მოიწყვე შენი პირადი კუთხე დ ბლოკის საერთო სამუშაო სივრცეში

Reflection_Zatiko

D Block-ის საერთო სამუშაო სივრცეში უკვე შეგიძლიათ თქვენი პირადი კუთხის არჩევა და ფიქსირებული ადგილიდან მუშაობა. ეს საუკეთესო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც კონცენტრაციისთვის სტაბილურობა და გარემოსთან შეჩვევა სჭირდება. ჩვენი სივრცე ნებისმიერი საჭიროებებისა და გემოვნების ადამიანების ინტერესებს ითვალისწინებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი კუთხე და მოაწყოთ ისე, როგორც გსურთ. დღევანდელ ბლოგში მოგცემთ რჩევებს, როგორ იპოვოთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ადგილი და როგორ მოეწყოთ კომფორტულად.

D Block-ის საერთო სამუშაო სივრცეს დაემატა ახალი საწევრო პაკეტი ფიქსირებული ადგილის სახით, რომლის მიხედვით, შეგიძლიათ შეარჩიოთ კუთვნილი კუთხე, დაჯავშნოთ და იმუშაოთ ფიქსირებულ ადგილზე 1, 3, 6 ან 12 თვის განმავლობაში. 

როგორ შევარჩიოთ ადგილი საერთო სამუშაო სივრცეში

პირადი კუთხე ძალიან კომფორტულია წევრებისთვის, რადგან არასდროს გიწევთ ადგილის ძებნა და ყოველთვის იცით, როცა არ უნდა მოხვიდეთ, თქვენი კუთვნილი ადგილი აუცილებლად დაგხვდებათ.

ადგილის ასარჩევად, პირველ რიგში, უნდა უპასუხოთ კითხვას: როგორ განათებაში გირჩევნიათ მუშაობა? D Block-ის პირველი სართული დაბურულია, მეორე კი - ნათელი. აირჩიეთ სართული თქვენთვის სასურველი განათების მიხედვით. ორივე სართულზე დაგხვდებათ ერგონომიული ავეჯი, რომელიც თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. თუ მაგიდასთან ჯდომით დაიღლებით, შეგიძლიათ სავარძელში მოკალათდეთ და იქიდან გააგრძელოთ მუშაობა. 

თუ არასდროს ყოფილხართ D Block-ის სტუმარი, შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტური, დაათვალიეროთ სივრცე და სასურველი ადგილი ასე აარჩიოთ.

როგორ მოვაწყოთ პირადი კუთხე

ფიქსირებული ადგილის არჩევის შემდეგ, შეგიძლიათ კუთხე თქვენი გემოვნებით, თქვენთვის უფრო კომფორტულად მოაწყოთ, რათა ჩვენს სამუშაო სივრცეში თავი უფრო შინაურულად იგრძნოთ. 

D Block-ის სივრცე დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. აქ ხშირად შეხვდებით მცენარეებს, რომლებიც გარე და შიდა სივრცეებს ალამაზებენ. საერთო ინტერიერის ინსპირაციით, შეგიძლიათ, დეკორატიული მცენარეები თქვენს პირად სივრცეშიც შემოიტანოთ, საყვარელ ნივთებთან და სუვენირებთან ერთად. მოკლედ, შეგიძლიათ სურვილისამებრ მოაწყოთ და გაალამაზოთ თქვენი პირადი კუთხე. ეს პატარა დეტალები ბევრად უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს. 

D Block-ის სერვისები თქვენი კომფორტისთვის

D Block-ი მრავალფეროვან სერვისებს გთავაზობთ - სწრაფი ინტერნეტი, ტექნიკური მხარდაჭერა და ბეჭდვის სერვისი. ჩვენთან შეგიძლიათ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ბარში გაერთოთ და დაისვენოთ. წევრებს შეუძლიათ საერთო სამზარეულო და დასასვენებელი სივრცეებით სარგებლობა. აქვეა ამფითეატრის მწვანე ეზო, სადაც მშვიდად იმუშავებთ, განსაკუთრებით, თბილ დღეებში. 

ჩვენი სამუშაო სივრცე აღჭურვილია სპეციალური შეხვედრების ოთახებით, სადაც ციფრული კონფერენციების გამართვასა და დისტანციური სამუშაო სესიების ჩატარებას შეძლებთ.

ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურად ზრუნავენ D Block-ის სისუფთავესა და დაცულობაზე, საჭირო აღჭურვილობების გამართვასა და ოპერირებაზე. ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მიმღებს, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისი თქვენი კომფორტისთვისაა შექმნილი და ჩვენს სამუშაო სივრცეს უფრო მოსახერხებელს ხდის.

შეჯამება

D Block-ის სამუშაო სივრცეში მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ადამიანები იყრიან თავს. აქ დაგხვდებათ სრულიად აღჭურვილი, მეგობრული და კომფორტული გარემო. ადგილის არჩევა განათების მიხედვით შეგიძლიათ, იმის გათვალისწინებით, სად უფრო მყუდროდ იგრძნობთ თავს. პირადი კუთხის მოწყობას კი თქვენი სურვილისამებრ შეძლებთ. ფიქსირებული ადგილი, საერთო სამუშაო სივრცეში, კომფორტის შექმნის საუკეთესო საშუალებაა.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE