რატომ არის D Block-ი იდეალური სივრცე ციფრულ ინდუსტრიაში მომუშავე თვითდასაქმებულებისთვის

Box_Zatiko 005

დღესდღეობით სულ უფრო შესამჩნევი ხდება ტენდენცია, რომ ტრადიციულ სამუშაო გრაფიკს (9-დან 5-მდე) თანდათანობით ახალი მიდგომები ანაცვლებს. დღევანდელი კორპორაციული კულტურა უფრო მოქნილი და დასაქმებულზე ორიენტირებულია. ეს პირველ რიგში თვითდასაქმებულებთან მიმართებაში შეიძლება ითქვას. ბოლო წლებში მათმა რაოდენობამ სულ უფრო იმატა და მომავალში სავარაუდოდ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ამ ტიპის სამუშაო თანამედროვე დასაქმებულებისთვის ყველაზე მიმზიდველია, რადგან დიდ თავისუფლებას იძლევა. შეგიძლია, დისტანციურად იმუშაო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და დროც შენს ნებაზე გადაანაწილო. 

D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე იდეალური არჩევანია თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც თავისი შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად პროდუქტიულ გარემოს ეძებენ. აქ თანამედროვე დასაქმებულზე მორგებული სერვისები დაგხვდებათ. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, რატომ არის D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე თვითდასაქმებულებისთვის ყველაზე ოპტიმალური ალტერნატივა. 

რატომ იზრდება თვითდასაქმებულების რიცხვი

ბოლო წლების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ თვითდასაქმებულებისა და დისტანციურ რეჟიმში მომუშავე ადამიანების რაოდენობა იზრდება. Upwork-ის მონაცემებით, 2027 წლისთვის ამერიკულ ბაზარზე თვითდასაქმებულების რიცხვი 86,5 მილიონს მიაღწევს, რაც მთლიანი შრომითი ბაზრის ნახევარზე მეტს უტოლდება. ამ ტენდენციის ერთ-ერთი უპირველესი გამომწვევი მიზეზი COVID-19-ის პანდემიაა. ამ პერიოდში კომპანიების უმეტესობა იძულებული გახდა მორგებოდა დისტანციურ რეჟიმს. დასაქმებულებმა უკეთ დაინახეს დისტანციური სამუშაოს უპირატესობები და მოეწონათ. თავის მხრივ, დამსაქმებლებმაც გადახედეს კონტრაქტის პირობებს და მივედით იქამდე, რომ დღეს უკვე დისტანციურ რეჟიმში მუშაობა ჩვეული მეთოდია. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი შეგიძლიათ ჩვენი წინა ბლოგიდან გაიგოთ

რატომ არის D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე თვითდასაქმებულებისთვის იდეალური

D Block-ი იდეალური სივრცეა თვითდასაქმებულებისთვის, რადგან თანამედროვე სამუშაო გარემოსა და ყველა საჭირო ინვენტარს გთავაზობთ. მაღალი სიჩქარის ინტერნეტით, ერგონომიული ავეჯითა და კერძო შეხვედრების ოთახებით ჩვენი სამუშაო სივრცე თვითდასაქმებულებს ყველა აუცილებელი ინსტრუმენტით და ტექნოლოგიით  უზრუნველყოფს, რათა პროდუქტიულობა შეინარჩუნონ. ამას გარდა, ჩვენთან დაგხვდებათ დახვეწილი ინტერიერი, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითობას და გეხმარებათ კონცენტრაციაში. ჩვენ გთავაზობთ კავშირების შეძენის უნიკალურ შესაძლებლობას.

ქვემოთ ჩამოთვლილია D Block-ის უპირატესობები:

  • თანამედროვე და დახვეწილი სამუშაო გარემო: D Block-ის სამუშაო სივრცეში დასაქმებულებზე მორგებული, კომფორტული, დახვეწილი ინტერიერი დაგხვდებათ. 

  • კომფორტული ლოკაცია: D Block-ი მდებარეობს თბილისის ცენტრში, რაც ნიშნავს, რომ ტრანსპორტით მარტივად მიხვალთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ახლომდებარე კაფეებსა და რესტორნებსაც ესტუმროთ. 

  • კავშირების შეძენის შესაძლებლობა: D Block-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი კომუნაა. საერთო სამუშაო სივრცეში რეგულარულად იმართება ღონისძიებები, სადაც თვითდასაქმებულებს შეუძლიათ ერთმანეთი უკეთ გაიცნონ.

  • სერვისები: D Block მრავალფეროვან სერვისებს გთავაზობთ, რომლებიც ზუსტად ესადაგება თვითდასაქმებულების მოთხოვნებს – მაღალი სიჩქარის ინტერნეტი და ტექნიკური მხარდაჭერა, სრულად აღჭურვილი შეხვედრების ოთახები და ბეჭდვის სერვისი. წევრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საერთო სამზარეულო და დასასვენებელი სივრცეებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, კონცენტრირდნენ სამუშაოზე და არ იღელვონ ლოჯისტიკურ საკითხებზე.

  • საწევრო პაკეტების მრავალფეროვნება - D Block-ი დასაქმებულებს სხვადასხვა საწევრო პაკეტს სთავაზობს, რომლებიც განსხვავებულ საჭიროებებსა და პრეფერენციებზეა მორგებული.

შეჯამება

D Block-ის სივრცეში ყველაფერია, რაც თვითდასაქმებულს წარმატების მისაღწევად სჭირდება. ერგონომიული ინტერიერი, სტრატეგიული ადგილმდებარეობა და დინამიკური კომუნა ამ საერთო სამუშაო სივრცეს დასაქმებულებისთვის საუკეთესო არჩევანად აქცევს. თუ თქვენც ეძებთ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ, D Block-ი ამისთვის იდეალური ადგილია.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE