თუ 21-ე საუკუნის ოფისებს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ წლების განმავლობაში მათი სტრუქტურა საგრძნობლად შეიცვალა. თანამედროვე დასაქმებულებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ და ისეთი გარემო სჭირდებათ, რომელიც ზუსტად ესადაგება ახლებურ სტანდარტებსა და პრეფერენციებს. ასე დაიბადა საერთო სამუშაო სივრცის კონცეფცია. დღესდღეობით ამ ტიპის ოფისები სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ისინი ურთიერთთანამშრომლობის, მოქნილობისა და ინოვაციურობის საშუალებას იძლევა, რაც თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში გვეხმარება.
დღევანდელ ბლოგში დაწვრილებით განვიხილავთ ტრადიციული ოფისებისა და საერთო სამუშაო სივრცეების მახასიათებლებს, მათ უპირატესობებსა და უარყოფით მხარეებს. ეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომელი ვარიანტი სჯობს თქვენთვის, განაგრძეთ კითხვა და შესაძლოა, ეს ბლოგი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.
ის რაც ტრადიციულ ოფისებზე უნდა იცოდეთ
როცა საოფისე გარემოზე ვიწყებთ ფიქრს, როგორც წესი, მცირე ზომის კვადრატული ოთახები, საკონფერენციო ოთახები და მოსასვენებელი სივრცეები წარმოგვიდგება. სიმართლე ითქვას, წლების განმავლობაში სწორედ ამ ტიპის ოფისი იყო კორპორაციული კულტურისთვის დამახასიათებელი. ამგვარი სისტემა დასაქმებულებს იერარქიის, სტრუქტურისა და სიცხადის განცდას უტოვებდა. ამ ოფისებში მკაცრად იყო ზღვარი გავლებული სხვადასხვა აქტივობისთვის განკუთვნილ სივრცეებს შორის.
ტრადიციული ოფისების უპირატესობები
როცა ტრადიციულ ოფისებს განვიხილავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ არაერთი უპირატესობა აქვთ. პირველ რიგში, ამ გარემოში უზრუნველყოფილია სტაბილურობა. განცალკევებული სივრცეები საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, თათბირიდან დაწყებული, ინდივიდუალური საქმიანობით დამთავრებული, შესაბამის გარემოში წარიმართოს. ეს უზრუნველყოფს წესრიგს და საქმის დათქმულ დროში შესრულებას.
ტრადიციული ოფისების უარყოფითი მხარეები
ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების მიუხედავად, სტრუქტურა, რომელიც სტაბილურობას უზრუნველყოფს შესაძლოა შემზღუდველი გახდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ოფისების შენახვა, განსაკუთრებით, თუ პრესტიჟულ ადგილას გაქვთ ნაქირავები, საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ისინი ზედმეტად სტატიკურია, რამაც სტაგნაცია შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ისეთ სექტორში, რომელიც მუდმივად ცვალებადია.
აღმოაჩინეთ საერთო სამუშაო სივრცე
საერთო სამუშაო სივრცის იდეა თავისი მახასიათებლებით, ღია, საზიარო სივრცეებით და ურთიერთთანამშრომლობაზე ორიენტირებული მიდგომით, დიდ კონკურენციას უწევს ტრადიციულ ოფისებს. ამ შემთხვევაში, პრიორიტეტს მოქნილობა, ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაციის საფუძველზე კარიერული თუ პიროვნული ზრდისთვის შესაბამისი შესაძლებლობების წარმოქმნა წარმოადგენს.
რა გამოარჩევს საერთო სამუშაო სივრცეს
საერთო სამუშაო სივრცეების უმთავრესი უპირატესობა მოქნილობაში მდგომარეობს. ისინი სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლების ინტერესებს ითვალისწინებენ, დაწყებული თვითდასაქმებულებიდან, დამთავრებული გამოცდილი ანტერპრენერებით. სერვისების მრავალფეროვნება და გარემო, რომელიც ახალი კავშირების შეძენას ამარტივებს თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვნად სასარგებლოა. გამორჩეული საერთო სამუშაო სივრცეების დიდი ნაწილი წევრებს სტანდარტულის მიღმა, განსაკუთრებულ სერვისებს სთავაზობს. ინკლუზიურობა დასაქმებულებს საშუალებას აძლევს საქმეზე კონცენტრირდნენ და არ მოცდნენ ყოველდღიურ ლოჯისტიკურ დაბრკოლებებზე.
საერთო სამუშაო სივრცეების 10 ძირითადი უპირატესობა:
კრეატიულობისა და ინოვაციების ხელშეწყობა
თანამოაზრეებისგან შემდგარი კომუნა
ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობა
მოქნილობა და სივრცის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების შესაძლებლობა
პრესტიჟული ლოკაცია
ახალი შესაძლებლობები
უახლესი ტექნიკა და სერვისები
სწავლისა და განვითარების შესაძლებლობები
სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნების შესაძლებლობა
წარმატებული სამეწარმეო გარემო
D Block-ი: საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცე თბილისში
დ ბლოკი საერთო სამუშაო სივრცეა თბილისში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ბიზნეს ჰოლდინგმა - აჭარა ჯგუფმა შექმნა. სასტუმრო სტამბის შენობის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი არქიტექტურულ გეგმაზე აღინიშნებოდა როგორც „ბლოკი დ“; სწორედ აქ შეიქმნა პირველი შემოქმედებითი ეკოსისტემები და საერთო სამუშაო სივრცის პირველი მოდელები შემუშავდა.
რატომ უნდა აირჩიო D Block-ი
D Block-ის გარემო მიმართულია საერთო სარგებელზე, ზრდასა და წარმატებაზე. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ახალ კავშირებს, ცოდნასა და ორმხრივ თანამშრომლობას. საერთო სამუშაო სივრცის კომუნიკაციაზე ორიენტირებული სივრცეები და პროგრამები ინოვაციურობას, კოლექტიურობასა და ახალი ეკოსისტემების შექმნას ისახავს მიზნად.
D Block-ი საგანგებოდ არის შექმნილი იმისთვის, რომ თანამედროვე დასაქმებულების მრავალმხრივ საჭიროებებს ზუსტად მოერგოს. ერგონომიული ავეჯით დაწყებული, რომელიც ხანგრძლივი მუშაობის დროს კომფორტს უზრუნველყოფს, პროგრამებით დამთავრებული, რაც ადმინისტრაციული საქმის გამარტივებას ისახავს მიზნად, ყველა დეტალი სრულყოფილებას ემსახურება.
D Block-ი ბევრად მეტ შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე უბრალოდ მაგიდა და სკამია. აქ იქმნება კომუნა, რომლის ფუნდამენტია ზრდა, ინოვაციურობა და ურთიერთთანამშრომლობა.
რა გამოარჩევს D Block-ს
რაც ნამდვილად გამოარჩევს D Block-ს, მისი ფუნდამენტური იდეაა. D Block-ის მიზანია შექმნას სივრცე, რომელიც ინოვაციურობას, ადამიანებს შორის კავშირების დამყარებას, ცოდნის გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობას წაახალისებს. ეს, საბოლოო ჯამში, თითოეული წევრის წარმატებას განაპირობებს.
სწორი არჩევანი შენი ბიზნესისთვის
ტრადიციულ ოფისსა და საერთო სამუშაო სივრცეს შორის არჩევანის გაკეთება მხოლოდ ხარჯებისა და უპირატესობების გათვალისწინებაზე არაა დამოკიდებული. ეს უნდა იყოს სტრატეგიული გადაწყვეტილება, რადგან ბიზნესის მომავალი მეტწილად სწორედ ამით წყდება. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოპერაციული მოთხოვნები, ბიზნესის ზრდის პროგნოზი, ბიუჯეტი და ის სამუშაო გარემო, რომელიც თქვენი თანამშრომლების წარმატების წინაპირობა იქნება.
შეჯამება
თანამედროვე ბაზარზე, როგორც ტრადიციულ ოფისებს, ისე საერთო სამუშაო სივრცეებს თავიანთი უპირატესობები აქვთ. ამის მიუხედავად, როცა საქმე ურთიერთთანამშრომლობაზე მიდგება, საერთო სამუშაო სივრცე მოქნილობასა და თვითგანვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. აქ დაგხვდებათ არა მხოლოდ სამუშაო ადგილი, არამედ მოტივირებული კომუნა და კავშირების შეძენის შანსი, რაც დღევანდელ სამყაროში უმნიშვნელოვანესი კაპიტალია.
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ოფისები უზრუნველყოფს შემეცნებით სტრუქტურას, თანამედროვე დასაქმებული მეტ უპირატესობას მოქნილობას, კრეატიულობასა და განვითარების შესაძლებლობას ანიჭებს, რაც საერთო სამუშაო სივრცეების უმთავრესი მახასიათებელია. ამ ტენდენციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, როცა სამომავლო პროგნოზს ვაკეთებთ.