სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც არა ოფისში, არამედ დისტანციურად მუშაობს. ნაწილს სახლიდან მუშაობა ურჩევნია, თუმცა იმ ადამიანთა რიცხვიც ბევრია, რომელიც მუშაობას სახლიდან გარეთ ამჯობინებს. სწორედ ეს მიზეზი განაპირობებს საერთო სამუშაო სივრცეების შექმნის იდეასა და სიმრავლეს. D Block-იც იმ იდეით შეიქმნა, რომ სრული კომფორტი შესთავაზოს იმ ადამიანებს, რომლებსაც არა სახლიდან ან ოფისიდან, არამედ სხვა ალტერნატიული სივრციდან კომფორტულად იმუშაონ და ამით სხვა სარგებელიც მიიღონ. თუ რა სარგებელზეა საუბარი და რა უპირატესობები აქვთ საერთო სამუშაო სივრცეებს, ამას დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით.
1. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა
დღესდღეობით ტექნოლოგიების გარეშე სწავლა და მუშაობა წარმოუდგენელია. მათი შეძენა კი ხშირად დიდ ხარჯებთან ასოცირდება. საერთო სამუშაო სივრცეები კი, მათ შორის D Block-ი, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ერგონომიული ავეჯით და ყველა იმ საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი, რომელიც პროდუქტიული მუშაობისთვის გჭირდებათ.
2. ნეთვორქინგის შესაძლებლობა
საერთო სამუშაო სივრცეები შექმნილია იმისთვის, რომ სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები ერთ ჭერქვეშ გააერთიანოს. D Block-ში უამრავ შესაძლებლობაა, დაუკავშირდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს, გაცვალოთ იდეები და ჩამოაყალიბოთ ღირებული ურთიერთობები.
3. შენზე მორგებული გარემო
საერთო სამუშაო სივრცის ერთ-ერთი უპირატესობა მოქნილობაა. თუ გჭირდებათ კერძო ოფისი, გამოყოფილი სამუშაო მაგიდა ან უბრალოდ სივრცე, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ, D Block-ი მრავალ ვარიანტს გთავაზობთ.
4. ხარჯების ეფექტურობა
ხარჯების ეფექტურად განაწილება მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთო სამუშაო სივრცეებიდან მუშაობა კი ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური გადაწყვეტილებაა სტარტაპებისთვის, ფრილანსერებისთვის და მცირე ბიზნესებისთვის. საოფისე აღჭურვილობასა და კომუნალურ გადასახადებში ინვესტიციის ნაცვლად, შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ კეთილმოწყობილ სივრცეზე ბევრად უფრო ნაკლები დანახარჯით.
5. შთაგონება და კრეატიულობა
სამუშაო სივრცის დიზაინი და ატმოსფერო შემოქმედებითობის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. D Block-ის სივრცეები შექმნილია გონებრივი კონცენტრაციის, კრეატიულობისა და კონცენტრაციის გასაძლიერებლად. ინსპირაციული გარემო ხელს უწყობს კრეატიულ აზროვნებას, რაც მას იდეალურ სივრცედ აქცევს მეწარმეთათვის.
6. სტაბილური ინტერნეტი
იმისათვის, რომ დისტანციურად მუშაობა ეფექტური და კომფორტული იყოს, სტაბილურ ინტერნეტკავშირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახლიდან მუშაობისას ინტერნეტთან დაკავშირებულ პრობლემებს ხშირად ვაწყდებით, D Block-ში კი მსგავსი საკითხები არ შეგაწუხებთ, რადგან ჩვენი სივრცე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტითაა აღჭურვილი.
7. პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
საერთო სამუშაო სივრცეებში ხშირად მასპინძლობს სემინარებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომლებიც სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას იძლევა. D Block-ი რეგულარულად გთავაზობთ შეხვედრებს, რომლებიც ფოკუსირებულია ინოვაციებზე, უნარების განვითარებასა და ინდუსტრიის ტენდენციებზე.
8. გაზრდილი პროდუქტიულობა
კომფორტულმა სამუშაო გარემომ, შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი პროდუქტიულობა. D Block-ის სამუშაო სივრცე ისეა მოწყობილი, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ყურადღების გაფანტვის ალბათობა და გაზარდოს თქვენი კონცენტრაციის უნარი. ეს ყოველივე კი ეფექტურად მუშაობას უზრუნველყოფს.
9. ხელსაყრელი ადგილმდებარეობა
როდესაც სახლიდან გარეთ მუშაობთ, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ადგილი თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას იყოს. D Block-ი თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროსა და რესურსს მნიშვნელოვნად დაზოგავთ.
10. პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი
ბოლოს კი აუცილებლად უნდა შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსია. მუშაობასა და დასვენებას შორის ზღვრის დაწესება ხშირად არც ისე მარტივია, განსაკუთრებით ფრილანსერებისა და ანტრეპრენერებისთვის. საერთო სამუშაო სივრცე ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ, რადგან შეძლებთ გამიჯნოთ სამუშაო და დასასვენებელი ადგილი.
შეჯამება
როგორც ხედავთ, საერთო სამუშაო სივრცეს მრავალი უპირატესობა აქვს, რომელიც შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ. D Block-ში ყოველთვის ვცდილობთ მოვერგოთ თქვენს საჭიროებებს და შევქმნათ ისეთი კომფორტული საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც თქვენს შემოქმედებითობასა და პროდუქტიულობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.