პროექტის “Breakfast with Deskmates” ფარგლებში დ ბლოკს დათო გორგილაძე ესტუმრა

meeting

SOLO-ს და დ ბლოკის კოლაბორაცია გრძელდება. ამჯერად ჩვენი ერთობლივი პროექტის “Breakfast with Deskmates” ფარგლებში დ ბლოკს ქართველი მწერალი და ჟურნალისტი, დათო გორგილაძე ესტუმრა. შეხვედრას დისკუსიის სახე ჰქონდა და ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩვენი კომუნის წევრებმა ცნობილ მწერალთან ერთად მსოფლიო ლიტერატურის გარშემო ისაუბრეს და არაერთი საინტერესო საკითხი განიხილეს. 

ლიტერატურის ეფექტი ჩვენს ყოველდღიურობაზე

ექვსი ნოემბრის შეხვედრის მთავარი თემა იყო ლიტერატურის ეფექტი ჩვენს წარმოსახვის უნარზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და სამუშაო ყოველდღიურობაზე. რატომ ინარჩუნებს მხატვრული ლიტერატურა დღემდე აქტუალობას? რა საკითხები აინტერესებს თანამედროვე მკითხველს? რატომ გვიზიდავს შეთხზული ამბები? რას ვიღებთ გამოგონილი ისტორიებიდან? საიდან მოდის ფანტაზიის უნარი და რა შესაძლებლობების კარს გვიხსნის? - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომლებსაც შეხვედრის განმავლობაში დათო გორგილაძემ უპასუხა. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი კომუნის წევრებიც. მათ ერთმანეთს აზრები ხმამაღლა გაუზიარეს და საერთო სამუშაო სივრცის წევრებს საკუთარი თავის შესახებ მცირე ინფორმაცია გაანდეს. ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით, მოეწყო წიგნების გაცვლის კუთხეც, სადაც დ ბლოკის წევრებმა მცირე სიმბოლური წარწერებით საყვარელი წიგნები გაცვალეს. 

პროექტი - “Breakfast with Deskmates”

ჩვენი საერთო სამუშაო სივრცის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ძლიერი კომუნაა. დ ბლოკი მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს წევრების განვითარებასა და კეთილდღეობაზე. ამ მიზნით ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ჩვენი ტრადიციული პროექტის “Breakfast with Deskmates” მიზანიც სწორედ ეს არის. ამ დღეს საერთო სამუშაო სივრცის წევრებს საშუალება აქვთ ერთად ისაუზმონ, არაფორმალურ გარემოში ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და განიტვირთონ. სამომავლოდ ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დარგში მოღვაწე კიდევ ბევრი საინტერესო ადამიანი ესტუმრება ჩვენს სივრცეს და დ ბლოკის წევრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. 

შეჯამება

SOLO-ს და დ ბლოკის კოლაბორაციული პროექტი “Breakfast with Deskmates” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღონისძიებაა, რომელიც დ ბლოკის სივრცეში იმართება. ამჯერად ჩვენი სტუმარი დათო გორგილაძე იყო, რომელიც საინტერესო დისკუსიას გაუძღვა ლიტერატურასთან დაკავშირებით. გირჩევთ არც ჩვენი შემდგომი შეხვედრები გამოტოვოთ და შეგახსენებთ, რომ SOLO-ს მომხმარებლებს შეუძლიათ დ ბლოკის FLEX საწევრო სპეციალურ ფასად - 20% OFF შეიძინონ.

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE