საღამოს საათებში მუშაობის 5 უპირატესობა

afterhours1

საღამოს საათებსა და შაბათ-კვირას მუშაობა ბოლო დროს დიდი ინტერესის ობიექტი გახდა. მით უფრო, რომ D Block-ის საერთო სამუშაო სივრცემ მომხმარებელს შესაბამისი სერვისიც შესთავაზა. დღეს გვინდა რამდენიმე უპირატესობაზე ვისაუბროთ, რომლებიც უქმე საათებში მუშაობას ახლავს თან. 

1. სიმშვიდე

იმის გამო, რომ კომპანიების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სტანდარტულად, დღის საათებში მუშაობს, ღამით თბილისის საერთო სამუშაო სივრცეებში გაცილებით ნაკლები ადამიანია, ვიდრე დღისით, ისევე, როგორც შაბათ-კვირას. შესაბამისად, ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც იდეალურ სიჩუმეში მოსწონთ მუშაობა, არასამუშაო საათები საუკეთესო დროა საქმის უფრო ნაყოფიერად შესრულებისთვის. ზოგიერთი ჩვენგანი უფრო დიდ ძალისხმევას საჭიროებს ყურადღების მოსაკრებად, ვიდრე დანარჩენები. ასეთ ადამიანებს მარტივად ეფანტებათ გონება სულ მცირე, უმნიშვნელო სტიმულაციითაც კი და მიტოვებული საქმის გაგრძელება უჭირთ. ერთი სიტყვით, სიწყნარესა და სიმშვიდეში განცალკევებით მუშაობა მათთვისს საუკეთესო ვარიანტია. 

2. პირადი პრეფერენცია

აუცილებელი სულაც არაა, ყურადღების მოკრების პრობლემა გვქონდეს იმისთვის, რომ საღამოობით მუშაობა გვერჩივნოს. ადამიანების გარკვეული ნაწილი თავს ღამის საათებში უფრო მოტივირებული და აქტიურია, ვიდრე დღისით. ამ განსხვავებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: გენეტიკა, ცირკადული რიტმი, ტვინის უბნების განსხვავებული მუშაობა, ცხოვრების წესი და გამომუშავებული ჩვევები.

3.თავისუფალი მოძრაობა

თბილისის ქუჩებში ღამის საათებში მოძრაობა გაცილებით თავისუფალია. შესაბამისად, სამუშაო სივრცემდე მისვლა ნაკლებ დროში შეიძლება. დროსთან ერთად, იზოგება ენერგია, რომელიც უფრო ნაყოფიერად საქმის კეთებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ

4.საქმის შეთავსება

ადამიანები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, ძირითადად რამდენიმე საქმიანობას ითავსებენ, თუ გრაფიკი ამის საშუალებას აძლევთ. მაგალითად, ის ადამიანი, ვისაც სრულ-განაკვეთიანი სამსახური აქვს და მუშაობს ერთჯერად პროექტებზეც ფრილანსერად, საღამოს საათებსა და შაბათ-კვირას იდეალურად გამოიყენებს დამატებითი საქმიანობის შესათავსებლად.

5.კოლაბორაციის შესაძლებლობა

ზოგადად, საერთო საამუშაო სივრცეების ერთ-ერთი უპირატესობა კოლაბორაციის შესაძლებლობაა. დიდი შანსია, რომ სივრცეში არასტანდარტულ საათებში მისულს საერთო ინტერესებისა და საქმიანობის ადამიანები დაგხვდნენ. ასეთი გარემო ზრდის ღირებული კავშირების შექმნის შესაძლებლობას როგორც სამსახურებრივი, ისე ადამიანური ურთიერთობების კუთხით.

შეჯამება

როგორც ვნახეთ, არასამუშაო საათებში მუშაობის მოყვარულებს ბევრი კარგი მიზეზი აქვთ. ამიტომ, მცდელობად ნამდვილად ღირს ჩვენს პროდუქტიულობაზე დაკვირვება არასტანდარტულ საათებში. 

PLEASE WAIT, WE ARE TIDYNG UP YOUR SPACE