FLEX
საერთო სივრცე
ყოველთვიურად, FLEX-ის წევრებისთვის სამუშაო სივრცის ყველა სერვისთან ერთად ნებისმიერი თავისუფალი ადგილია ხელმისაწვდომი.
%20Large.jpeg&w=3840&q=75)


@// FLEX საწევრო მოიცავს შემდეგ სერვისებს:

მიმღები
დ ბლოკის გარშემო ნებისმიერი ინფორმაციისა ან კონსულტაციისთვის მიმართეთ ჩვენს მიმღებს.
შეხვედრის ოთახები
შეხვედრის ოთახები იჯავშნება წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე ვებგვერდიდან, ან წევრების პორტალიდან. ოთახების დეტალური აღწერილობისათვის გთხოვთ იხილოთ წევრების პორტალი.

დასუფთავებისა და დაცვის სერვისები
ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურად ზრუნავენ დ ბლოკის სისუფთავესა და დაცულობაზე, საჭირო აღჭურვილობების გამართვასა და ოპერირებაზე.

წევრთა საძიებელი
საძიებლის დახმარებით ჩვენი კომუნის სხვა წევრებს გაიცნობთ და მათი პროფესიული უნარებისა თუ გამოცდილების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებთ.

ველოპარკინგი
ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის ჩვენ უფასო ველოპარკინგი შევქმენით.

ამპითეატრის ეზო
სასტუმრო სტამბაში არსებული შიდა ეზო. ღია, სიმწვანით გარემოცულ სივრცეში სამუშაოდ.

წევრების ბარი
კოქტეილ-ბარი თავშეყრის ადგილია, სადაც წევრები სპეციალური ღონისძიებების ფარგლებში იკრიბებიან ან საღამოობით, მუშაობის შემდეგ ისვენებენ და ერთობიან.

გადახდის მოქნილი მეთოდები
გადახდის პროცესი დ ბლოკის წევრებისთვის ბევრად უფრო მარტივია. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მეთოდი, შეინახეთ თქვენი მონაცემები და გადაიხადეთ ერთი მოქმედებით ნებისმიერი სერვისის გამოყენებისას.

მაღალი სიჩქარის ინტერნეტი
Wi-Fi დ ბლოკის ყველა წერტილშია ხელმისაწვდომი.

კაფეტერია
პატარა სამზარეულო, სადაც დ ბლოკის წევრებს საკუთარი ლანჩბოქსების მოტანა, შენახვა და შესვენება შეუძლიათ.

სატელეფონო ჯიხური
სპეციალური ზონები დ ბლოკში ხმის იზოლაციის ფუნქციით, სატელეფონო ზარების განსახორციელებლად.

საფოსტო ყუთი
თქვენი საფოსტო სერვისი დ ბლოკის მიმღებში, სადაც ამანათებისა და წერილების მიღება შეგეძლებათ. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ამანათების ზომასა და წონაზე გარკვეული შეზღუდვები არსებობს.

პრინტ-არეა (ლიმიტით)
მაღალტექნოლოგიური პრინტერები, რომლის გამოყენებაც სივრცეში შეგიძლიათ.

დამხმარე გუნდი
დ ბლოკის გუნდი სერვისის გრძელვადიანი გამოცდილებით, რომელიც სივრცეში მუდმივად იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გიწევთ.

ჩაი და ყავა
შესვენებისას, სპეციალურ ზონებში ახლად დაფქული მარცვლებისაგან დამზადებული ყავისა და ცხელი ჩაის მირთმევაა შესაძლებელი.
სამუშაო ოთახები
შეხვედრების ოთახი
ჩვენი შეხვედრის ოთახები სხვადასხვა ფორმატსა და სამუშაო რეჟიმზეა გათვლილი: იქნება ეს ტექნოლოგიურად კომპლექსური ციფრული კონფერენციები, თეორიული სამუშაო თუ ინტერვიუს გადაღება/ჩაწერა.
მეტიპოდკასტის ოთახი
თანამედროვე აუდიოტექნიკით აღჭურვილი ოთახი ხმის ჩაწერისა და აუდიო-მონტაჟისთვის. პოდკასტის ოთახი კონტენტ-დეველოპერი წევრებისთვის, ჩვენი ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის და ციფრულ მედიაზე მომუშავე პროფესიონალებისთვის შევქმენით.
ჩვენებების ოთახი
ჩვენებების ოთახი ხმის დამხშობი სისტემით, კომფორტული ინტერიერით და საუკეთესო მონაცემების მქონე აუდიო-ვიდეო აღჭურვილობით, ძირითადად ვიზუალურ მასალაზე მომუშავე გუნდებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენელთათვის შეიქმნა.
@// სხვა კატეგორიები
D PASS
სამუშაო ადგილი ერთი დღით, საერთო სივრცეში.
ფრილანსერებისთვის, სივრცის გამოცდისთვის, მოქნილი სამუშაო გრაფიკისთვის.
AFTERHOURS
ადგილი სამუშაო სივრცეში: საღამოს საათებში და უქმეებზე.
ნაკრები მათთვის, ვინც საღამოს საათებში მეტად პროდუქტიულია, ან უქმეებზე მუშაობა ურჩევნია.
BOX
სამუშაო ოთახები პატარა ან საშუალო ზომის გუნდებისთვის.
ორგანიზაციებისთვის, ინსტიტუციებისთვის, სტარტაპებისთვის, კომპანიებისთვის.
D BLOCK WORKSPACE //@ STAMBA
მ. კოსტავას #14, თბილისი, 0108, საქართველო
ფრილანსერებისთვის, ნომადებისთვის, დამოუკიდებელი მშრომელებისთვის, კომპანიების გარე კონტრაქტორებისთვის.