და გაეცნონ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომ ჩვენს სხვადასხვა მარკეტინგულ შეთავაზებებს. ჩვენი წევრებისა და კონტაქტების პერსონალსაც შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა თავიანთ პორტალზე, თუმცა წევრის და/ან კონტაქტის პორტალის ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციონალებისგან განსხვავებული ფუნქციონალებით.

• წევრი - ყველა პირი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც: (i) ჩვენი საწევრო პაკეტების შეძენის შედეგად სარგებლობს ჩვენი სამუშაო სივრცეებით და (ii) არეგისტრირებს თავის პირად ანგარიშს პორტალზე.

• კონტაქტი - ყველა პირი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც: (i) ჩვენი პროდუქტების (D Pass) შეძენის შედეგად იყენებს ჩვენს სამუშაო სივრცეს და (ii) არეგისტრირებს თავის პირად ანგარიშს პორტალზე.

• პროდუქტი - დღეის მდგომარეობით, D Pass პროდუქტი, რომელიც სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი და მოქმედია მისი შეძენიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადით, ამავე კალენდარული დღის ღამის 12 საათის ჩათვლით. პროდუქტის აღწერილობა, ფასი და სხვა დამატებითი პირობები მითითებულია მოცემულ ვებ-გვერდზე.

• საწევრო პაკეტი - დღეის მდგომარეობით, BOX და FLEX საწევრო პაკეტები. საწევრო პაკეტების აღწერილობა, ფასები, ანგარიშსწორების, შეწყვეტისა და გაუქმების პირობები და სხვა კონკრეტული დეტალები მოცემული და ხელმისაწვდომია ამ ვებ-გვერდზე. ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროს შევცვალოთ (დავამატოთ/შევამციროთ/დავაკორექტიროთ/შევუცვალოთ სახელწოდება) საწევრო პაკეტები და ასეთი ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი საწევრო პაკეტის ახალი აღწერილობა, ფასები, ანგარიშსწორებისა და კომერციული პირობები, შეწყვეტისა და გაუქმების წესები, დამატებითი პირობები და სხვა დეტალები გამოქვეყნდება მოცემულ ვებ-გვერდზე და ავტომატურად გახდება მოცემული წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, საწევრო პაკეტის შეძენით, წევრზე ავტომატურად გავრცელდება და შესასრულებლად სავალდებულო გახდება ასეთი საწევრო პაკეტის შესაბამისი პირობები.

• დამატებითი ფასიანი სერვისები - (ა) შეხვედრების ოთახები; (ბ) Podcast ოთახი; (გ) ჩვენებების ოთახი; (დ) სათავსოები და (ე) პრინტერები. შეხვედრების ოთახები, Podcast ოთახი, ჩვენებების ოთახი და ფასიანი სათავსოები სარგებლობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენი წევრებისთვისა და მათი პერსონალისთვის. შეხვედრების ოთახები შესაძლოა აგრეთვე ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კონტაქტებისთვის მხოლოდ შეხვედრების ოთახების დასაჯავშნად (კვებითი მომსახურებით ან მის გარეშე) მათ მიერ მოცემული ვებ-გვერდიდან გამოგზავნილ მოთხოვნებზე ჩვენი შესაბამისი თანხმობის შემდგომ. ასეთი ჯავშანი ექვემდებარება შესაბამის შეხვედრების ოთახების წესებსა და პირობებს.

ჩვენი წევრის კონკრეტულმა პერსონალმა რომ შეძლოს დამატებითი ფასიანი სერვისით სარგებლობა, ასეთი დამატებითი ფასიანი სერვისი უნდა შეიძინოს წევრის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. სხვა შემთხვევაში, ასეთი პერსონალი ვერ ისარგებლებს წევრის სახელზე დამატებითი ფასიანი სერვისით.

დამატებითი ფასიანი სერვისების აღწერილობები, ფასები ანგარიშსწორების, შეწყვეტისა და გაუქმების პირობები განთავსებულია და ხელმისაწვდომია მოცემულ ვებ-გვერდზე.

სათავსოებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. D BLOCK თავის სამუშაო სივრცეებში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის 2 ტიპის სათავსოებს: 1) საწევრო პაკეტის და/ან პროდუქტის ღირებულებაში შემავალი სათავსოები, რომლებიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია შეზღუდული რაოდენობით და მომხმარებლებს შეუძლიათ ასეთ სათავსოებთან წვდომა ჰქონდეთ თავიანთი პერსონალური ჩემკეტებით. შესაბამისი საწევრო პაკეტის ან პროდუქტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოათავისუფლოს დაკავებული სათავსო. თუ დაკავებული სათავსო არ იქნება გამოთავისუფლებული მოქმედების ვადის ამოწურვიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, D BLOCK უფლებამოსილია თავად ჰქონდეს წვდომა ასეთ სათავსოსთან და მასში განთავსებულ მომხმარებლის ნივთებთან და განათავსოს ასეთი ნივთები დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსო ოთახში, მოცემული წესებისა და პირობების მე-4 მუხლის „დაკარგული და ნაპოვნი ნივთების“ პუნქტით გათვალისწინებული ვადებითა და პირობებით; და 2) ფასიანი სათავსოები, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ წევრების მიერ სარგებლობისთვის, მისი შეძენიდან მხოლოდ 1 (ერთი) თვის ვადით და რომლის შეძენაც წევრებისთვის შესაძლებელია მხოლოდ D BLOCK-ის მიმღებში. თუ წევრის მიერ შეძენილი საწევრო პაკეტის მოქმედების ვადა იწურება სათავსოებით სარგებლობის ვადის ამოწურვამდე, წევრი სათავსოსთან წვდომას შეძლებს მხოლოდ D BLOCK-ის მიერ გამოყოფილი თანამშრომლის დახმარებით. წევრი ვალდებულია სათავსოთი სარგებლობის ვადის ამოწურვიდან დაუყოვნებლივ გამოათავისუფლოს დაკავებული სათავსო. თუ დაკავებული სათავსო არ იქნება გამოთავისუფლებული მოქმედების ვადის ამოწურვიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, D BLOCK უფლებამოსილია თავად ჰქონდეს წვდომა ასეთ სათავსოსთან და მასში განთავსებულ მომხმარებლის ნივთებთან და განათავსოს ასეთი ნივთები დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსო ოთახში, მოცემული წესებისა და პირობების მე-4 მუხლის „დაკარგული და ნაპოვნი ნივთების“ პუნქტით გათვალისწინებული ვადებითა და პირობებით.

პრინტერებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. მომხმარებლებისთვის D BLOCK სამუშაო სივრცეებში ხელმისაწვდომია პრინტერები, რომლითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ტიპის კრედიტების გამოყენებით: 1) 10 უფასო პრინტინგ კრედიტით, რომელთაც D BLOCK ყოველთვიურად ანიჭებს მხოლოდ თავის წევრებს, მათ მიერ შეძენილი საწევრო პაკეტების მოქმედების გათვალისწინებით; და 2) ფასიანი პრინტინგ კრედიტი, რომელთა შეძენაც შეუძლიათ ყველა ტიპის მომხმარებელს და ძალაშია შეძენიდან 1 თვის ვადით. მომხმარებლები ვერ შეძლებენ თვის ჭრილში გაუხარჯავი კრედიტების შემდეგ თვეებზე გადატანს. თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი საწევრო პაკეტის ან პროდუქტის მოქმედების ვადა იწურება პრინტინგ კრედიტების ამოწურვამდე, მომხმარებელი პრინტერებით სარგებლობას შეძლებს D BLOCK-ის მიერ გამოყოფილი თანამშრომლის დახმარებით.

• მომხმარებელი – იურიდიული პირი ან სრულწლოვანებას (18 წელს) მიღწეული ფიზიკური პირი, რომელიც არის შესაბამისი ქმედუნარიანობის მქონე, რომ დაეთანხმოს მოცემულ წესებსა და პირობებს, რომელსაც შეძენილი აქვს ჩვენი საწევრო პაკეტები, პროდუქტები და/ან დამატებითი ფასიანი სერვისები და რომელსაც პორტალზე გააქტიურებული აქვს თავისი პირადი ანგარიში და D BLOCK-ისთვის წარმოადგენს წევრს ან კონტაქტს.

• ანგარიში - წევრის ან კონტაქტის უნიკალური პროფილი პორტალზე.

ასევე შესაძლებელია წევრის ან კონტაქტის პერსონალმაც შექმნას პორტალზე პირადი ანგარიში, თუმცა მასში ინტეგრირებული შესაბამის შეზღუდულ და მხოლოდ ასეთი პერსონალისთვის განკუთვნილ ფუნქციონალსა და ინფორმაციაზე წვდომით. მხოლოდ წევრს ან წევრის პერსონალიდან გამოყოფილ პირს („ადმინისტრატორს“) შეუძლია მართოს წევრის პროფილი, მიიღოს შესაბამისი ინვოისები D BLOCK-ისგან, განახორციელოს გადახდები, ჯავშნები, დაჯავშნოს/შეიძინოს დამატებითი ფასიანი სერვისები წევრის სახელით და ჰქონდეს წვდომა ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ ინფორმაციაზე/დოკუმენტზე, რომელიც დაკავშირებულია წევრის მიერ შესაბამისი საწევრო პაკეტებით, პროდუქტებითა და დამატებითი ფასიანი სერვისებით სარგებლობასთან.

• სამუშაო სივრცე - ჩვენი მთლიანი სივრცე, მათ შორის მომხმარებლისთვის გამოყოფილი სივრცე, მაგ: ჩვენს შენობაში განთავსებული ნებისმიერი სივრცე, სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ ჩვენს საწევრო პაკეტებს, პროდუქტებს და დამატებით ფასიან სერვისებს.

• პერსონალი - კანონით გათვალისწინებულ დასაშვებ ასაკს მიღწეული და საჭირო ქმედუნარიანობის მქონე ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ჩვენს სამუშაო სივრცეებს ჩვენი წევრების ან კონტაქტების სახელით. ასეთი პირები მოცემულ წესებსა და პირობებში განიმარტებიან, როგორც პერსონალი, მიუხედავად იმისა თუ რა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან ჩვენს წევრებთან ან კონტაქტებთან.

• ვიზიტორები - პირები, რომლებიც დროის ნებისმიერ მონაკვეთში სტუმრობენ (დროებით აქვს წვდომა) ჩვენს შენობაში განთავსებულ წევრის სამუშაო სივრცეს.

2. დამატებითი ინფორმაცია პორტალის შესახებ. ვინაიდან, ვებ-გვერდზე ინტეგრირებული პორტალი მოგვეწოდება შესაბამისი კონტრაქტორის მიერ, ჩვენ ვთავისუფლდებით პორტალთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პირდაპირი თუ არაპირდაპირი განცხადებისა და გარანტიისგან, რომელიც უკავშირდება (თუმცა არ შემოიფარგლება), მის სათანადო ფუნქციონირებას, გამართულ მუშაობასა და კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობას. ანგარიშის შექმნით, მომხმარებელი ასევე ეთანხმება პორტალის მომწოდებლის მიერ დადგენილ წესებსა და პირობებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და სხვა ნებისმიერ წესებსა და პოლიტიკას (ასეთი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უკავშირდება და არეგულირებს მომხმარებლის მიერ პორტალით სარგებლობას.

3. მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

პორტალზე რეგისტრაციისა და მოცემულ წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

• იურიდიული პირის შემთხვევაში - მას აქვს ყველა შესაბამისი და საჭირო ნებართვა, ლიცენზია, თანხმობა და უფლებამოსილება, რომ წარმოადგინოს ასეთი იურიდიული პირი და იმოქმედოს მისი სახელით;

• ფიზიკური პირის შემთხვევაში - იგი არის სრულწლოვანების ასაკს (18 წელს) მიღწეული და საჭირო ქმედუნარიანობის მქონე პირი და პორტალზე რეგისტრაციის ეტაპზე გვაწოდებს მხოლოდ თავის პერსონალურ მონაცემებსა და ინფორმაციას.

• იგი ვალდებულია: (ა) წარმოადგინოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია რეგისტრირებული მომხმარებლის შესახებ; (ბ) დარწმუნდეს, რომ სათანადო უფლებამოსილებით მოქმედებს და წარმოადგენს მას; (გ) დარწმუნდეს, რომ მომხმარებლის პერსონალი იცნობს, იცავს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დაეთანხმა მოცემულ წესებსა და პირობებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და (დ) დარწმუნდეს, რომ მომხმარებლისა და მისი პერსონალის მიერ ჩვენი სამუშაო სივრცით სარგებლობა ემსახურება ლეგიტიმურ და კანონიერ მიზნებს და საქმიანობას, რომელსაც მომხმარებელი და მისი პერსონალი წარმართავს წარმოადგენს კანონიერ და ეთიკურ საქმიანობას, რომელიც არ გვაყენებს და არც მომავალში მოგვაყენებს ნებისმიერი სახის მატერიალურ და/ან რეპუტაციულ ზიანს.

• მისი (მისი პერსონალის, წარმომადგენლების, აგენტების, ოფიცრების, დირექტორების ჩათვლით) საქმიანობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, არის კანონთან შესაბამისი და ეთიკური საქმიანობა, არ გვაყენებს რეპუტაციულ ან მატერიალურ ზიანს და ასეთი საქმიანობისთვის მომხმარებელს მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა/ნებართვა/ლიცენზია/ავტორიზაცია (ასეთის სავალდებულოობის შემთხვევაში).

• მოპოვებული გაქვთ მოცემულ წესებსა და პირობებზე დათანხმების და/ან ჩვენთან შესაბამისი საწევრო ხელშეკრულების გაფორმების ყველა სათანადო უფლება, მათ შორის სხვა მესამე პირის თანხმობა (დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილეთ პუნქტი „თქვენს შესახებ“);

• იგი და/ან მისი პერსონალი განუხრელად და მუდმივად დაიცავს ინტელექტუალურ და საავტორო უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნასა და სტანდარტს და არ გამოიყენებს, არ გაავრცელებს, არ დაამუშავებს, არ გადაამუშავებს D BLOCK-ის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებულ ნებისმიერ სასაქონლო ნიშანს, ლოგოს, ბრენდულ სახელწოდებას, ციფრულ და მატერიალურ სურათს, გრაფიკას, პატენტს, დიზაინს და ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლების ობიექტის შემცველ სხვა ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც გამოქვეყნებულია მოცემულ ვებ-გვერდზე;

• იგი და/ან მისი პერსონალი არ მოიპოვებს ინფორმაციას სხვა მომხმარებლის ანგარიშზე და/ან არ გამოიყენებს მას;

• მომხმარებელი და/ან მისი პერსონალი არ განახორციელებს D BLOCK-ის და/ან სხვა მომხმარებლების საქმიანობის ხელისშემშლელ ქმედებებს, მათ შორის და არა მხოლოდ მოცემული ვებ-გვერდის/მისი პორტალის ფუნქციონირებისთვის და/ან სხვა მომხმარებლების ნორმალური სამუშაო პროცესისთვის ხელისშემშლელ ქმედებებს;

• მომხმარებელი და/ან მისი პერსონალი არ მოგვაწოდებს ცრუ და შეცდომაში შემყვან ნებისმიერ ინფორმაციას ან მონაცემს;

• შესაბამისი საწევრო პაკეტის მოქმედების ვადის განმავლობაში, წევრი, ნებისმიერი პირი, რომელიც ასეთი წევრის სახელით D BLOCK-თან ახორციელებს შესაბამის ანგარიშსწორებას, მისი ხელმძღვანელები, დირექტორ(ებ)ი, თანამშრომლები, აგენტები, წარმომადგენლები, მისი პირდაპირი ან/და არაპირდაპირი მფლობელ(ებ)ი, არ არიან სანქცირებულ პირთა სიაში, არ მოქმედებენ სანქცირებული პირის სახელით ან/და დავალებით ან/და არ არიან პირდაპირ ან/და არაპირდაპირ სანქცირებული პირის დაქვემდებარებაში / მფლობელობის ქვეშ („სანქცირებული პირი“ განიმარტება, როგორც ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან მთავრობა, რომელზეც ვრცელდება ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციები, როგორც ეს განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობითა და რეგულაციებით, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება იმ სანქციებით, რომელიც დაწესებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის და სხვა შესაბამისი იურისდიქციის მიერ);

• მომხმარებელი, მისი პერსონალი და/ან ვიზიტორები განუხრელად და მუდმივად დაიცავენ მოცემულ წესებსა და პირობებს, ქცევის წესებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და/ან საწევრო ხელშეკრულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თუ მომხმარებელი დაარღვევს მის მიერ ზემოთ აღნიშნულ ნებისმიერი განცხადებას და/ან გარანტიას და/ან იგი აღმოჩნდება არაზუსტი, კანონსაწინააღმდეგო ან შეცდომაში შემყვანი, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ასეთ მომხმარებელს და/ან მის პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შევუზღუდოთ და/ან შევუწყვიტოთ წვდომა ჩვენს სამუშაო სივრცეებზე, ყოველგვარი თანხის დაბრუნების გარეშე. ჩვენ აგრეთვე ვიტოვეთ უფლებას, რომ მოვთხოვოთ ასეთ მომხმარებელს ნებისმიერი სახის ზიანის (მათ შორის და არა მხოლოდ პირდაპირი და არაპირდაპირი, მატერიალური და არამატერიალური ზიანისა და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის) ანაზღაურება, რომელიც მოგვადგა მომხმარებლის მიერ მოცემული მუხლის დარღვევის და/ან მის მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებებისა და გარანტიების შედეგად.

4. ჩვენი სამუშაო სივრცით სარგებლობის ზოგადი წესები

• ჩვენი საწევრო პაკეტების და/ან პროდუქტების შეძენით, თქვენ ავტომატურად ხდებით ჩვენი წევრი ან ჩვენი კონტაქტი. შესაბამისად, თქვენ და/ან თქვენს პერსონალს გენიჭებათ სრული წვდომა შეძენილი საწევრო პაკეტისთვის ან პროდუქტისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეზე, თითოეული ასეთი საწევრო პაკეტისთვის ან პროდუქტისთვის განსაზღვრული ვადისა და პირობების შესაბამისად, მოცემული წესებისა და პირობების დაურღვევლად.

• საწევრო პაკეტებით, პროდუქტებითა და დამატებითი ფასიანი სერვისებით სარგებლობის წესები და პირობები (კომერციული და არაკომერციული პირობების ჩათვლით) გათვალისწინებულია კონკრეტული საწევრო პაკეტის, პროდუქტის ან დამატებითი ფასიანი სერვისის აღწერილობაში, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებ-გვერდზე. შესაბამისად, აღნიშნული პირობები ასევე წარმოადგენენ მოცემული წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.

• თქვენი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში, შესაძლოა დაგჭირდეთ სამუშაო სივრცეში გარკვეული სახის ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის განთავსება, რამაც ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი სამუშაო სივრცისა და სხვა წევრების ჩვეულ სამუშაო პროცესს. თუ თქვენ მიერ სამუშაო სივრცეში განთავსებული ტექნიკური მოწყობილობები საჭიროებს ელექტროენერგიის და/ან ინტერნეტ რესურსის დიდი ან განსაკუთრებით მაღალი სიმძლავრით მოხმარებას, ასეთ მოხმარებასთან დაკავშრებით, შევათანხმებთ დამატებით პირობებს. თქვენ დამატებით აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ სამუშაო სივრცეში განთავსებული თქვენი ტექნიკური აღჭურვილობა არ ქმნის ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს.

• წესებისა და პირობების დაცვა. მოცემული წესები და პირობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და ქცევის წესები წარმოადგენენ D Block-ის სამუშაო სივრცით სარგებლობის დროს ჩვენი წევრებისთვის, კონტაქტებისთვისა და მათი პერსონალისთვის განკუთვნილ და მათ მიერ შესასრულებელ საერთო წესებს და ჩვენ, ყველა ჩვენი წევრისგან და კონტაქტისგან მოვითხოვთ მათ განუხრელ დაცვას.

• თქვენ პასუხისმგებელი ხართ მოცემული წესებისა და პირობების, მათზე თანდართული ქცევის წესებისა და ჩვენს სამუშაო სივრცეში განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნებისა და მითითებების განუხრელ დაცვაზე („გამაფრთხილებელი ნიშნები“). აღნიშნული ქცევის წესები და გამაფრთხილებელი ნიშნები ასევე უნდა დაიცვას ნებისმიერმა პირმა (მაგალითად, თქვენმა პერსონალმა, სტუმრებმა და სხვა მესამე პირებმა), რომლებიც სარგებლობენ და რომლებსაც წვდომა აქვთ სამუშაო სივრცეზე თქვენი სახელით. თუ თქვენ წარმოადგენთ წევრს ან კონტაქტს, რომელიც სამუშაო სივრცით სარგებლობს თავის პერსონალთან ერთად, თქვენ ვალდებულები ხართ უზრუნველჰყოთ თქვენი პერსონალისთვის და/ან სტუმრებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამუშაო სივრცეში არსებული და მოქმედი ქცევის წესების გამაფრთხილებელი ნიშნებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველჰყოთ მათგან შესაბამისი წერილობითი ინფორმირებული თანხმობების მოპოვება აღნიშნულ წესებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე (თუ წერილობითი თანხმობის მოპოვება მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობით). ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, მოცემულ წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ პერსონალსა და სტუმრებზე ავტომატურად ვრცელდება მოცემული წესებისა და პირობების დაცვის ვალდებულება და შესაბამისად, ჩვენ უფლებამოსილი ვართ მოვითხოვოთ მათგან ჩვენ მიერ არსებული და პერიოდულად შემუშავებული ყველა ქცევის წესისა თუ შიდა პოლიტიკის განუხრელი დაცვა. თქვენი სტუმრები დამატებით ვალდებულნი არიან დაიცვან ჩვენს სამუშაო სივრცეში არსებული სტუმრის წესები და პირობები.

• გარდა ქცევის წესებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა, თქვენ და/ან თქვენი პერსონალი დამატებით ვალდებული ხართ პატივი სცეთ ჩვენი და ჩვენი სხვა წევრების/კონტაქტების სამუშაო პროცესს და წარმართოთ თქვენი სამუშაო პროცესი იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოთ სამუშაო სივრცის ჩვეულ სამუშაო პირობებში ფუნქციონირებას. თქვენი ან თქვენი პერსონალის/სტუმრების მიერ თქვენი სამუშაო სივრცის გამოყენებამ ჩვენს სამუშაო სივრცეში არ უნდა შექმნას ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები და სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის საშიში გარემო. თქვენ და/ან თქვენი პერსონალი/სტუმრები სრულად და სოლიდარულად პასუხისმგებლები ხართ ჩვენთვის ან სხვა წევრებისთვის/კონტაქტებისთვის, თქვენი, თქვენი პერსონალის ან სტუმრების არასათანადო ქცევის შედეგად მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, მატერიალურ ან არამატერიალურ ზიანზე, ამ წესების და პირობების, ქცევის წესებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების დარღვევის შედეგად.

თუ ხართ ჩვენი წევრის/კონტაქტის პერსონალი, ვიტოვებთ უფლებას დაგაკისროთ პასუხისმგებლობა ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი, მატერიალური ან არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა ჩვენთვის ან სხვა წევრებისთვის/კონტაქტებისთვის თქვენი ქმედებების/ქცევის ან/და ამ წესებისა და პირობების, ქცევის წესების და/ან გამაფრთხილებელი ნიშნების დარღვევის შედეგად.

მოცემული წესებისა და პირობების და სამუშაო სივრცეში მოქმედი ყველა ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ (იგულისხმება ერთობლივად, კონკრეტული წევრი/კონტაქტი ან/და პერსონალი/სტუმარი(სტუმრები)) სრულად ხართ პასუხისმგებელი ასეთი დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე. გარდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებისა, ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი დისკრეციით დროებით ან მუდმივად შეგიზღუდოთ ან შეგიწყვიტოთ თქვენი ან თქვენი პერსონალის/სტუმრების სამუშაო სივრცეზე წვდომა, დარღვევის სიხშირისა და სიმძაფრის გათვალისწინებით. საწევრო პაკეტში, პროდუქტში და/ან დამატებით ფასიან სერვისებში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას თქვენთვის, თქვენი პერსონალისთვის/ სტუმრისთვის წინამდებარე პუნქტის შესაბამისად თქვენი სამუშაო სივრცეზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.

• სამეთვალყურეო ვიდეო კამერები და ჩაწერა. თქვენ გაქვთ წვდომა და სრული კონტროლი თქვენს სამუშაო სივრცესა და კუთვნილ ნივთებზე, ხოლო D Block მისი ჩვეული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს იმ შენობის პერიმეტრის და საერთო სარგებლობის სივრცეების დაცვას (საერთო პერიმეტრზე და საერთო სარგებლობის ფართებზე განლაგებული სამეთვალყურეო ვიდეო კამერებისა და გამოყოფილი უსაფრთხოების თანამშრომელთა ჯგუფის საშუალებით, რომლებიც 24/7 რეჟიმში იცავენ D Block-ის საერთო სარგებლობის სივრცეებს), სადაც მდებარეობს სამუშაო სივრცე.

თქვენ, თქვენი პერსონალი და/ან სტუმარი სრულად ხართ პასუხისმგებელი სამუშაო სივრცეში განთავსებული თქვენი და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის კუთვნილი ნივთებისა და ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენებასა და შენახვაზე და მათი დაკარგვის, ქურდობის, დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ D Block-ის ადმინისტრაციას და განაცხადოთ აღნიშნული ან ნებისმიერი სხვა ტიპის ინციდენტის აღმოჩენის შესახებ, რა შემთხვევაშიც D Block-ის ადმინისტრაცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში შეამოწმებს ინციდენტის მოხდენის თარიღზე არსებულ ვიდეო-ჩანაწერებს და უარყოფს ან დაგიდასტურებთ ინციდენტის არსებობის ფაქტს.

სამეთვალყურეო ვიდეო კამერების ჩანაწერები ინახება მათი ჩაწერიდან სულ მცირე 30 დღის ვადით.

თქვენ და თქვენი პერსონალი ითვალისწინებთ და არ აცხადებთ პრეტენზიას მასზედ, რომ D Block-ის საერთო სარგებლობის სივრცეში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეო კამერების განლაგების გათვალისწინებით, D Block-მა შესაძლოა ვერ გამოავლინოს ინციდენტის არსებობის ფაქტი, რადგან სამეთვალყურეო ვიდეო კამერები, მათი განლაგებიდან გამომდინარე ვერ აფიქსირებდნენ ინციდენტის ადგილს, რის გამოც D Block-ს თქვენ მიერ არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა და/ან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

D Block-ის მიერ თქვენთვის ინციდენტის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ მიერ ინციდენტთან დაკავშირებით შემდგომი საქმის წარმოების მიზნებისთვის, D Block-ს ინციდენტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღებისა და თქვენთვის ჩვენების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად, თქვენ თავად მიმართავთ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ინციდენტის არსებობის თაობაზე და აღნიშნულზე შესაბამისი საგამოძიებო პროცედურების დაწყების მოთხოვნით. მოცემული წესებისა და პირობების მიზნებისთვის, ინციდენტი განიმარტება როგორც: (ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაული; (ბ) ასევე, ნებისმიერი პირის ქონების და/ან ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდებოდეს ან არ კვალიფიცირდებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულად.

• დაკარგული და ნაპოვნი ნივთები. სამუშაო სივრცეში დაკარგული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, ასეთ ნივთს ვინახავთ სპეციალურად გამოყოფილ „დაკარგული და ნაპოვნი ნივთების“ სათავსოში, მინიმუმ 3 (სამი) თვის განმავლობაში, თუმცა არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა, ნივთის ღირებულებიდან გამომდინარე. თქვენ და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის მიერ კუთვნილი ნივთს სამუშაო სივრცეში დაკარგვის შემთხვევაში, დახმარებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ „D ბლოკის“ მიმღებში, დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსოს შესამოწმებლად. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას თუ თქვენი დაკარგული ნივთები არ აღმოჩნდება დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსოში. თქვენ და/ან თქვენმა პერსონალმა/სტუმარმა უნდა იზრუნოთ საკუთარი ნივთების უსაფრთხოდ შენახვაზე და ჩვენ არ შეიძლება დაგვეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მათი დაკარგვის/ქურდობის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში.

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსოში შენახვის პირობებზე. შენახვის მინიმალური ვადის გასვლის შემდგომ, ჩვენ უფლებამოსილი ვართ მოვახდინოთ ნაპოვნი ნივთების დაცლა დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსოდან და მათი შემდგომი განკარგვა, ყოველგვარი ვალდებულების და პასუხისმგებლობის გარეშე.

დაკარგული და ნაპოვნი ნივთების სათავსოში არ ვინახავთ საკვების, სასმლის, თამბაქოს და/ან მედიკამენტებს/სამედიცინო საშუალებებს და შესაბამისად, ასეთი სახის საშუალებების/ნივთიერებების შენახვაზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას.

• D Block საერთო სარგებლობის სივრცეზე, სადაც განლაგებულია თქვენი სამუშაო სივრცე, განთავსებულია საევაკუაციო გასასვლელები შესაბამისი ნიშნებითა და გეგმით (შემდგომში „საევაკუაციო წესები“). საევაკუაციო გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რასთან დაკავშირებითაც D Block მოახდენს თქვენს დაუყოვნებლივ ინფორმირებას, თქვენ და თქვენი პერსონალი/სტუმრები სრულად ხართ პასუხისმგებლები და ვალდებულები, დაემორჩილოთ D Block-ის მიერ განთავსებულ საევაკუაციო წესებს. D Block-მა შესაძლოა წელიწადში ორჯერ თავის სივრცეზე ჩაატაროს პერიოდული საევაკუაციო ტრეინინგები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ წინასწარ და წერილობით გაცნობებთ.

• თქვენს სამუშაო სივრცეში სტუმრების მოწვევა ხდება მოცემულ ვებ-გვერდზე განთავსებული თქვენი პირადი პორტალის გამოყენებით. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ წევრი სამუშაო სივრცეში მოცემული პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად მოიწვიეთ სტუმრის სივრცეში მოსვლამდე.

წევრს უფლება აქვს ერთ დღეში მხოლოდ 5 სტუმარი მოიწვიოს. სტუმრის მოწვევა სამუშაო სივრცეში შესაძლებელია 2 საათით. იმ შემთხვევაში თუ სტუმარი მოდის 2 საათზე მეტი დროის ვადით, წევრმა უნდა დაჯავშნოს შეხვედრების ოთახი ან შეიძინოს D Pass პროდუქტი. ერთი ვიზიტის ფარგლებში არ შეიძლება 2 სტუმარზე მეტის რეგისტრაცია, თუ წევრი არ იყენებს შეხვედრების ოთახს.

სტუმარს არ აქვს უფლება, რომ სამუშაო სივრცეში მიმღებთან რეგისტრაციის გარეშე შემოვიდეს. ასევე, დ ბლოკის ტერიტორიის დატოვებისას, სტუმარი უნდა ეწვიოს მიმღებს და დატოვოს ბეჯი.

წევრის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული წესების დარღვევით სტუმრის მოწვევის შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას არ დავუშვათ სტუმარი თქვენს სამუშაო სივრცეზე ან შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი დრო, სტუმრისთვის თქვენს სამუშაო სივრცეზე წვდომის გასააქტიურებლად, რასთან დაკავშირებითაც ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას შექმნილ დისკომფორტზე.

• დასუფთავების სამსახური. D Block-ის დასუფთავების სამსახური D Block-ის საერთო სამუშაო სივრცეების მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს დასუფთავების სამუშაოებს, ყოველ დღე, ღამის 12 საათიდან დილის 9 საათის ჩათვლით პერიოდის ნებისმიერ მონაკვეთში. დასუფთავების სამუშაოების ჩატარება თქვენს სამუშაო სივრცეზე ხდება ზედაპირულად და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი არ ახდენს დასუფთავების სამუშაოების მიზნებისთვის თქვენი კუთვნილი ინვენტარისა და ნივთების თქვენი სამუშაო სივრციდან დროებით მიგრირებას. თუ დასუფთავების სამსახურის წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო საათებში თქვენ სარგებლობთ სამუშაო სივრცით და მოცემულ პერიოდზე არ გსურთ თქვენს სამუშაო სივრცეზე ჩატარდეს დასუფთავების სამუშაოები, თქვენ წინასწარ უნდა მიმართოთ D Block-ის ადმინისტრაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, თქვენ ითვალისწინებთ, რომ თქვენი სამუშაო სივრცის გარდა, D Block-ის სხვა საერთო სამუშაო სივრცეების დარჩენილ მთლიან პერიმეტრზე ჩვეულებრივ გაგრძელდება დასუფთავების სამუშაოები და D Block არ არის პასუხისმგებელი თქვენთვის შექმნილი დისკომფორტისთვის.

• კომუნალური მომსახურებები. ელექტროენერგია, წყალმომარაგება და ინტერნეტ რესურსი სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომია უწყვეტად, დღე-ღამის 24 საათიან რეჟიმში. D Block არ არის პასუხისმგებელი თქვენთვის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და/ან ინტერნეტ რესურსის ხარვეზიანად მიწოდებაზე ან მიწოდების შეწყვეტაზე, თუ აღნიშნული გამომდინარეობს შესაბამისი კომუნალური და/ან ინტერნეტ რესურსის პროვაიდერის ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში გეგმიური სამუშაოების მიმდინარეობიდან, ავარიული და/ან სხვა ნებისმიერი სახის ტექნიკური შეფერხებიდან. შესაბამისი კომუნალური ან ინტერნეტ რესურსის პროვაიდერის მხრიდან თავის ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში გეგმიური სამუშაოების ჩატარებასთან, ავარიული შემთხვევის არსებობასთან ან სხვა ტექნიკურ შეფერხებასთან დაკავშირებით D Block-ის ინფორმირების შემთხვევაში, D Block აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოახდენს თქვენს ინფორმირებას. თუ თქვენთვის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და/ან ინტერნეტ რესურსის მოწოდება დროებით იზღუდება D Block-ის ტექნიკური შეფერხებების საფუძველზე, D Block-ის შესაბამისი გუნდი მოახდენს აღნიშნულზე სწრაფ რეაგირებასა და არსებული პრობლემის გონივრულ ვადებში აღმოფხვრას.

• ამანათები და კორესპონდენცია. ჩვენ თქვენი დავალებისა და მოთხოვნის საფუძველზე ვიღებთ თქვენს და/ან თქვენი პერსონალის შემოსულ კორესპონდენციას/ამანათებს. ჩვენ არ ვახდენთ თქვენი ამანათებისა და კორესპონდენციის გაგზავნას. შემოსული კორესპონდენციის/ამანათების მიღება გულისხმობს მათ შენახვას ჩვენს სამუშაო სივრცეში სპეციალურად გამოყოფილ სათავსოში, მათი მიღებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში. თქვენ ან თქვენ მიერ გამოყოფილი შესაბამისი უფლებამოსილი პირი მიიღებთ პერიოდულ შეტყობინებებს სათავსოდან თქვენი კუთვნილი ამანათების/კორესპონდენციის გატანის შესახებ. თუ თქვენ არ უზრუნველჰყოფთ თქვენი კუთვნილი კორესპონდენციის/ამანათების ჩვენი სათავსოდან დადგენილ ვადაში გატანას, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი მის შემდგომ შენახვაზე და ვიტოვებთ უფლებას, თავად ვუზრუნველვჰყოთ ჩვენი შეხედულებისამებრ ასეთი კორესპონდენციის/ამანათების ჩვენი სათავსოდან დაცლა, მათი შემდგომი განკარგვისთვის, ყოველგვარი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გარეშე.

მოცემული მუხლის მიზნებისთვის, „თქვენი კორესპონდენცია“ ან „თქვენი ამანათი“ ნიშნავს წევრის (და წევრის პერსონალის) კორესპონდენციას ან ამანათს, რომლებსაც შეძენილი აქვთ და სარგებლობენ ჩვენი საწევრო პაკეტებით (მაგ. Box და Flex საწევრო პაკეტები).

ჩვენ არ ვიღებთ კონტაქტების (D-Pass პროდუქტის მომხმარებლების) კორესპონდენციას ან ამანათებს, რადგან არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ კორესპონდენციის/პაკეტების შენახვაზე ისეთი მოკლე ვადით, რა ვადაშიც D Pass პროდუქტის მომხმარებლები (კონტაქტები) იმყოფებიან ჩვენს სამუშაო სივრცეში.

ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ მხოლოდ შემდეგი კრიტერიუმის მქონე კორესპონდენციასა და ამანათებს:

კორესპონდენცია: ნებისმიერი ზომა

ამანათი: მაქსიმალური ზომა - 34X32X10 სმ, მაქსიმალური წონა - 3 კილო

თუ კორესპონდენცია ან ამანათი ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათ მიღებაზე. აგრეთვე, D Block არ არის პასუხისმგებელი წევრის მიერ ამანათის ჩაბარებით, დაგვიანებით ჩაბარებით ან ამანათის ჩაბარებაზე უარის თქმით წევრისთვის დამდგარ შედეგებზე.

• სამუშაო სივრცეზე წვდომისთვის, თქვენ ან/და თქვენს პერსონალს შესაძლოა გადმოგეცეთ სამუშაო სივრცეზე დროებით წვდომის ბარათი, რომელიც გააქტიურდება ჩვენი პროდუქტის ან საწევრო პაკეტის შეძენის ეტაპზე და მოქმედებს შესაბამისი საწევრო პაკეტის ან პროდუქტის ვადის განმავლობაში. თუ თქვენ განაგრძობთ შესაბამისი საწევრო პაკეტის ან პროდუქტის გამოყენებას ახალი ვადით, D Block უზრუნველყოფს ბარათის თავიდან გააქტიურებას შესაბამისი ვადით. წვდომის ბარათით სარგებლობის ეტაპზე ვალდებული ხართ გაუფრთხილდეთ მას მისი დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისგან და გეკრძალებათ მისი სხვა მესამე პირზე გადაცემა. თქვენ ვალდებული ხართ უზრუნველჰყოთ D Block-ისთვის თქვენს მფლობელობაში არსებული წვდომის ბარათის დაბრუნება დაუყოვნებლივ შესაბამისი საწევრო პაკეტის ან პროდუქტის ვადის ამოწურვის შემდგომ, იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი გადმოგეცათ.

თუ თქვენ (იგულისხმება ჩვენი წევრი, კონტაქტი, ან მისი პერსონალი) ვერ დააბრუნებთ წვდომის ბარათს შესაბამისი საწევრო პაკეტის ან პროდუქტის ვადის გასვლის შემდგომ, ან თუ D Block-ისთვის გადაცემული წვდომის ბარათი აღმოჩნდება დაზიანებულ ან განადგურებულ მდგომარეობაში, ყოველი დარღვევის შემთხვევაზე დაგეკისრებათ ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

აკრძალულია ნებისმიერი მცდელობა ან მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს წვდომის ბარათის დაშლას, მის შიდა პროგრამულ კომპონენტებზე ან მიკროსქემებზე წვდომას ან რაიმე სხვა ქმედებას მიმართულს წვდომის ბარათის შიდა კოდებისა და პროგრამული სეგმენტების გაშიფვრისკენ.

თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ (იგულისხმება ჩვენი წევრი, კონტაქტი ან მისი პერსონალი) წვდომის ბარათის დაზიანების, დაკარგვის, ქურდობის ან განადგურების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, D Block დაბლოკავს ასეთ წვდომის ბარათს და გადმოგცემთ ახალ გააქტიურებულ ბარათს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაიხდით ბარათის დაკარგვისთვის, დაზიანებისთვის ან განადგურებისთვის მოცემული მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმას.

თუ თქვენს შეგეზღუდათ წვდომა სამუშაო სივრცეზე ზემოაღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, D Block არ არის პასუხისმგებელი ან ვალდებული თქვენ მიერ შესაბამისი საწევრო პაკეტით ან პროდუქტით სარგებლობისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. ჩვენ აგრეთვე არ შეიძლება დაგვეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა დისკომფორტისთვის, რომელიც შესაძლოა შეგექმნათ სამუშაო სივრცეზე შეზღუდული ან დაგვიანებული წვდომიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდიდან ახალი წვდომის ბარათის დამზადებამდე არსებულ პერიოდში.

• სამუშაო სივრცესა და შენობის მთელ სივრცეებსა და საერთო ადგილებში, სადაც სამუშაო სივრცე მდებარეობს აკრძალულია თამბაქოს მოწევა ან/და რაიმე სახის ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების მიღება. თუ თქვენ ან თქვენი პერსონალის რომელიმე წევრი ან სტუმარი დაარღვევთ ამ მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, ვიტოვებთ უფლებას დაგაკისროთ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ყოველ დარღვევაზე და მოვითხოვოთ კომპენსაცია ნებისმიერი ზიანისთვის (მათ შორის D ბლოკის მიერ გადახდილი ჯარიმების ანაზღაურება), რომელიც გამოწვეულია თქვენი, თქვენი პერსონალის ან სტუმრის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის შედეგად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენ უფლება გვაქვს ჩვენი შეხედულებისამებრ, დაუყოვნებლივ დროებით ან მუდმივად შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ თქვენი, თქვენი პერსონალის ან სტუმრის წვდომა სამუშაო სივრცეზე და შევწყვიტოთ შესაბამისი საწევრო ხელშეკრულება, ყოველგვარი ვალდებულების და პასუხისმგებლობის გარეშე, თუ აღნიშნული დარღვევა გრძელდება, ჩვენგან შესაბამისი გაფრთხილებების მიღების მიუხედავად. ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად, სამუშაო სივრცეზე წვდომის შეჩერება და/ან ჩვენ მიერ შესაბამისი საწევრო ხელშეკრულების შეწყვეტა არ გათავისუფლებთ სამუშაო სივრცეზე წვდომის შეჩერების და/ან შეწყვეტის თარიღისთვის დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულებისგან. შეუსრულებელი ვალდებულებები მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) გადაუხდელი საწევრო პაკეტების საფასურისა და ჯარიმების გადახდას, ასევე წარმოშობილი ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურებას.

• D Block საერთო სამუშაო სივრცეების მთელს პერიმეტრზე აკრძალულია კომერციული ხასიათის ფოტო/ვიდეო გადაღება. კომერციული ხასიათის ფოტო/ვიდეო მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, D Block უფლებამოსილია, მოითხოვოს მათი დაუყოვნებლივ წაშლა, როგორც პირადი მოწყობილობიდან, ასევე ნებისმიერი სოციალური მედია პლატფორმიდან ან ვებ-გვერდიდან.

• სარემონტო სამუშაოები შენობაში. D Block უფლებამოსილია სამუშაო სივრცეზე პერიოდულად განახორციელოს პროფილაქტიკური და აღდგენითი სარემონტო სამუშაოები, სამუშაო სივრცეზე მისი ნორმალური ოპერირების შედეგად დამდგარი ცვეთიდან გამომდინარე მოსალოდნელი დაზიანების პრევენციის ან შემცირების მიზნით (შემდგომში „პროფილაქტიკური სამუშაოები“) (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). D Block არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე გაცნობებთ წერილობით დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების შესახებ. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს პროფილაქტიკური სამუშაოების დაწყების ზუსტი დრო და სავარაუდო ხანგრძლივობა. D Block მიიღებს მაქსიმალურ ზომებს, რომ პროფილაქტიკურმა სამუშაოებმა არ შეზღუდოს სამუშაო სივრცეზე თქვენი სამუშაო პროცესი ხანგრძლივი ვადით.

• გაფრთხილება იურიდიული პირის სტატუსის მქონე წევრებისთვის. თქვენი, თქვენი პერსონალის ან სტუმრების მიერ სამუშაო სივრცის (მათ შორის ჩვენი ინვენტარის, ავეჯის და/ან ტექნიკურ მოწყობილობების) დაზიანების შემთხვევაში, თქვენ დაგეკისრებათ D Block-ისთვის შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშრებით D Block-ის მიერ გაწეული ყველა და ნებისმიერი სახის ხარჯის და სხვა ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, D Block-ის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

• გაფრთხილება ფიზიკური პირის სტატუსის მქონე წევრებისა და კონტაქტებისთვის. თქვენი, თქვენი პერსონალის ან სტუმრების მიერ სამუშაო სივრცის (მათ შორის ჩვენი ინვენტარის, ავეჯის და/ან ტექნიკურ მოწყობილობების) დაზიანების შემთხვევაში, თქვენ დაგეკისრებათ D Block-ისთვის შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშრებით D Block-ის მიერ გაწეული ყველა და ნებისმიერი სახის ხარჯის და სხვა ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, D Block-ის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

• თქვენ ვალდებული ხართ მოუაროთ სამუშაო სივრცეს, მკაცრად დაიცვათ შრომის, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, შენობაში, სადაც სამუშაო სივრცე მდებარეობს, არსებული მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე არსებული საინჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლუატაციის წესები, უზრუნველჰყოთ საკუთარი პერსონალისა და სტუმრების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე შენობაში, სადაც სამუშაო სივრცე მდებარეობს და შექმნათ შრომის უსაფრთხო პირობები.

5. ანგარიშსწორება

• საწევრო პაკეტებთან, პროდუქტებთან და დამატებით ფასიან სერვისებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება წარმოებს წინასწარ, ჩვენ მიერ გაცემული შესაბამისი ინვოისის საფუძველზე. საწევრო პაკეტებთან დაკავშირებული კომერციული პირობები და ანგარიშსწორების პროცედურები ასევე განისაზღვრება კონკრეტულ წევრთან გაფორმებული ინდივიდუალური საწევრო ხელშეკრულებით. ჩვენს საწევრო პაკეტებსა და პროდუქტებზე ვრცელდება ანგარიშსწორების შემდეგი წესები:

1. D Pass პროდუქტზე ვრცელდება დღიური ფასი, რომლის გადახდა ხდება წინასწარ და აქტიურდება D Pass პროდუქტის მოქმედების ვადით, რომელიც განსაზღვრულია მოცემული წესებისა და პირობების პროდუქტების განმარტების ნაწილში. შესაბამისად, D Pass პროდუქტის შეძენით კონტაქტს უფლება აქვს ისარგებლოს სამუშაო სივრცით D Pass პროდუქტის აღნიშნული მოქმედების ვადით.

2. Flex საწევრო პაკეტზე ვრცელდება ყოველთვიური საფასური, რომლის ანგარიშსწორება ხდება წინასწარ და წევრს ენიჭება სამუშაო სივრცეზე წვდომა 1 (ერთი) თვის ვადით. აღნიშნული 1 (ერთი) თვიანი ვადის ათვლა იწყება Flex საწევრო პაკეტის შეძენის ან ნებისმიერი სხვა არჩეული თარიღიდან და სრულდება შემდგომი თვის იგივე თარიღზე;

3. Box საწევრო პაკეტზე ვრცელდება ყოველთვიური საფასური, რომლის ანგარიშსწორება ხდება წინასწარ და გადახდის შემდეგ წევრს/წევრის პერსონალს ენიჭება სამუშაო სივრცეზე წვდომა Box საწევრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით.

• ყველა და ნებისმიერი გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკომისიოზე/ხარჯზე პასუხისმგებელია წევრი ან კონტაქტი.

• ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად, თქვენი მხრიდან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულება შესრულებულად ითვლება ჩვენს საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხის ასახვის მომენტიდან.

• ამ წესებისა და პირობების და/ან კონკრეტული საწევრო ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფარგლებში განხორციელებული გადახდები არ ექვემდებარება წევრისთვის და/ან კონტაქტისთვის დაბრუნებას, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი საწევრო ხელშეკრულებით. Flex საწევრო პაკეტზე გადახდილი საფასური მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარება წევრისთვის დაბრუნებას, თუ წევრი სულ მცირე 1 (ერთი) თვით ადრე გააუქმებს შეძენილ Flex საწევრო პაკეტს, მის გააქტიურებამდე.

• ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ცალმხრივად შევცვალოთ, გავზარდოთ ან შევამციროთ საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და დამატებითი ფასიანი სერვისების საფასური, ჩვენი შეხედულებისამებრ, თქვენთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გამოგზავნის საფუძველზე, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული შესაბამისი საწევრო ხელშეკრულებით.

• მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ იგი არ განახორციელებს D BLOCK-თან ანგარიშსწორებას და არ დაავალებს არც სხვა მესამე პირს, რომ მისი სახელით განახორციელოს რაიმე სახის ანგარიშსწორება, თუ ასეთი ანგარიშსწორება პირდაპირ ან არაპირდაპირ ხორციელდება „სანქცირებული პირებისგან“ (სანქცირებული პირები განიმარტება, როგორც ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან მთავრობა, რომელზეც ვრცელდება ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციები, როგორც ეს განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობითა და რეგულაციებით, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება იმ სანქციებით, რომელიც დაწესებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის და სხვა შესაბამისი იურისდიქციის მიერ).

6. შეწყვეტა და გაუქმება

• D Pass პროდუქტი არ ექვემდებარება კონტაქტის მიერ გაუქმებას და შესაბამისად D Pass პროდუქტის შესაძენად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, მისი შეძენის შემდგომ.

• Flex საწევრო პაკეტი არ ექვემდებარება გაუქმებს მისი მოქმედი ვადის ფარგლებში და/ან თუ მის გააქტიურებამდე დარჩენილია 1 (ერთი) თვეზე ნაკლები ვადა.

• Box საწევრო პაკეტის მოქმედების ვადა, მისი შეწყვეტისა და გაუქმების წესები და პირობები გათვალისწინებულია შესაბამის საწევრო ხელშეკრულებაში.

• საწევრო პაკეტების და/ან პროდუქტების შეწყვეტა ან გაუქმება არ იწვევს მოცემული წესებისა და პირობების, მათ შორის და არა მხოლოდ შემდეგი მუხლებისა და დებულებების შეწყვეტას: მუხლი 4 – კონფიდენციალურობა, მუხლი 6 – განცხადებები და გარანტიები, 7.4 და 7.5 პუნქტები – ინტელექტუალური საკუთრება და ინტელექტუალურ საკუთრების გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ზიანის ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის მუხლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან სხვა მუხლები და პუნქტები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამის საწევრო ხელშეკრულებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რომლებიც მათი შინაარსიდან და მიზნობრიობიდან გამომდინარე ძალას ინარჩუნებენ საწევრო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან მათი ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემდგომაც.

• როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენი მხრიდან მოცემული წესებისა და პირობების, ქცევის წესების და/ან შესაბამისი საწევრო პაკეტების არსებითი დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა დროებით ან მუდმივად შეგიჩეროთ და/ან შეგიწყვიტოთ წვდომა ჩვენს სამუშაო სივრცეზე. თქვენთვის სამუშაო სივრცეზე წვდომის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას ჯარიმის სახით უარი ვთქვათ თქვენთვის გადახდილი თანხის დაბრუნებაზე. ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად, თუ თქვენ მიერ მოცემული წესებითა და პირობებით, საწევრო ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან ქცევის წესებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ჩვენთვის წარმოშობილი ზიანის მოცულობა აღემატება თქვენ მიერ წინასწარ გადახდილი თანხის ოდენობას, ჩვენ აგრეთვე ვიტოვებთ უფლებას დაგაკისროთ ზიანის სრული ანაზღაურება.

• ჩვენ შესაძლოა შეგიწყვიტოთ საწევრო ხელშეკრულება ან დროებით შეგიჩეროთ სამუშაო სივრცეზე წვდომა, ყოველგვარი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, თუ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებულ ობიექტურ მიზეზთა გამო, რომელიც შესაძლოა კვალიფიცირდებოდეს ან არ კვალიფიცირდებოდეს ფორსმაჟორულ გარემოებად, ჩვენთვის დროებით ან მუდმივად შეუძლებელი ხდება ჩვენი წევრებისთვის და კონტაქტებისთვის სამუშაო სივრცის მიწოდება.

• თქვენ ვალდებული ხართ საწევრო პაკეტის და/ან პროდუქტის მოქმედების ვადის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის თარიღისთვის სრულად გამოთავისუფლებული გქონდეს სამუშაო სივრცე. თუ არაუგვიანეს საწევრო პაკეტის და/ან პროდუქტის მოქმედების ვადის შეწყვეტის თარიღისთვის თქვენ არ გამოათავისუფლებთ სამუშაო სივრცეს და არც მოცემული თარიღიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველჰყოფთ სამუშაო სივრცის გამოთავისუფლებას, D Block იტოვებს უფლებას, მოცემული ვადის გასვლის შემდეგ თავად მოახდინოს სამუშაო სივრცის გამოთავისუფლება და შეინახოს თქვენი ინვენტარი, მოწყობილობები და ნივთები თავის კუთვნილ სივრცეში, მათი მიგრირებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო თუ ამ ვადის განმავლობაშიც თქვენ არ უზრუნველჰყოფთ მათ D Block-ის კუთვნილი სივრციდან გატანას, D Block არ აგებს პასუხს თქვენი ინვენტარის, მოწყობილობებისა და ნივთების უსაფრთხოდ შენახვაზე და/ან მათ დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან განადგურებაზე.

• საწევრო პაკეტის და/ან პროდუქტის რაიმე საფუძვლით შეწყვეტა არ გათავისუფლებთ მოცემული წესებისა და პირობებიდან და/ან შესაბამისი საწევრო ხელშეკრულებიდან (ასეთს არსებობის შემთხვევაში) გამომდინარე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული შეუსრულებელი ვალდებულებების და/ან სხვა ნებისმიერი შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულებისგან.

7. კონფიდენციალობა

• D Block-ის სხვა წევრებთან დაკავშირებული პერსონალური და მაიდენტიფიცირებელი მონაცემის შემცველი ყველა და ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ინფორმაცია მათი საქმიანობის, ბიზნეს მოდელისა და სამომავლო გეგმების შესახებ, D Block-თან და კორპორატიულ ჰონლდინგში შემავალი D Block-ის ნებისმიერ აფილირებულ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური და იურიდიული სახის ინფორმაცია, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი იდეა, მეთოდი, სისტემა, კონცეფცია, პრინციპი, დოკუმენტი, პროცესი, ხერხი, “know how” და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელთანაც საწევრო პაკეტებით და/ან პროდუქტით სარგებლობის ფარგლებში თქვენ გქონდათ, გაქვთ ან შესაძლოა გქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი წვდომა და რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს D Block-ს და/ან უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მის კონკურენტუნარიანობაზე, წარმოადგენს მკაცრად კონფიდენციალურ ინფორმაციას (შემდგომში „კონფიდენციალური ინფორმაცია“) და თქვენ არ გაქვთ უფლება, D Block-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გაუმჟღავნოთ იგი ნებისმიერ მესამე პირს და/ან ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოთ იგი სხვა მესამე პირთათვის

• მოცემული წესებითა და პირობებით გათვალისწინებული კონფიდენციალობის ვალდებულება ძალას ინარჩუნებს საწევრო პაკეტების და/ან პროდუქტების ვადის ამოწურვის ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემდგომაც. თქვენ ვალდებული ხართ კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად მიიღოთ ისეთივე ზომები, რა ზომებსაც მიიღებდით საკუთარი კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად და რომელზეც თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ თქვენ მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად მიღებული ზომები წარმოადგენენ არაავტორიზებული გამჟღავნებისგან, გავრცელებისგან ან გამოყენებისგან დამცავ შესაფერის საშუალებას. თქვენ უფლება გაქვთ გაუმჟღავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ ისეთ თანამშრომლებს, რომლებსაც სჭირდებათ ასეთ ინფორმაციაზე წვდომა მოცემული წესებისა და პირობების და/ან შესაბამისი საწევრო ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული მიზნებითა და შესაბამის ვალდებულებათა შესასრულებლად. ასეთი პირები განუხრელად უნდა იცავდნენ კონფიდენციალობის იგივე ვალდებულებებსა და სტანდარტებს, რომლებიც მოცემული წესებითა და პირობებით არის გათვალისწინებული. თქვენ უფლება გაქვთ მოცემულ მუხლში მითითებული კონფიდენციალური ინფორმაცია გაამჟღავნოთ მხოლოდ კანონის საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ან დავის განმხილველი ორგანოს წინაშე საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, რის თაობაზეც წინასწარ წერილობით უნდა აცნობოთ D Block-ს. სხვა შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ აუნაზღაუროთ D Block-ს ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახის ზიანი, რაც D Block-ს წარმოეშვა თქვენ მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის არამართლზომიერი და არანებადართული გამჟღავნების შედეგად.

• თქვენ ვალდებული ხართ შესაბამისი საწევრო ხელშეკრულების შეწყვეტის და/ან ჩვენი შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისთანავე გაანადგუროთ მატერიალური ფორმით არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია და/ან დაუბრუნოთ იგი D Block-ს. მატერიალური ფორმით გაცემული კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს ნებისმიერ ასლს, რომელიც თქვენ გააკეთეთ და ყველა ჩანაწერს თუ სხვა მითითებას კონფიდენციალურ ინფორმაციაზე დოკუმენტებში.

8. მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ, ვინახავთ, გადავცემთ და ვიცავთ მომხმარებლის, მისი პერსონალისა და ვიზიტორის პერსონალურ მონაცემებს, ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და მონაცემთა დაცვის შესახებ ყველა მოქმედი და სავალდებულო კანონის მოთხოვნათა დაცვით.

9. ვებგვერდით სარგებლობის პირობები და ინტელექტუალური საკუთრება

• პირადი ანგარიშის (პორტალის) შექმნით, გამოყენებითა და ჩვენს ვებ-გვერდზე წევრად ან კონტაქტად რეგისტრირებით, გადმოგეცემათ არაექსკლუზიური, არა-ქველიცენზირებადი და არაგადაცემადი უფლება, გამოიყენოთ მოცემული ვებ-გვერდი პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის.

• ვებგვერდით სარგებლობა შესაძლებელია მოცემულ მომენტში არსებული და ხელმისაწვდომი ხარისხითა და მდგომარეობით. ჩვენ შესაძლოა პერიოდულად შევცვალოთ, განვაახლოთ და გავაუმჯობესოთ ვებ-გვერდის ფუნქციონალი და მისი ტექნიკური გამართულობა, თუმცა, ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვიღებთ რაიმე სახის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.

• საწევრო პაკეტის შეძენის შედეგად ვებ-გვერდზე წევრის სტატუსით დარეგისტრირებით, თქვენ და თქვენს იმ პერსონალს, რომლებმაც გაააქტიურეთ მომხმარებლის პროფილი და საჯაროდ ხილვადი გახადეთ იგი D Block-ის სხვა წევრებისთვის, პორტალზე შესაძლებლობა გეძლევათ ვირტუალურად გაეცნოთ და გაგიცნონ, დაუკავშირდეთ და დაგიკავშირდნენ D Block-ის სხვა წევრები. თუ არ გსურთ D Block-ის სხვა წევრებმა პორტალზე იხილონ თქვენი პირადი პროფილი, შეგიძლიათ დაფაროთ იგი პორტალის შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ მოცემული პორტალის საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე, D Block-ის სხვა წევრებთან გაცვლილ ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე და მათთან დამყარებულ ნებისმიერ კომუნიკაცია პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ და შესაბამისად, ჩვენ ვთავისუდლების ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობისგან თქვენი მხრიდან პორტალის მოცემული ფუნქციონალის გამოყენების შედეგად დამდგარ ზიანზე, ზარალზე, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დარღვევაზე და/ან სხვა ნებისმიერი სახის ზიანზე და შესაბამისად ეთანხმებით, რომ მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ასეთ დარღვევებსა და ზიანზე, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ თქვენ ან D Block-ის სხვა წევრებს.

• მოცემული ვებ-გვერდი, ისევე როგორც მისი ყველა ფუნქციონალი, დიზაინი და კომპონენტი, მასში გათვალისწინებული კონტენტი, პუბლიკაციები, სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, ბრენდები და სხვა საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებით დაცული ობიექტები, რომლებიც ინტეგრირებულნი და საჯაროდ ხელმისაწვდომნი მოცემულ ვებ-გვერდზე, წარმოადგენენ D Block-ის საკუთრებას ან იმყოფებიან მის კანონიერ მფლობელობაში.

• თქვენ გეკრძალებათ: (i) გამოიყენოთ მოცემული ვებ-გვერდი და/ან მასში ინტეგრირებული საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტები ნებისმიერი სხვა მიზნითა და ფორმით, გარდა მოცემული წესებითა და პირობებით პირდაპირ გათვალისწინებული და ნებადართული მიზნისა და ფორმისა (მაგ: მარკეტინგული შეთავაზებებისა და სიახლეების, ჩვენი საქმიანობის, საწევრო პაკეტების, პროდუქტებისა და დამატებითი ფასიანი მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პირადი პორტალის მართვისა და ჩვენი საწევრო პაკეტებით, პროდუქტებითა და დამატებითი ფასიანი სერვისებით სარგებლობის მიზნით), (ii) მოახდინოთ მოცემული ვებ-გვერდის ან მისი რომელიმე ფუნქციონალის წაშლა, შეცვლა ან რეპროდუცირება, (iii) გქონდეთ არანებადართული, არაავტორიზებადი წვდომა ვებ-გვერდზე განთავსებულ კონტენტზე, წაშალოთ ან შეცვალოთ კონტენტი, ან განათავსოთ ნებისმიერი ისეთი შინაარსის მქონე მასალა ან ინფორმაცია, რომელიც ახალისებს ძალადობასა და დისკრიმინაციას და/ან არსებითად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ინტერესებს, (v) გამოიყენოთ ვებ-გვერდი და/ან მასში განთავსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტები, თქვენი და/ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის კომერციული სარგებლობისთვის.

10. ინტერნეტით სარგებლობის პირობები

• სამუშაო სივრცეში ჩვენს წევრებს, კონტაქტებს, მათ პერსონალსა და სტუმრებს ვთავაზობთ უსადენო ინტერნეტ სერვისს. ჩვენს სამუშაო სივრცეში ინტერნეტ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მოცემულ მომენტში არსებული და ხელმისაწვდომი ხარისხითა და მდგომარეობით და შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით რაიმე სახის განცხადებასა და გარანტიას, მუდმივ რეჟიმში მისი კონკრეტული ხარისხითა და სიჩქარით მოწოდებასთან დაკავშირებით. სამუშაო სივრცეში კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით ჩვენს ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში ყველა გონივრული და კომერციული ზომის მიღებისა და დანერგვის მიუხედავად, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ინტერნეტის საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას და არ ვართ პასუხისმგებელი მის შინაარსზე, სიზუსტესა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ინტერნეტ სერვისით სარგებლობით თქვენ ინფორმირებულად იღებთ ინტერნეტ სივრცეში ნავიგაციასთან და მასში ხელმისაწვდომი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან და სიზუსტესთან დაკავშირებულ რისკებს. თქვენ, თქვენი პერსონალი და/ან სტუმრები პასუხისმგებელი ხართ თქვენს ტექნიკურ მოწყობილობაში უახლესი ანტივირუსული პროგრამების ინსტალაციაზე.

• ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები თქვენი ტექნიკური მოწყობილობების რაიმე ფორმით დაზიანებაზე, მასში ხელმისაწვდომი მეხსიერების არამიზნობრივ ხარჯვაზე ან სხვა ნებისმიერი სახის მავნე ზემოქმედებაზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს თქვენი და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის ტექნიკურ მოწყობილობას ან მასში არსებულ ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას, როდესაც ასეთი მოწყობილობა დაკავშირებულია ჩვენს სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომ ინტერნეტ სერვისთან. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ განზრახ თუ გაუფრთხილებელ ქმედებაზე, რამაც გამოიწვია სხვა წევრის, კონტაქტის და/ან იგივე ინტერნეტ სერვისის მომხმარებელ სხვა მესამე პირთა მოწყობილობების დაზიანება ან მათზე სხვა ნებისმიერი სახის მავნე ზემოქმედება. ჩვენ არ შეიძლება დაგვეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობას თქვენთვის, თქვენი პერსონალისთვის და/ან სტუმრისთვის დამდგარ ნებისმიერ ტექნიკურ, კომერციულ და/ან კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ზიანზე/ზარალზე, რომელიც თქვენ, თქვენს პერსონალს ან თქვენს სტუმრებს შესაძლოა წარმოგეშვათ ჩვენს სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომი ინტერნეტ სერვისით სარგებლობის შედეგად და ეთანხმებით, რომ მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ ასეთ ზიანზე/ზარალზე.

• ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი მიზეზით დავბლოკოთ, შევაჩეროთ და/ან შევწყვიტოთ თქვენი (თქვენი პერსონალის/სტუმრის) წვდომა ჩვენს სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომ ინტერნეტ სერვისზე, ნებისმიერი საშუალებით წავშალოთ, დავბლოკოთ, გავფილტროთ ან შევზღუდოთ ნებისმიერი მასალა, რომელიც ჩვენი შეფასებითა და გონივრული პრეზუმირების საფუძველზე წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგოს, სახიფათოსა ან არაეთიკურს, რომელმაც კანონის საფუძველზე შესაძლოა დაგვაკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა, დაარღვიოს სხვა მესამე პირთა, საავტორო და მომიჯნავე, ინტელექტუალური და/ან სხვა ნებისმიერი კერძო ან საჯარო სამართლებრივი უფლება, სავაჭრო საიდუმლოება, ინფორმაციის კონფიდენციალობა ან შესაძლოა წარმოადგენდეს ღირსების შემლახველი, დისკრიმინაციული, ძალადობრივი და/ან დეფამაციური შინაარსის მქონეს. აღნიშნული მიზნით, შესაძლოა ვითანამშრომლოთ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან და/ან მესამე პირებთან ნებისმიერი საეჭვო ან სავარაუდო კანონდარღვევის გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით. თქვენ (თქვენს პერსონალს და/ან სტუმრებს) გეკრძალებათ ჩვენი და სხვა წევრების/კონტაქტების/მესამე პირის ტექნიკურ მოწყობილობებზე, მათში განთავსებულ ანგარიშებზე, ფაილებზე, ინფორმაციასა თუ სხვა ნებისმიერი სახის მონაცემებზე არანებადართული, არაავტორიზებადი წვდომა, შესაბამისი წერილობითი თანხმობის წინასწარ მოპოვების გარეშე. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ თქვენი და/ან თქვენი თანამშრომლის/სტუმრის მხრიდან ასეთ ქმედებას ან ასეთი ქმედების განხორციელების მცდელობას, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავბლოკოთ, შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ თქვენი და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის წვდომა ჩვენს სამუშაო სივრცეში ხელმისაწვდომ ინტერნეტ სერვისზე.

• მოცემულ მუხლში გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების და/ან აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დროებით ან მუდმივად შევზღუდოთ, შევწყვიტოთ ან გავაუქმოთ თქვენი და/ან თქვენი პერსონალის/სტუმრის წვდომა ჩვენს სამუშაო სივრცეზე.

11. პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება

• D Block არ არის პასუხისმგებელი თქვენთვის (და არც თქვენი პერსონალის, სტუმრების და/ან სხვა ნებისმიერი პირის წინაშე, რომელთა მოთხოვნებიც გამომდინარეობს თქვენი უფლებებიდან) ნებისმიერი შემთხვევითი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი, მიუღებელი შემოსავლის, დაკარგული საქმიანი შესაძლებლობის, რეპუტაციულ და/ან ხარჯის სახით დამდგარ ზიანზე (მათ შორის და არა მხოლოდ, გაუფრთხილებელი ან ბრალეული ქმედების შედეგად დამდგარ ზიანზე), რომელიც გამომდინარეობს სახელშეკრულებო, დელიქტური თუ სხვა ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისგან და რომელიც გამომდინარეობს და/ან უკავშირდება მოცემულ წესებსა და პირობებს, შესაბამის საწევრო ხელშეკრულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ქცევის წესებსა თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, მიუხედავად იმისა ეცნობა, იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა D Block-ს ასეთი გარემოების დადგომის შესაძლებლობის შესახებ. მოცემულ მუხლში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამორიცხვა არ ვრცელდება D Block-ის მიერ უხეში დაუდევრობით, განზრახ ან მოტყუებით დამდგარ ზიანზე და/ან სხვა ისეთ გარემოებაზე, რომელზეც კანონმდებლობით დაუშვებელია პასუხისმგებლობის გამორიცხვა.

• D Block უარს ამბობს ყველანაირი სახისა და შინაარსის, გაცხადებულ, ნაგულისხმევ თუ სხვა ფორმით გამოხატულ განცხადებასა და გარანტიაზე საწევრო პაკეტებთან, პროდუქტებთან, დამატებით ფასიან სერვისებთან და მოცემულ ვებ-გვერდთან მიმართებით და მათი კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობასთან, შესაბამისობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

• რამდენადაც ეს დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ D Block ნებისმიერი პრეტენზიისგან და მოთხოვნისგან, მათ შორის მესამე მხარის პრეტენზიებისგან და მოთხოვნებისგან, ნებისმიერი ვალდებულებისა და ხარჯისგან, რომელიც გამოწვეულია თქვენი, თქვენი პერსონალის და/ან სტუმრების მიერ მოცემული წესებისა და პირობების, შესაბამისი საწევრო ხელშეკრულების, ქცევის წესების, ვალდებულებების, აკრძალვების, განცხადებებისა და გარანტიების დარღვევის შედეგად, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი პრეტენზია და/ან მოთხოვნა გამოწვეულია D Block-ის უხეში გაუფრთხილებლობის, განზრახი ან მოტყუებით ჩადენილი ქმედებისგან. თქვენ აგრეთვე პასუხისმგებელი ხართ იმ პირების ქმედებებსა და მათ მიერ გამოწვეულ ზიანზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც მოიწვიეთ სამუშაო სივრცეში თქვენ ან თქვენმა პერსონალმა. თქვენ გეკრძალებათ D Block-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ნებისმიერი წარმოშობილი დავის D Block-ის ინტერესების წინააღმდეგ მოგვარება, რომელიც მატერიალურ და არსებითად უარყოფით ზიანს აყენებს D Block-ს და/ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას. D Block არ არის პასუხისმგებელი იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც წარმოიშვა მისი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მიღწეული მორიგების საფუძველზე.

12. დასკვნითი დებულებები

• მოცემულ წესები და პირობები ძალაში შედის ვებ-გვერდზე მათი გამოქვეყნების ან განახლების თარიღიდან და ანაცვლებს და აუქმებს მის ნებისმიერ წინა ვერსიას. მოცემული წესები და პირობები აგრეთვე ვრცელდება ყველა წევრზე/კონტაქტზე, რომელმაც ვებ-გვერდზე რეგისტრაცია გაიარა და/ან შეიძინა D Block-ის საწევრო პაკეტები, პროდუქტები და დამატებითი ფასიანი მომსახურებები მოცემული წესებისა და პირობების ბოლოო ვერსიის ძალაში შესვლამდე.

• D Block-თან ნებისმიერი კომუნიკაცია ამ წესებისა და პირობების ფარგლებში ხორციელდება წერილობით, ვებ-გვერდის CONTACT US გვერდიდან.

(ა) ელექტრონული შეტყობინება: იმ შემთხვევაში, თუ მოცემული წესები და პირობები, ქცევის წესები ან შესაბამისი საწევრო ხელშეკრულება აკეთებს მითითებას ელექტრონულ შეტყობინებაზე, შეტყობინება იგზავნება D BLOCK-ის მიერ არჩეულ ნებისმიერი შემდეგი ფორმით: (i) იგზავნება თქვენ მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტის მისამართებზე; ან (ii) იტვირთება თქვენს პირად პორტალზე;

(ბ) წერილობითი შეტყობინება - შეტყობინება, რომელიც გეგზავნებათ D Block-ის მიერ არჩეული შემდეგი ნებისმიერი ფორმით: (i) საფოსტო გზავნილით ფაქტობრივ მისამართზე ან წევრისთვის ან კონტაქტისთვის სამუშაო სივრცეში პირადად გადაცემა ან (ii) წევრების ან კონტაქტების ინფორმირებისთვის სამუშაო სივრცეში შესაბამისი შეტყობინების/განცხადების საჯაროდ გამოქვეყნებით.

• ჩვენი საწევრო ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ქცევის წესები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და ნებისმიერი სხვა პოლიტიკა და წესი, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიმუშავოთ და გამოვაქვეყნოთ მოცემულ ვებ-გვერდზე, წარმოადგენენ წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. მოცემულ წესებსა და პირობებს და საწევრო ხელშეკრულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მოცემულ წესებსა და პირობებში მითითებულ პირობებს, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული შესაბამის საწევრო ხელშეკრულებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან კონკრეტულ პოლიტიკაში/წესებში.

• ჩვენ შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ ან შევცვალოთ მოცემული წესები და პირობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, ქცევის წესები და სხვა წესები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რასთან დაკავშირებითაც შესაძლოა გამოგიგზავნოთ შესაბამისი შეტყობინება. თუმცა, ჩვენ არ ვართ ვალდებული ასეთი შეტყობინების გამოგზავნაზე და შესაბამისად, არ შეიძლება დაგვეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ასეთ შეუტყობინებლობაზე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პერიოდულად შეამოწმოთ და გაეცნოთ მოცემულ წესებსა და პირობებში, ქცევის წესებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში და სხვა წესებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩვენ მიერ შეტანილ უახლეს ცვლილებებსა და განახლებებს.

• ნებისმიერ შეტყობინებას, დოკუმენტს, ინვოისს ან სხვა სახის ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება თქვენ მიერ ჩვენი საწევრო პაკეტების, პროდუქტების და/ან დამატებითი ფასიანი სერვისების გამოყენებას და რომელიც შესაძლოა გამოგიგზავნოთ ელექტრონულად ან გამოქვეყნდეს/განახლდეს ჩვენი საწევრო პაკეტების, პროდუქტების და/ან დამატებითი ფასიანი სერვისების აღწერილობებში, აქვთ შესასრულებლად იურიდიულად სავალდებულო ძალა.

• მოცემული წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

• ნებისმიერი პრეტენზიის, მოთხოვნის, შეკითხვის ან კომენტარის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ვებ-გვერდის „კონტაქტის“ გვერდიდან.

• მოცემული წესებისა და პირობების საფუძველზე, მისგან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით არსებული დავის შემთხვევაში, მივმართავთ ყველა გონივრულ ზომას ასეთი დავის მოლაპარაკებებისა და ურთიერთშეთანხმების გზით გადასაწყვეტად. ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განხილვისა და გადაწყვეტისთვის წარედგინება საქართველოს საერთო სასამართლოებს თუ წევრთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხარეები დავათა გადაწყვეტის სხვა პირობებზე არ თანხმდებიან.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE