ფიქსირებული ადგილის უპირატესობები საერთო სამუშაო სივრცეში

Box_Zatiko 002

D Block-ის საერთო სამუშაო სივრცეში უკვე შესაძლებელია ფიქსირებული ადგილით სარგებლობა. Fixed Desk საწევროს შეძენის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ, პირადი კუთხე თქვენი გემოვნებით მოაწყოთ. მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად თქვენთვის კუთვნილი მაგიდა და სკამი იქნება გამოყოფილი, რაც ნიშნავს, რომ დილაობით ადგილის ძებნა აღარ მოგიწევთ. და, რა თქმა უნდა, საწევროს შეძენისას D Block-ის ყველა სარგებელს მიიღებთ.  დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ, რატომაა ფიქსირებული ადგილი ყველაზე კომფორტული არჩევანი და განვიხილავთ მის უპირატესობებს. 

ფიქსიებული ადგილის საწევრო D Block-ის უახლესი სერვისია, რომლიც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ კუთვნილი კუთხე და იმუშაოთ ფიქსირებულ ადგილზე 1, 3, 6 ან 12 თვის განმავლობაში.

პერსონალიზება და კომფორტი

რადგან ეს ადგილი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, შეგიძლიათ გააფორმოთ თქვენი გემოვნებით — სუვენირებით, ფოტოებით, მცენარეებითა და საკოლექციო ფიგურებით. სივრცეში ინდივიდუალური შტრიხების შეტანა უფრო კომფორტულად და შინაურულად გაგრძნობინებთ თავს, რაც საბოლოოდ პროდუქტიულობას უწყობს ხელს.

სტაბილურობა 

როცა ფიქსირებული კუთხე გაქვთ, საერთო სამუშაო სივრცეში ყოველდღე ადგილის ძებნა არ გიწევთ.  თქვენი კუთვნილი ადგილი ნებისმიერ დროს აუცილებლად დაგხვდებათ. ამგვარად, დატვირთულ კვირის დღეებში დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება არ მოგიწევთ და საშუალება მოგეცემათ სწრაფად დაიწყოთ მუშაობა.

პროდუქტიულობის ზრდა

პერსონალიზებული სივრცე საშუალებას გაძლევთ მოაწყოთ მაგიდა ისე, რომ ყველაფერი თქვენი საჭიროებების მიხედვით იყოს დალაგებული. ფიქსირებული ადგილის დაჯავშნის შემთხვევაში, არ დაგეკარგებათ დრო სამუშაო ადგილის ყოველდღიურ გადაადგილებასა და მოწყობაში. ეს სამუშაოს უკეთესი მენეჯმენტის საშუალებას მოგცემთ. გარდა ამისა, ნაცნობსა და თქვენს კომფორტზე მორგებულ სივრცეში მუშაობა უფრო პროდუქტიულია, რადგან კონცენტრაცია ბევრად გიმარტივდებათ.

ახალი კავშირების შეძენის შესაძლებლობა

საერთო სამუშაო სივრცეები შექმნილია იმისთვის, რომ სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები ერთ ჭერქვეშ გააერთიანოს. ფიქსირებული მაგიდა კი ნიშნავს ერთი და იგივე ადამიანებთან ყოველდღიურ სიახლოვეს, რაც ხელს უწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობას.

D Block-ის საერთო სამუშაო სივრცის სერვისები და უპირატესობები 

D Block-ი მრავალფეროვან სერვისებს გთავაზობთ. ჩვენი სივრცე აღჭურვილია სწრაფი ინტერნეტით, ტექნიკური მხარდაჭერითა და ბეჭდვის სერვისით. ჩვენთან გრძელი სამუშაო დღის შემდეგ ბარში გართობა და დასვენება შეგიძლიათ. აქ დაგხვდებათ საერთო სამზარეულო და დასასვენებელი სივრცეები.

წევრებს შეუძლიათ, ჩვენს ღია და გამწვანებულ ამფითეატრში, მშვიდად იმუშაონ, განსაკუთრებით თბილ დღეებში. 

ჩვენს სამუშაო სივრცეში ასევე შეხვედრების ოთახებით ისარგებლებთ. აქ ციფრული კონფერენციების გამართვა და დისტანციური სამუშაო სესიების ჩატარებაცაა შესაძლებელი. 

D Block-ის გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს საერთო სამუშაო სივრცის დაცულობასა და სისუფთავეზე. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მიმღებს, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისი თქვენი კომფორტისთვისაა შექმნილი და ჩვენს სამუშაო სივრცეს უფრო მოსახერხებელს ხდის.

შეჯამება

D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე ნებისმიერი საჭიროებებისა და გემოვნების ადამიანების ინტერესებს ითვალისწინებს. აქ დაგხვდებათ სრულიად აღჭურვილი, მეგობრული და კომფორტული გარემო. ფიქსირებული ადგილის საწევრო საუკეთესო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც კონცენტრაციისთვის სტაბილურობა და გარემოსთან შეჩვევა სჭირდება.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE