როგორ მოვიწყოთ სამუშაო კუთხე კომფორტულად

afterhours1

როგორც იცით, D Block-ის გარემო ისეა მოწყობილი, რომ თავისუფლად მოერგოს სხვადასხვა საჭიროებისა და გემოვნების ადამიანს. ჩვენი საერთო სამუშაო სივრცე დასაქმებულებს მრავალფეროვნებას სთავაზობს. სურვილისამებრ, მარტივად იპოვით კუთხეს, სადაც თქვენი პერსონალური სამუშაო მაგიდის მოწყობას შეძლებთ. დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ. თუკი ეს თქვენი პირველი ვიზიტია D Block-ის საერთო სამუშაო სივრცეში და გარშემო არსებულმა დინამიკამ დაგაბნიათ, მაშინ ჩვენს რჩევებს მიჰყევით. ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები აუცილებლად გაპოვნინებთ საქმიანი ადამიანების გარემოცვაში თქვენს პირად, კომფორტულ კუთხეს. 

როგორ შევარჩიოთ ადგილი საერთო სამუშაო სივრცეში

D Block-ის სივრცის ერთი ნაწილი ნათელია, მეორე - დაბურული. იმის მიხედვით, თუ როგორ განათებაში ამჯობინებთ მუშაობას, შეგიძლიათ, შესაბამისი სართული შეარჩიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაგხვდებათ ერგონომიული ავეჯი, რომელიც თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. დაფიქრდით, მაგიდასთან ამჯობინებთ ჯდომას, თუ სავარძელში გირჩევნიათ მოკალათდეთ. სად უფრო პროდუქტიულად იგრძნობთ თავს? თუ სამუშაოდ პერსონალური სივრცე გჭირდებათ, აჯობებს, ე.წ. BOX-ი აიღოთ. აქ სხვებისგან განმარტოებას შეძლებთ. ეს არჩევანი განსაკუთრებით მომხიბვლელი შეიძლება იყოს მცირე გუნდებისთვის, რომლებსაც ერთად სურთ მუშაობა. გაითვალისწინეთ, რომ D Block-ში ღია სივრცეც დაგხვდებათ, სადაც სუფთა ჰაერზე შეძლებთ მუშაობას. არსებულ ალტერნატივებს შორის არჩევანი თქვენს სურვილებსა და საჭიროებებზეა დამოკიდებული.

პერსონალური შტრიხები, რომელიც სივრცის მორგებაში დაგეხმარებათ

იმისთვის, რომ საერთო სამუშაო სივრცეში თავი შინაურულად იგრძნოთ, კარგი იქნება, თუ მის ინტერიერში მცირე პერსონალურ შტრიხებს შეიტანთ. ეს არც თუ რთულია. აარჩიეთ ერთი კონკრეტული კუთხე, სადაც ყოველდღიურად მოთავსდებით. ამგვარად უფრო მარტივად გაგიჩნდებათ სამუშაო გარემოსთან მიკუთვნებულობის გრძნობა. შეგიძლიათ, სახლიდან საკანცელარიო ნივთები ან საყვარელი სუვენირებიც მოიტანოთ. ეს, ერთი შეხედვით, პატარა დეტალები საერთო ჯამში დიდ განსხვავებას გვაძლევს. ამით სივრცეს თქვენად აქცევთ და მასში თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ. ამიტომ, არ მოგერიდოთ საკუთარი პიროვნების გამოვლენა. 

ხრიკები, რომლებიც კონცენტრაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

იმის გათვალისწინებით, რომ საერთო სამუშაო სივრცეში თავს უამრავი სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის ადამიანი იყრის, ხშირია მათ შორის აზრთა მიმოცვლა. იმისთვის, რომ საქმის კეთება მშვიდ გარემოში შეძლოთ, გირჩევთ, სამუშაო კუთხე შედარებით მყუდრო ადგილას მოიწყოთ. D Block-ში ასეთის პოვნა არ გაგიჭირდებათ. კარგი იქნება, თუ სამსახურში ყურსასმენებსაც ატარებთ. ამგვარად, გამონაკლის შემთხვევებში ხმაურს შეგიძლიათ დააღწიოთ თავი ან უბრალოდ განიტვირთოთ და გარე სამყაროს მოსწყდეთ. თუკი ხშირად გაქვთ პარტნიორებთან დისტანციური შეხვედრები, ყურსასმენის საშუალებით სხვებს აარიდებთ არასასურველ ხმაურს. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი სამუშაო სივრცე აღჭურვილია სპეციალური შეხვედრების ოთახებით, სადაც ციფრული კონფერენციების წარმოებასა და დისტანციური სამუშაო სესიების ჩატარებას შეძლებთ.

D Block-ის სერვისები თქვენი კომფორტის უზრუნველსაყოფად

D Block-ი დასაქმებულებს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. აქ დაგხვდებათ ბარი, სადაც მუშაობის შემდეგ დასვენებასა და გართობას შეძლებთ. აქვეა ამფითეატრის ეზო, ღია, სიმწვანით გარემოცულ სივრცეში სამუშაოდ. სულ მალე ჩვენს საერთო სამუშაო სივრცეს პოდკასტებისა და ჩვენებების ოთახებიც დაემატება. D Block-ში ხელმისაწვდომია უმაღლესი ხარისხის ტექნიკა, რომელიც საქმეს გაგიმარტივებთ. ყველა ეს სერვისი თქვენი კომფორტის შესაქმნელად არის უზრუნველყოფილი და სამუშაო კუთხეს უფრო მოსახერხებელს ხდის. 

თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის

იმისთვის, რომ სამუშაოსგან არ გადაიტვირთოთ, მნიშვნელოვანია აიღოთ შუალედები, როცა გაივლით, ყავას დალევთ ან გარშემო მყოფებთან ისაუბრებთ. D Block-ი ამის საუკეთესო შანსს გაძლევთ. აქ განტვირთვის არაერთი საშუალება დაგხვდებათ, რომელიც ამავდროულად პიროვნულ განვითარებასა და ბიზნესის წინსვლაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. 

შეჯამება

D Block-ი არის ადგილი, სადაც მრავალფეროვანი ინტერესების ადამიანები იყრიან თავს. საჭიროებების მიხედვით, ამ გარემოში თქვენზე მორგებული სამუშაო მაგიდა შეგიძლიათ იპოვოთ. ადგილის შერჩევას განათების, ინტერიერისა და სიმყუდროვის მიხედვით შეძლებთ. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები სამუშაო კუთხის კომფორტულად მოწყობაში დაგეხმარებათ. 

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE