D Block-ის საერთო სამუშაო სივრცის ეტიკეტი
D Block-ი საერთო სამუშაო სივრცეა თბილისში, რომელიც დასაქმებულებს დინამიკურ და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნებულ გარემოს სთავაზობს. აქ თავს იყრიან სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები განსხვავებული საჭიროებებითა და ინტერესებით. იმისთვის, რომ თითოეული ინდივიდის ინტერესები იყოს დაცული, მნიშვნელოვანია, კომუნის წევრებმა საერთო სამუშაო სივრცის ეტიკეტი დაიცვან. დღეს ვისაუბრებთ D Block-ში მოქცევის წესებზე, რომელიც თითოეულმა წევრმა უნდა გაითვალისწინოს.
რა ვალდებულებები აქვთ D Block-ის წევრებს
პატივი ეცით სხვის პირად სივრცეს
პატივი ეცით სხვა ადამიანის პირად სივრცეს. ეცადეთ, არ შეავიწროოთ თქვენ გვერდით მჯდომი, არ დაურღვიოთ კომფორტი და ხელი არ შეუშალოთ მუშაობის პროცესში. თუ საუბარს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ გარშემო მყოფებს არ აწუხებთ.
არ იხმაუროთ
ეცადეთ, ისაუბროთ ხმადაბალი ტემბრით. გთხოვთ, სატელეფონო საუბრების ან მუსიკის მოსმენის დროს გამოიყენოთ ყურსასმენები. მოერიდეთ საერთო სივრცეში მაღალი ხმით საუბარს. თუკი დარეკვას გადაწყვეტთ, გამოიყენეთ სპეციალური სატელეფონო ჯიხურები ან შეხვედრების ოთახი, რათა სხვებს მუშაობაში ხელი არ შეუშალოთ.
პატივისცემა გამოიჩინეთ გარშემო მყოფების მიმართ
პატივისცემით მოეპყარით თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს. D Block-ის ფუნდამენტური ღირებულებებია: ინკლუზიურობა, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა. საერთო სამუშაო სივრცეში დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ქცევა მიუღებელია. ამ ღირებულებების გაზიარებით თითოეული წევრისთვის მისაღები, უსაფრთხო და მეგობრული გარემო იქმნება.
დაიცავით გრაფიკი
დაიცავით გრაფიკი ჯავშანთან დაკავშირებით. ეს უზრუნველყოფს, რომ საერთო სამუშაო სივრცის სერვისებზე ყველას თანაბრად ჰქონდეს წვდომა. მაგალითად, თუკი შეხვედრების ოთახს დაჯავშნით, ზუსტად მიჰყევით განსაზღვრულ გრაფიკს და ნუ გადააცილებთ დათქმულ დროს, რათა სხვა წევრებს ხელი არ შეუშალოთ.
შეინახეთ ნივთები უსაფრთხო ადგილას
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ნივთებს. D Block-ში უსაფრთხო გარემო დაგხვდებათ, რომელიც კამერებითა და დაცვის სამსახურით არის უზრუნველყოფილი. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, თქვენც გამოიჩინოთ ყურადღება. თუ რაიმეს დაკარგავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ D Block-ის პერსონალს და აუცილებლად დაგეხმარებით.
შეინარჩუნეთ სისუფთავე
მაგიდით, შეხვედრების ოთახით, სამზარეულოთი სარგებლობის შემდეგ ნუ დაგავიწყდებათ დალაგება, რათა თქვენ შემდეგ მოსულსაც ისეთივე სისუფთავე დახვდეს, როგორც თქვენ. გადაყარეთ ნაგავი და საჭიროების შემთხვევაში, გადაწმინდეთ მაგიდის ზედაპირი. ჰიგიენის დაცვა აუცილებელია სასიამოვნო სამუშაო გარემოს შენარჩუნებისთვის.
მიჰყევით სახანძრო ინსტრუქციებს
გაეცანით ევაკუაციის წესებს და ხანძრის დროს სამოქმედო გეგმას. D Block-ში მსგავსი სასწავლო წვრთნები პერიოდულად იმართება. ექსტრემალურ სიტუაციაში მიჰყევით ინსტრუქციებს ზედმიწევნით, რათა თქვენი და გარშემო მყოფების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.
პასუხისმგებლობით მოეკიდეთ WiFi-ს მოხმარების წესებს
პასუხისმგებლობით მოეკიდეთ WiFi-ს მოხმარების წესებს და დაიცავით თქვენი მოწყობილობები ანტივირუსული პროგრამებით. D Block-ი სტაბილურ ინტერნეტს უზრუნველყოფს, მაგრამ თქვენი ტექნიკის დაცვა ასევე მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოებისათვის.
თავი შეიკავეთ:
სხვების შეწუხებისგან
ნუ შეუშლით გარშემო მყოფებს ხელს მუშაობაში. თქვენი მხრიდან მაღალი ხმით ლაპარაკი, სატელეფონო საუბრები და შემაწუხებელი ქცევა სხვის პროდუქტიულობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს. გაითვალისწინეთ სხვების ინტერესები და ეცადეთ, არ იხმაუროთ.
სხვის ნივთებზე შეხებისგან
ნუ შეეხებით სხვის ნივთებს. პატივი ეცით გარშემო მყოფების პირად სივრცეს და თუ რაიმეს თხოვნა მოგინდებათ, ჯერ ნებართვა აიღეთ.
დათქმულ დროზე გადაცილებისგან
ნუ გადააცილებთ დაჯავშნილ დროს შეხვედრების ოთახებსა და სამუშაო სივრცეში. ამგვარმა ქცევამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სხვა ადამიანებს, რომლებსაც თქვენ შემდეგ აქვთ ადგილი დაჯავშნილი. თუ მეტი დრო დაგჭირდათ, გადაამოწმეთ პერსონალთან რამდენად შესაძლებელია ჯავშნის გახანგრძლივება.
დისკრიმინაციული ხასიათის ქცევისგან
თავი შეიკავეთ ნებისმიერი დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი ქცევისგან. D Block ხელს უწყობს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის კულტურას. დისკრიმინაცია ან შევიწროება მკაცრად აკრძალულია.
კონფიდენციალური ინფორმაციის უყურადღებოდ დატოვებისგან
არ დატოვოთ კონფიდენციალური ან პირადი ინფორმაცია უყურადღებოდ. თქვენი ნაშრომი და პირადი მონაცემები ყოველთვის დაიცავით. თუ დროებით გასვლის აუცილებლობა გაქვთ, თან წაიღეთ პირადი ნივთები.
უსაფრთხოების წესების უგულებელყოფისგან
არ უგულებელყოთ უსაფრთხოების და ხანძრისთვის მზადების პროცედურები. საგანგებო მდგომარეობისას აუცილებელია გაითვალისწინოთ წესები თქვენი და სხვების უსაფრთხოებისათვის.
ინტერნეტის მოხმარების წესების დარღვევისგან
დაიცავით D Block-ის ინტერნეტის გამოყენების წესები. თავი შეიკავეთ უკანონო კონტენტის ჩამოტვირთვისგან და ისეთი ვებგვერდების მონახულებისგან, რაც ქსელის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
საერთო სამუშაო სივრცის საკუთრების დაზიანებისგან
არ დააზიანოთ სივრცის რომელიმე ნივთი. ფრთხილად მოიხმარეთ ავეჯი, აღჭურვილობა და სხვა საშუალებები. თუ შემთხვევით რამეს დააზიანებთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ პერსონალს.
შეჯამება
ზემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვა უზრუნველყოფს, რომ D Block იყოს პროდუქტიული, პატივისცემით სავსე და სასიამოვნო სამუშაო გარემო ყველასთვის. პატივი ეცით სხვის პირად სივრცეს, ნუ იხმაურებთ და ნუ შელახავთ სხვის ღირსებას. გაითვალისწინეთ მითითებები, და თუ დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენი პერსონალი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ. გისურვებთ, სასიამოვნო სამუშაო დღეს!