ჯანმრთელობის დაზღვევა უნო: სპეციალური შეთავაზება დ ბლოკის წევრებისთვის

Placeholder

ჯანმრთელობა ჩვენი ცხოვრების ხარისხსა და პროდუქტიულობას განსაზღვრავს. დ ბლოკის მისია კომფორტულ და ინსპირაციულ სამუშაო სივრცის შექმნასთან ერთად, ყოველთვის იყო ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, სადაც წევრებს საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრის საშუალება ექნებათ. აქედან გამომდინარე, იმედი L-თან პარტნიორობის შედეგად, ჩვენი წევრები ჯანმრთელობის დაზღვევაზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში შეგიძლიათ უნო პოლისის შეძენა, რომელიც თქვენი და თქვენი გუნდის საჭიროებებზეა მორგებული. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, ზუსტად რას მოიცავს იმედი L-ის უნო პოლისი.

ჯანსაღი სამუშაო გარემო დ ბლოკში

პროდუქტიულობა პირდაპირ კავშირშია ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობასთან – როცა კარგად ვგრძნობთ თავს, უფრო ეფექტურად ვმუშაობთ, უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებთ და კარგი შედეგები გვაქვს.

ჰიბრიდულ ან დისტანციურ რეჟიმში მუშაობის დროს, ხშირად რთულია დროის სწორად  განაწილება. ნაკლები მოძრაობა, ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება და სტრესი ნელ-ნელა ჩვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს. 

ჯანმრთელობის დაზღვევა ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს. საჭიროების შემთხვევაში, სწრაფ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას განიჭებთ. დ ბლოკის წევრებისთვის ჯანმრთელობის დაცვა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა – ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც ჯანსაღი მუშაობა და კეთილდღეობა პრიორიტეტულია.

უნო პოლისი

უნო იმედი L-ის სადაზღვეო პაკეტია, რომელიც 2 ნაწილისგან შედგება: უნო და უნო+. უნო ძირითადი პაკეტია, რომელშიც ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის აუცილებელი სერვისები შედის. ესენია:

  • 24 საათიანი სატელეფონო მომსახურება.

  • სასწრაფოს მომსახურება.

  • ჰოსპიტალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება.

  • პროფილაქტიკური კვლევები.

  • მედიკამენტები.

  • სტომატოლოგია.

უნო+ არჩევით სერვისებს მოიცავს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ დაზღვევა კიდევ უფრო მეტად გახდეს თქვენზე მორგებული. აქ შედის:

  • პერსონალური მენეჯერის სერვისი.

  • მეგალაბის 50%-იანი ფასდაკლება.

  • ფიზიოთერაპიისა და ლაზეროთერაპიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება.

შეჯამება

დ ბლოკში ყოველთვის ზრუნავს თავის კომუნაზე. ჩვენ სხადასხვა ტიპის შეთავაზებები გვაქვს წევრებისთვის და იმედი L-ის დაზღვევა ერთ-ერთია. უნო პოლისი საშუალებას გაძლევთ მარტივად და ხელმისაწვდომად მიიღოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE